დიმიტრი (დემიკო) ლოლაძე (დ. 1944) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და იურიდიული ფაკულტეტები. გამოცემული აქვს ხუთ ათეულზე მეტი წიგნი და კრებული, მათ შორის: „შოთა იამანიძე“, „მიხეილ მესხი“, „სლავა მეტრეველი“, „ვლადიმერ ბარქაია“, „სერგო კოტრიკაძე“, „გივი ჩოხელი“, „ბორის სიჭინავა“, „ილია დათუნაშვილი“, „მურთაზ ხურცილავა“, „ვიტალი დარასელია“, „ალექსანდრე ჩივაძე“, „ოთარ გაბელია“, „ნოდარ ახალკაცი“, „სერგო კუტივაძე“, „ძმები ნოდიები“, „სახელოვანი ორმოცდაათიანელები“, „ბორის პაიჭაძე“ (ოთარ გაგუასთან ერთად), „ვაჟა აზარაშვილი“, „დიუსელდორფის რაიინშტადიონზე“,„ფეხბურთი ნახატებსა და შარჟებში“. ფოტოალბომები: „მიხეილ კვირიკაშვილი“, „კონსტანტინე შანიძე“, „დავით ყიფიანი“, „1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იუნიორთა შორის“, „დიუსელდორფი-თბილისი ოცი წლის შემდეგ“, „დრო და ადამიანები“ (I და II ნაწილი), „ჩვენ ვნახეთ პელე, მხოლოდ 12 წუთით კი გარინჩა“ და სხვა. ორი კრებული მიუძღვნა ქვეყნის ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999 — ღირსების ორდენი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სპორტულ ჟურნალისტიკაში ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • თბილისზე მზრუნველის წოდება
  • თბილისის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ჰაიდარ აბაშიძის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერიძის სახელობის პრემია
  • მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია
  • დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • 2017თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2018 — ღირსების ორდენი საქართველოში ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაღალპროფესიული ჟურნალისტური და პუბლიცისტური საქმიანობისათვის

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება