ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი
(გადამისამართდა გვერდიდან ოდიში ზუგდიდი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუგდიდი.

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

ზუგდიდი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი
დაარსდა 1918; 106 წლის წინ (1918)
სტადიონი განმუხურის ცენტრალური სტადიონი
(ტევადობა: 2 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2019 მე-7, ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„მერცხალი“

რედაქტირება

ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20-ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება-განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4–1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო გუნდის კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.

პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის ყოფილი ცენტრალური სტადიონი) ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და ყველგან საზეიმო განწყობა სუფევდა. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2–1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. პირველი გუნდის ამსახველი ფოტომასალა არ მოიპოვება.

 
„ზუგდიდის“ შემადგენლობა 1938–39
 
ზუგდიდის „ოდიშის“ შემადგენლობა 1964

ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამო“

რედაქტირება
 
ზუგდიდის „დინამოს“ შემადგენლობა

1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი გახდა. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა.

1977–79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე-მესამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. აღსანიშნავია ის ფეხბურთელები, რომლებმაც ზუგდიდს საფეხბურთო აღიარება მოუპოვეს. გივი ხოჭოლოვა იყო პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა. ცნობილ ზუგდიდელ ფეხბურთელთა შორის არიან ასევე: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.

1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის მილიონთა თასის გათამაშების ფინალში ოდესის „სკა“ დაამარცხა და აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.

უახლესი ისტორია

რედაქტირება

1990–1995 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება (არ იგულისხმება ბავშვთა ფეხბურთი) ხანგრძლივი დროით შეჩერდა. ამის შემდეგ ქალაქ ზუგდიდს 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობს და ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის მე-7 ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში უკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და ზუგდიდურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდის“ სახელით განაგრძო ასპარეზობა.

სახელწოდება

რედაქტირება
 
საფეხბურთო კლუბ ბაიას ლოგო.
 
საფეხბურთო კლუბ მგლების ლოგო.
  • 1918–????: ოდიში ზუგდიდი
  • 1964–1965: ენგურჰესი ზუგდიდი
  • 1965–1973: ენგური ზუგდიდი
  • 1974–1990: დინამო ზუგდიდი
  • 1990–1994: ოდიში ზუგდიდი
  • 1994–1995: დინამო ზუგდიდი
  • 1995–1996: დინამო-ოდიში ზუგდიდი
  • 1996–1999: ოდიში ზუგდიდი
  • 2000–2001: დინამო ზუგდიდი
  • 2001–2003: ლაზიკა ზუგდიდი
  • 2003: სპარტაკ-ლაზიკა ზუგდიდი (კლუბი გაერთიანდა თბილისის „სპარტაკთან“)
  • 2004: დინამო ზუგდიდი (კლუბი გამოეყო თბილისის „სპარტაკს“, რომელმაც შეინარჩუნა სპარტაკ-ლაზიკას კუთვნილი ადგილი ჩემპიონატში)
  • 2004–2006: ზუგდიდი
  • 2006–2009: მგლები ზუგდიდი (მგლები დაარსდა 2005 წელს, 2006 წელს კი მას შეუერთდა სკ ზუგდიდი)
  • 2009–2012: ბაია ზუგდიდი (ბაია დაარსდა 2006 წელს, 2009 წელს კი მას შეუერთდა მგლები ზუგდიდი)
  • 2012 წლიდან: ზუგდიდი

მიღწევები

რედაქტირება

შემადგენლობა 2014/2015

რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   საქართველო მანუჩარ ივარდავა
2 მცველი   საქართველო გოდერძი მაჩაიძე
3 მცველი   საქართველო გიორგი პაჭკორია
4 ნახევარმცველი   საქართველო ვალიკო ტყემალაძე
5 მცველი   საქართველო ნიკა ნარმანია
6 ნახევარმცველი   საქართველო დავით ქირია
7 ნახევარმცველი   საქართველო აკაკი ფარჯიკია
8 მცველი   საქართველო ლაშა ღონღაძე
10 თავდამსხმელი   საქართველო ირაკლი ქობალია
11 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი ეხვაია
13 ნახევარმცველი   საქართველო ლუკა კობერიძე
14 ნახევარმცველი   საქართველო შოთა ლომია (კაპიტანი)
17 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა კუკავა
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 მეკარე   საქართველო მინდია ბობღიაშვილი
20 თავდამსხმელი   საქართველო ცოტნე სამუშია
22 ნახევარმცველი   საქართველო ავთო ენდელაძე
25 მცველი   საქართველო დავით მეგრელიშვილი
28 ნახევარმცველი   საქართველო კონსტანტინე ახალაია
33 მცველი   საქართველო დათა რიგვავა
77 ნახევარმცველი   საქართველო ლუკა გუგუჩია
80 მცველი   საქართველო ლევან აკობია
89 ნახევარმცველი   საქართველო ლევან კუტალია
94 თავდამსხმელი   საქართველო გიორგი ბულია
99 ნახევარმცველი   საქართველო ლევან წურწუმია
- ნახევარმცველი   საქართველო დიმიტრი თუთბერიძე
- ნახევარმცველი   საქართველო გიორგი მიქაძე

2014/2015 წლის ტრანსფერები

რედაქტირება

მოვიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   რევაზ თევდორაძე   ჩიხურა საჩხერე
მეკარე   ირაკლი დევაძე   თავისუფალი აგენტი
მეკარე   მინდია ბობღიაშვილი   ტორპედო ქუთაისი
მეკარე   მანუჩარ ივარდავა   თავისუფალი აგენტი
მცველი   ლევან აკობია   თავისუფალი აგენტი
მცველი   დათა რიგვავა   თავისუფალი აგენტი
მცველი   გიორგი ჭაავა   მარკ სტარსი
მცველი   ლევან ქურდაძე   გურია ლანჩხუთი
მცველი   დავით ლომაია   მეტალურგი რუსთავი
მცველი   დავით მეგრელიშვილი   გურია ლანჩხუთი
მცველი   გიორგი პაჭკორია   სამტრედია
მცველი   გოდერძი მაჩაიძე   გაგრა
მცველი   ნიკა ნარმანია   მორატალასი
ნახევარმცველი   ლევან წურწუმია   კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი   შოთა გვაზავა   სტუ
ნახევარმცველი   კონსტანტინე ახალაია   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ლევან გულორდავა   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ალექსანდრე შენგელია   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   თემურ ნადირაძე   ჭიათურა
ნახევარმცველი   ვალიკო ტყემალაძე   სპარტაკი ცხინვალი
ნახევარმცველი   ლაშა ღონღაძე   ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი   ლევან კუტალია   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ლუკა გუგუჩია   კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი   ავთო ენდელაძე   ზესტაფონი
ნახევარმცველი   გიორგი მიქაძე   დინამო-2 თბილისი
თავდამსხმელი   ვახტანგ კვარაცხელია   დილა გორი
თავდამსხმელი   ლაშა კუკავა   კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი   ირაკლი ეხვაია   სპარტაკი ცხინვალი
თავდამსხმელი   ირაკლი ქობალია   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   გიორგი ბულია   ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი   ცოტნე სამუშია   დინამო-2 თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

რედაქტირება
პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე   მაქსიმე ქვილითაია   ჩიხურა საჩხერე
მეკარე   თორნიკე ზარქუა   დინამო თბილისი
მეკარე   რევაზ თევდორაძე   სამტრედია
მეკარე   ირაკლი დევაძე   ბეთლემი ქედა
მეკარე   ირაკლი ქირია   თავისუფალი აგენტი
მცველი   ნიკოლოზ აფაქიძე   ტრაკაი
მცველი   ლაშა მჭედლიშვილი   მეტალურგი რუსთავი
მცველი   საბა ადამაშვილი   თავისუფალი აგენტი
მცველი   რომეო კანკია   თავისუფალი აგენტი
მცველი   გიორგი ქვარცხავა   თავისუფალი აგენტი
მცველი   ბაკურ ნიკოლაძე   თავისუფალი აგენტი
მცველი   დავით ლომაია   ზესტაფონი
მცველი   ბაქარ მირცხულავა   ტორპედო ქუთაისი
მცველი   ლევან ქურდაძე   მერცხალი ოზურგეთი
მცველი   გიორგი ჭაავა   თავისუფალი აგენტი
მცველი   ოთარ ჯავაშვილი   თავისუფალი აგენტი
მცველი   კოკა ქომეთიანი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ირაკლი შალიკაშვილი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ირაკლი ქათამაძე   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   გურამ სამუშია   ზესტაფონი
ნახევარმცველი   ნური კალანდარიშვილი   კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი   გიორგი ცაავა   ლაზიკა ზუგდიდი
ნახევარმცველი   ზვიად სიხარულია   ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი   ლაშა ქებაძე   სამტრედია
ნახევარმცველი   ლუკა გუგუჩია   კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი   დავით კირკიტაძე   ირონი ტიბერია
ნახევარმცველი   ლევან გულორდავა   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ალექსანდრე შენგელია   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   ნიკოლოზ ქირია   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   შოთა გვაზავა   ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი   გიორგი ბულია   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ჯორჯე კრკელიჩი   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   კლიმენტი წიტაიშვილი   კარიერა დაასრულა
თავდამსხმელი   ვახტანგ კვარაცხელია   ტორპედო ქუთაისი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ბომბარდირები

რედაქტირება
წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 შოთა ლომია   საქართველო 9
2013-14 დავით კირკიტაძე   საქართველო 5
2012-13 ირაკლი ქობალია   საქართველო 7
2011-12 ლუკა გუგუჩია   საქართველო 4
2010-11 ირაკლი ქობალია   საქართველო 7

გამოჩენილი ფეხბურთელები

რედაქტირება

მწვრთნელები

რედაქტირება

სეზონები

რედაქტირება

„ოდიში“ ზუგდიდი (1990–94)

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 8 34 12 10 12 47 38 46 1/8 ფინ.
1991 უმაღლესი ლიგა 19 8 3 8 33 27 27 არ ჩატ.
1991–92 უმაღლესი ლიგა 6 38 16 6 16 56 56 54 1/2 ფინ.
1992–93 უმაღლესი ლიგა 6 32 11 3 18 52 64 36 1/16 ფინ.
1993–94 უმაღლესი ლიგა 12 30 13 3 14 67 56 29 42 1/16 ფინ.

„დინამო“ ზუგდიდი (1994–95)

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1994–95 უმაღლესი ლიგა 5 30 14 4 12 58 54 46 1/2 ფინ.

„დინამო-ოდიში“ ზუგდიდი (1995–96)

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1995–96 უმაღლესი ლიგა 11 30 9 3 18 42 63 30 1/8 ფინ.

„ოდიში“ ზუგდიდი (1996–2001)

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
1996–97 უმაღლესი ლიგა 11 30 13 1 16 51 57 40 1/4 ფინ.
1997–98 უმაღლესი ლიგა 11 30 15 4 11 43 51 49 1/8 ფინ.
1998–99 უმაღლესი ლიგა 15 30 6 2 22 21 70 20 1/8 ფინ. დაქვეითდა
1999–00 პირველი ლიგა
2000–01 პირველი ლიგა დაქვეითდა
2001–02 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2002–03 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2003–04 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2004–05 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 რეგიონული ლიგა დასავლეთი

სკ „ზუგდიდი“

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 პირველი ლიგა 12 34 12 7 15 24 33 43 1/32 ფინალი

„მგლები“ ზუგდიდი

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი კომენტარი მწვრთნელი
2005–06 რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07 პირველი ლიგა 1 34 24 4 6 58 24 76
2007–08 უმაღლესი ლიგა 7 26 10 3 13 27 33 33 1/16 ფინალი
2008–09 უმაღლესი ლიგა 7 30 10 6 14 36 41 36 1/32 ფინალი

„ბაია“ ზუგდიდი

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2008–09 პირველი ლიგა 2 30 19 6 5 58 20 63 1/16 ფინალი აღზევდა
2009–10 უმაღლესი ლიგა 8 36 7 11 18 29 48 32 1/4 ფინალი
2010–11 უმაღლესი ლიგა 6 36 13 5 18 36 51 44 1/16 ფინალი
2011–12 უმაღლესი ლიგა 7 28 5 7 16 25 49 22 1/4 ფინალი
2012–13 უმაღლესი ლიგა

სკ „ზუგდიდი“

რედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა კომენტარი მწვრთნელი
2012–13 უმაღლესი ლიგა 6 32 10 6 16 31 52 36 1/16 ფინალი
2013–14 უმაღლესი ლიგა 11 32 10 6 16 26 42 36 1-ლი ეტაპი
2014–15 უმაღლესი ლიგა 12 30 8 9 13 24 45 33 1/8 ფინალი
2015–16 უმაღლესი ლიგა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქორქია, რ., თასი ზუგდიდელებმა მოიპოვეს // „ლელო“, 30 აგვისტო, 1973, № 171 (4941), გვ. 1.