გაიოზ ჯეჯელავა
გაიოზ ჯეჯელავა (დ. 29 დეკემბერი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 16 მარტი, 2005, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940) და ორზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946), , საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1974). წითელი ვარსკვლავის ორდენის (1946), შრომის წითელი დროშისა (1972) და საპატიო ნიშნის სამი (1941, 1950, 1957) ორდენის კავალერი.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გაიოზ ივანეს ძე ჯეჯელავა | ||
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1914 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 16 მარტი, 2005 (90 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 164 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა გარემარბი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1935–1936 | ლოკომოტივი | ||
1937–1948 | დინამო თბ. | 145 | (66) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1950–1951 | ვვს მოსკოვი | ||
1956–1957 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაიოზ ჯეჯელავა ფეხბურთის თამაშს 16 წლის ასაკში იწყებს. 1932−33 წლებში თბილისის დეპო-ცეკავშირის გუნდში, ხოლო 1934 წელს თბილისის ტსპო-ს გუნდში გამოდის. 1935–1936 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშია. 1937–1948 წლებში კი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.[3] კლუბის მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის 145 შეხვედრას თამაშობს და 66 ბურთი გააქვს. ამას გარდა, მის რიგებში ექვს საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[4][5] სათამაშო კარიერას ამავე კლუბში, 1948 წელს ასრულებს.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობას აგრძელებს და 1949 წელს 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად იწყებს მუშაობას, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავად გახლავთ.[6] 1950 წელს მოსკოვიდან იღებს მოწვევას და ახლადშექმნილ სამხედრო-საავიაციო ძალების გუნდის — მოსკოვის ვვს-ის მთავარი მწვრთნელი ხდება, სადაც ნაყოფიერი მუშაობის მიუხედავად მხოლოდ ერთ სეზონს ატარებს. ამის შემდეგ 1956−1957 წლებში თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობს. მოგვიანებით მუშაობას ინჟინრის სპეციალობით აგრძელებს და ერთი პერიოდი საშენ მასალათა ქარხნის დირექტორის თანამდებობას იკავებს. მისი ავტორობით გამოდის წიგნები — „ქართული ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში“ (1947) და „მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის“ (1947).
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[7]
ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც იშვიათი ტაქტიკური და საგოლე ალღოს მქონე მაღალტექნიკურმა და მეტოქეთათვის უაღრესად სახიფათო ფორვარდმა. გამოირჩეოდა მაღალი სასტარტო სისწრაფით, თავბრუდამხვევი დრიბლინგითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. ფლობდა ძლიერ და ზუსტ დარტყმას. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული.[8]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ფინალისტი: 1946
ჯილდოები და წოდებები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1946 № 352
- საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე: 1974
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი: 1946
- შრომის წითელი დროშის კავალერი: 1972
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი: 1941, 1950, 1957
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჯეჯელავა, გაიოზ, მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის, თბ.: ტექნიკა და შრომა, 1947.
- ჯეჯელავა, გაიოზ, ქართველი ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში, თბ.: საბლიტგამი, 1947.
- ჯეჯელავა, გაიოზ (მთარგმნ.), ფეხბურთი : თამაშის წესები, თბ.: სახელგამი, 1951.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 187. 371 გვ.
- გაგუა, ოთარ, საფეხბურთო ჩუქურთმის დიდოსტატი გაიოზ ჯეჯელავა, თბ.: საქ. სპ. ჟურნ. ასოც. გამ-მა, 2015. — 208 გვ.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001. — 52 გვ.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999. — 33 გვ.
- პაიჭაძე, ბ., ქორქია, ბ., ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის : „დინამოს“ ისტორია, თბ.: ნაკადული, 1960.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები, თბ., 1997.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში, თბ.: ფავორიტი პრინტი, 2013.
- ტორაძე, გულბათ, ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 19–26. 70 გვ.
- ღოღობერიძე, ავთანდილ, ბურთით ცხრა მთას იქით, თბ.: საქ. ჟურნალისტთა კავშირი, 1963.
- Винокуров В. И.; Владимиров В.Г. Всё о футболе / Соскин А. М. (сост.). — М.: ФиС, 1972. — 295–296 c.
- Соскин А. М. (сост.) Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. — М.: ФиС, 1972. — 295–296 c.
- Торадзе, Гулбат Футбол на всю жизнь. — Тб.: Русский клуб, 2007. — 67–68 c.
- Шваб, П.Г. Энциклопедия советского футбола. Том 1. — Черновцы: Раенная типография, 1994. — 110 c.
პერიოდიკა
რედაქტირება- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3.
- ტორაძე, დემურ, წარსულიდან აწმყოში, აწმყოდან წარსულში? ფიქრები ქართულ ფეხბურთზე // „ლელო“, 12 ივნისი, 2001.
- ტორაძე, გულბათ, დაუვიწყარი მატჩები : ძველი „დინამოს“ გულშემატკივრის მოგონებანი // ჟურნ. „ათიანი“, იანვარ-თებერვალი, 2012, № 1–2 (53–54), გვ. 42–44.
- ჯაფარიძე, ოთარ, დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის ისტორიას დავიწყებული გუნდებისა და ფეხბურთელების სახელები // ჟურნ. „ათიანი“, იანვარი, 2015, № 70, გვ. 18–25.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გაიოზ ჯეჯელავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გაიოზ ჯეჯელავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გაიოზ ჯეჯელავა — ქართული სპორტი
- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
Dinamo-Tbilisi.ru · Bombarder.Narod.ru · UEFA.com · FootballFacts.ru · Tbilisi.media · Pomnipro.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
გაიოზ ჯეჯელავა – 100 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22..
- ↑ გაიოზ ჯეჯელავა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-01. ციტირების თარიღი: 2022-05-02.
- ↑ Джеджелава Гайоз Иванович. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-22. ციტირების თარიღი: 2022-10-14.
- ↑ Турне в Иран в 1944 году. dinamo-tbilisi.ru.
- ↑ Турне в Румынию в 1945 году. dinamo-tbilisi.ru.
- ↑ 35-ე საფეხბურთო სკოლა (2018). ქ. თბილისის ვაჟთა 35-ე სკოლის მოკლე ისტორია. სკოლის დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლის მთავარ მწვრთნელებად მუშაობდნენ: ა.ი. გალპერინი, დ.პ. ცომაია, ნ.ი. ჩხარტიშვილი, კ.ი. ჯეჯელავა, ა.ს. კიკნაძე, მ.პ. მინაევი; ამათგან ყველაზე ხანგრძლივად მუშაობდნენ გაიოზ ჯეჯელავა და არჩილ კიკნაძე. fc35.ge
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 05 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ Vakhtang Bzikadze (17 იანვარი, 2005). Jejelava is living history — Legendary skills: Stories still circulate about his skills. Some, it must be said, sound quite incredible. Once, while playing for a team from the Georgian town of Poti in the Ukrainian town of Kadievka, Jejelava is said to have dribbled past the whole team of opponents before laying down in front of the goalline and heading the ball into the net. He was immediately handed a red card for unsportsmanlike conduct.