ოთარ გაბელია
ოთარ გაბელია (დ. 24 მარტი, 1953, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ — ფეხბურთის მწვრთნელი. სხვადასხვა დროს იცავდა ზუგდიდის „დინამოს“, სოხუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[1] და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981).[2] ღირსების ორდენის კავალერი.[3]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ოთარ ამბროსის ძე გაბელია | ||
დაბადების თარიღი | 24 მარტი, 1953 | ||
დაბადების ადგილი |
ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1967–1970 | დინამო ზუგდიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1970–1971 | დინამო ზუგდიდი | ||
1972–1973 | დინამო სოხუმი | ||
1974–1976 | ტორპედო ქუთაისი | 109 | (0) |
1977–1982 | დინამო თბილისი | 129 | (0) |
1983–1984 | ტორპედო ქუთაისი | 29 | (0) |
1985–1990 | დინამო თბილისი | 142 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1980 | სსრ კავშირი | 2 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1990–1992 | ოდიში ზუგდიდი | ||
1992–1993 | ალაზანი გურჯაანი | ||
1993–1995 | დურუჯი ყვარელი | ||
1995–1996 | ალგეთი მარნეული | ||
1997–1999 | თსუ თბილისი | ||
2001–2002 | მერანი-91 თბილისი | ||
2002–2004 | მერანი თბილისი | ||
2004–2007 | ტორპედო ქუთაისი | ||
2009–2012 | საქართველო 21 წლ. | ||
2016 | ზუგდიდი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ.[4][5] იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[6][7] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მეკარედ.[4][5]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ოთარ გაბელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[8]
კარიერარედაქტირება
საკლუბო კარიერარედაქტირება
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ზუგდიდში მწვრთნელ ვ. ბუკიასთან. თამაშობდა ზუდგიდის „დინამოსა“ (1970–1971) და სოხუმის „დინამოს“ რიგებში (1972–1973). 1974–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1977 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 22 მაისს. 1983 წლის სეზონს ქუთაისის „ტორპედოში“ ატარებს. 1985 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1989 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
ოთარ გაბელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 271 მატჩი ჩაატარა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 17 — თასების მფლობელთა თასის, 11 — უეფა-ს თასის და 4 — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.[9]
სანაკრებო კარიერარედაქტირება
1979 წლის 21 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გფრ-ს ნაკრების წინააღმდეგ.[10]
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- თასის მფლობელი: 1981
სანაკრებორედაქტირება
- ვიცე-ჩემპიონი: 1979 [15]
ინდივიდუალურირედაქტირება
- საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე: 1979
- ლევ იაშინის კლუბის წევრი
ლიტერატურარედაქტირება
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., გზა თასისაკენ : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 3, 17. 117 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 78 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 18. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 80 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 24, 104. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 81 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 19, 72. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი – 82 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 18, 81. 159 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 86 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1986. — გვ. 19, 69. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 87 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1987. — გვ. 21, 87. 168 გვ.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., ფეხბურთი – 89 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. — გვ. 25–26. 158 გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 199. 371 გვ.
- მოსაშვილი, მინდია., მარადიული დღესასწაული, თბ.: ხელოვნება, 1982. — გვ. 117–159. 210 გვ.
- ფანჯიკიძე, გურამ., დინამო, დინამო, დინამო!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1981. — გვ. 50, 56. 64 გვ.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1983). ფეხბურთი – 83 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ. (1984). ფეხბურთი – 84 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. (1985). ფეხბურთი – 85 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). N 1 ფეხბურთელი : რამაზ შენგელია. თბ.: ხელოვნება.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
პერიოდიკარედაქტირება
- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3, ISSN 2233-3827.
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოთარ გაბელია — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- ოთარ გაბელია — სარბიელი
AFS · National Football Teams · FCDinamo.ge · FootballPlayers.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Rusteam.Permian.ru · Sport-Express.ru · Transfermarkt · КЛИСФ |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი · Alamy |
ვიზიტი ვეტერანთან · Offside · Dinamo Tbilisi – Liverpool FC · Hamburger SV – Dinamo Tbilisi |
სქოლიორედაქტირება
- ↑ ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 18. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ფანჯიკიძე, გ. 1981, pp. 56.
- ↑ ოთარ გაბელია. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 ლაშა გოდუაძე (20 იანვარი, 2016). კარიერა ფრაზებში: ოთარ გაბელია. ციტატა: „...საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარის წოდება მხოლოდ ორმა ქართველმა მოიპოვა: 1962 წელს სერგო კოტრიკაძემ, 17 წლის შემდეგ კი ოთარ გაბელიამ.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 იანვარი, 2020. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ 5.0 5.1 ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. 17. ოთარ გაბელია. წლები: 1972–1990 · კლუბები: სოხუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, თბილისის „დინამო“ · შედეგი: 309 მატჩი; სსრკ-ს ნაკრებში: 1 მატჩი · მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, სსრკ-ს წლის საუკეთესო მეკარე, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი. 17 დეკემბერი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 იანვარი, 2020. წყარო: Goal.Ge. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ · სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ Евгений Пугло (24 სექტემბერი, 2009). Габелия, Отар Амвросиевич — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2018.
- ↑ USSR v West Germany — 21 November 1979. Dinamo Stadium. 3–1 to West Germany. International Friendly. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 27 ნოემბერი, 2018.
- ↑ „შახტიორი“ დონეცკი 2–1 „დინამო“ თბილისი — 9 აგვისტო, 1980. "Шахтер" (Донецк) – "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Финал. 9 августа 1980 года. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. 51 000 зрителей. Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). Александр Оганезов. 6 მარტი, 2012. fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Константин Есенин (17 აგვისტო, 1980). Сбылось и не сбылось — Еженедельник "Футбол-Хоккей" от 17 августа 1980 года о финале Кубка СССР. terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Вячеслав Шарафудинов (20 აგვისტო, 2011). Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й — „В решающем матче за Кубок нам достался очень сильный соперник — тбилисское "Динамо". Тогда за эту команду играли великие футболисты — Александр Чивадзе, Виталий Дараселия, Владимир Гуцаев, Давид Кипиани, Рамаз Шенгелия, Тенгиз Сулаквелидзе. Короче, еще та компания!“ terrikon.com. წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
- ↑ Финал. Сборная Москвы — Сборная Грузии 2–1 (1–0). დაარქივებული 2019-06-21 საიტზე Wayback Machine. 5 августа 1979 года. Москва. Стадион им. В.И.Ленина. 95000 зрителей. Судья: М.Ступар (Ивано-Франковск). Сб. Москвы: Дасаев, Самохин, Никулин, Бубнов, Маховиков (к), Хидиятуллин, Шавло, Гаврилов (Васильев, 78), Максименков, Черенков, Сидоров (Петраков, 67). Сб. Грузии: Габелия, Сулаквелидзе, Чивадзе, Хинчагашвили, Муджири, Г.Мачаидзе, Дараселия, М.Мачаидзе (к), Коридзе (Какилашвили, 65), Гуцаев, Челебадзе (Шенгелия, 46). Голы: 1:0 Максименков (40), 2:0 Максименков (55), 2:1 Г.Мачаидзе (83). Предупреждения: Хидиятуллин, Гуцаев. Источник: Статистика матчей сборной Грузинской ССР на Спартакиаде народов СССР 1979 г. Футбол на летней Спартакиаде народов СССР 1979. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წყარო: საქართველოს სსრ ნაკრების სტატისტიკა 1979 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის საფეხბურთო ტურნირზე. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2016. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.