გიორგი დარასელია
გიორგი დარასელია (დ.17 სექტემბერი, 1968, სენაკი) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ბოლოს წვრთნიდა ბოლნისის „სიონს“. იგი არის როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მოქალაქე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი დარასელია | ||
დაბადების თარიღი | 17 სექტემბერი, 1968 | ||
დაბადების ადგილი | სენაკი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი/ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988-1989 | ტორპედო ქუთაისი | 45 | (9) |
1989 | დინამო თბილისი | 9 | (0) |
1990-1993 | ტორპედო ქუთაისი | 110 | (32) |
1993-1995 | კოლხეთი-1913 ფოთი | 54 | (43) |
1995-1996 | სამტრედია | 26 | (13) |
1996-1997 | კოლხეთი-1913 ფოთი | 28 | (15) |
1997-1998 | ჰაპოელი თელ-ავივი | 29 | (6) |
1998 | იბერია სამტრედია | 8 | (2) |
1998-1999 | ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი | 25 | (7) |
1999-2002 | ჰაპოელი კფარ-საბა | 38 | (8) |
2002-2004 | ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი | 39 | (12) |
სულ | 411 | (147) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991-1999 | საქართველო | 9 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2004-2006 | ჰაპოელი კფარ-საბა (თანაშემწე) | ||
2006-2008 | ბნეი სახნინი (თანაშემწე) | ||
2008-2012 | მაკაბი ხაიფა (თანაშემწე) | ||
2012 | ჰაპოელი ბეერ-შევა (თანაშემწე) | ||
2012 | დილა გორი | ||
2013 | სკა-ენერგია ხაბაროვსკი | ||
2013-2014 | ზუგდიდი | ||
2014-2015 | ტორპედო ქუთაისი | ||
2017-2018 | დილა გორი | ||
2018 | სამტრედია | ||
2019 | ბნეი სახნინი | ||
2020 | მერანი | ||
2021 | სიონი ბოლნისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაპროფესიონალური კარიერა დაიწყო 1987 წელს ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც თამაშობდა სსრკ–ს ჯერ მეორე, შემდეგ კი პირველ ლიგაში. 1989 წლის მეორე ნახევარში გადავიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თბილისის „დინამოში“, სადაც 9 მატჩი ჩაატარა.
1990 წელს დაბრუნდა ტორპედოში, რომელიც უკვე საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ითამაშა შემდეგ ქართულ კლუბებში: ფოთის „კოლხეთი–1913“-სა და სამტრედიის „სამტრედიაში“. საუკეთესო მიღწევები ჰქონდა „კოლხეთი–1913“–თან ერთად, ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი და 1994/95 წლების სეზონში 26 გოლით გახდა სეზონის ბომბარდირი. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი.
1997 წელს გადავიდა თელ-ავივის „ჰაპოელში“, რომელთან ერთადაც გახდა ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ითამაშა კიდევ ორ ისრაელის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბში, მათთან ერთად ტიტული არ მოუპოვებია.
სანაკრებო
რედაქტირებასაქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1991-1999 წლებში ჩატარებული აქვს 9 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.
სამწვრთნელო
რედაქტირება2004 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია გახდა მწვრთნელის თანაშემწე კფარ–საბას „ჰაპოელში“, სადაც პროფესიონალური კარიერის 3 წელი გაატარა. ასევე ელიშა ლევისთან ერთად მუშაობდა სხვა ისრაელურ გუნდებში 2012 წლის სექტემბრამდე, მათ ორჯერ (2008-2009, 2010-2011) მოიპოვეს ისრაელის ჩემპიონატის ტიტული ხაიფას „მაკაბთან“ ერთად.
გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეწვრთნა პროფესიონალური გუნდი.
მას მიეცა შანსი ემუშავა დამოუკიდებელ მწვთნელად საქართველოში. 2012 წლის სექტემბერში გახდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორის „დილას“ თავკაცი. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სატურნირო ცხრილში დაიკავა მეორე ადგილი, 18 დან 16 მატჩში გაიმარჯვა.
დარასელიას ეკუთვნის ქვეყნის რეკორდი: მის გარდა ვერც ერთმა საქართველოში მომუშავე მწვრთნელმა ვერ შეძლო უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის დამარცხება სათითოდ. გორის „დილას“ წვრთნიდა 2012 წლის 15 სექტემბრიდან ამავე წლის 18 ნოემბრამდე, ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა დაამარცხა უმაღლესი ლიგის ყველა (11) გუნდი.
2013 წლის იანვარში დარასელია გახდა რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბ ხაბაროვსკის „სკა–ენერგიას“ მთავარი მწვრთნელი. 2013 წლის ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა „ზუგდიდს“. „ზუგდიდში“ იმ დროს მივიდა, როცა გუნდს მხოლოდ ერთი მოგება და მონაგარში 7 ქულა ჰქონდა. ახალი მწვრთნელის ხელში, მეგრულმა კლუბმა 29 ქულის მოგროვება შეძლო, სეზონი კი 11-ე ადგილზე დაასრულა. მეგრული კლუბი გიორგი დარასელიამ 2014 წლის მაისში დატოვა.[1] ამავე წლის დეკემბერში დაინიშნა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად, მან რევაზ ძოძუაშვილი ჩაანაცვლა.[2][3]
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი (2): 1999/94, 1996/97
- უმაღლესი ლიგა მესამე ადგილი (1): 1994/95
- უმაღლესი ლიგის ბომბარდირი (1): 1994/95 (26 გოლით)
- ისრაელის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი (1): 1997/98
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ექსკლუზივი - გიორგი დარასელიამ "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა დაარქივებული 2014-09-14 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „Prime Time News“, 23 მაისი, 2014
- ↑ „ტორპედოს“ თავკაცად გიორგი დარასელია დაინიშნა დაარქივებული 2015-02-14 საიტზე Wayback Machine. , „ტორპედოს“ ოფიციალური საიტი, 15 დეკემბერი, 2014
- ↑ გიორგი დარასელია ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა