თენგიზ გაჩეჩილაძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაჩეჩილაძე.

თენგიზ გაჩეჩილაძე — ქართველი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ასოცირებული პროფესორი.

თენგიზ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1939
ზესტაფონის რ-ნის ს. წევა, (საქართველო)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ცნობილია როგორც სპორტული ჟურნალისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1939 წლის 28 აპრილს ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, 1968 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

თენგიზ გაჩეჩილაძე 1958 წლიდან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. იყო ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორი, 30 წლის მანძილზე (1985-2015) კი ქართული სპორტული გაზეთის „ლელოს“ მთავარი რედაქტორი (ამჟამად საპატიო რედაქტორი). „სპორტი ყველასათვის“ საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2005-2013). არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი. საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, არაერთი წიგნისა და გამოცემის ავტორი.

თენგიზ გაჩეჩილაძე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც აკრედიტირებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 14 ოლიმპიურ თამაშებზე, რაც უნიკალური და სარეკორდო მაჩვენებელია. 1994 წელს საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იყო ლილეჰამერის (ნორვეგია) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ეწევა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2014 წელს გამოსცა წიგნი „ლელო“-80 — გაზეთ „ლელოს“ დაარსებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 2024 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
  • 2020 — ქართული სპორტის რაინდის წოდება[2]საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო სპორტის დარგში
  • 1998 — ღირსების ორდენი საქართველოში სპორტის განვითარების, მაღალკვალიფიციურ სპორტსმენთა აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი ჟუნრნალისტური მოღვაწეობისათვის
  • სეოკის მედალი
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • განათლების წარჩინებული მუშაკის წოდება
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ლელო 80. გაზეთი მემატიანე. დრო, მოვლენები და ფაქტები (ავტორი) — თბილისი. 2014. 94გვ.
  2. საქართველოს ოლიმპიური უღელტეხილი (ავტორი) — თბილისი. 2004. 168გვ.
  3. პირველი ქართველი ქალი ოლიმპზე (ავტორი) — თბილისი. 2002. 232გვ.
  4. წიგნი ღირსებისა. საცნობარო (თანაავტორი) — 2000. 496გვ. ISBN-99928-0-154-9
  5. ოლიმპიური შემოდგომის თექვსმეტი გაელვება (ავტორი) — თბილისი. საბჭ. საქართველო. 1989. 80გვ.
  6. 10 დამოუკიდებელი ნაბიჯი ოლიმპიურ მოძრაობაში (ავტორი) — თბილისი. სამშობლო. 1989. 169გვ.
  7. ცხენოსნობა. საცნობარო (ავტორი) — თბილისი. განათლება. 1982. 63გვ.
  8. ოცი სხივი (ავტორი) — თბილისი. საბჭ. საქართველო. 1980. 74გვ.
  9. მშდ კომპლექსის სოციალური მნიშვნელობა. — თბილისი. საქ. სსრ. საზ- ბა „ცოდნა“. 1978. 31გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. თენგიზ გაჩეჩილაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-16. ციტირების თარიღი: 2022-11-16.