რევაზ ძოძუაშვილი
რევაზ ძოძუაშვილი (დ. 15 აპრილი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 15 აპრილი, 1945 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1962–1963 | იმერეთი ქუთაისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1965 | დინამო სოხუმი | 50 | (20) |
1966–1967 | ტორპედო ქუთაისი | 67 | (1) |
1968–1976 | დინამო თბილისი | 234 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1969–1974 | საბჭოთა კავშირი | 49 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1976 | ასკ თბილისი | ||
1977 | ლოკომოტივი სამტრედია | ||
1978 | ტორპედო ქუთაისი | ||
1979 | კოლხეთი ფოთი | ||
1988–1989 | ტორპედო ქუთაისი | ||
1991–1993 | დინამო თბილისი | ||
1993–1995 | მეტალურგი რუსთავი | ||
1995 | ტემპი შეპეტივკა | ||
1998–1999 | ლატვია | ||
1999–2000 | ლოკომოტივი თბილისი | ||
2000–2001 | საქართველო | ||
2001–2002 | ტორპედო ქუთაისი | ||
2002 | ურალანი ელისტა | ||
2003 | ალანია ვლადიკავკაზი | ||
2005 | დინამო მაჰაჩყალა | ||
2007 | ოლიმპი რუსთავი | ||
2008–2009 | შახტიორი ყარაღანდა | ||
2010 | თურანი თოვუზი | ||
2014 | ტორპედო ქუთაისი | ||
2017 | დინამო სოხუმი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.[1][2]
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებაფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, მწვრთნელების — გიორგი ბზიკაძის, უშანგი სალდაძის, ბუხუტი ჩირაძის და კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით.[3] 16 წლის ასაკში ქუთაისის „რიონში“ იწყებს თამაშს. შემდეგ, მწვრთნელ ჯუმბერ რუსაძის მიწვევით „იმერეთში“ გადადის, სადაც თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. 1962 წელს მიხეილ იაკუშინის ინიციატივით თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში იწვევენ, თუმცა მომდევნო წელს ანდრო ჟორდანიას თხოვნით ისევ ქუთაისში ბრუნდება.[კომ. 1]
1966–67 წლების სეზონს ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში თამაშობს, სადაც უმაღლესი ლიგის 67 მატჩში გამოდის მოედანზე. 1968 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. კლუბში ცხრა სეზონის განმავლობაში ასპარეზობს და უმაღლესი ლიგის 234 შეხვედრას ატარებს (4 გოლი).
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.[4][5][6][7][8]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1969–1974 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 49 შეხვედრას ატარებს.[9] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1969 წლის 20 თებერვალს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[10][11]
სტატისტიკა
რედაქტირებასაბჭოთა კავშირი | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1969 | 6 | 0 |
1970 | 8 | 0 |
1971 | 8 | 0 |
1972 | 16 | 0 |
1973 | 9 | 0 |
1974 | 2 | 0 |
ჯამში | 49 | 0 |
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებარევაზ ძოძუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[12][13]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1970 | მექსიკა | 4 | მცველი | 3 | 0 | 2 | 0 | 1 | მეოთხედფინალი |
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებასათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა კლუბებსა და ნაკრებ გუნდებში, მათ შორის იყო ლატვიისა (1998–99) და საქართველოს (2000–01) ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი ჟერარდ სარაგოსა შეცვალა. იმავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა.[14]
ფაქტები
რედაქტირებაგაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რევაზ ძოძუაშვილი, როგორც მოთამაშე, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად, ხოლო როგორც მწვრთნელი, საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[15][16]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- კარაველას თასი: 1973[19]
სანაკრებო
რედაქტირება- ვიცე-ჩემპიონი: 1972
- ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1972[20]
ინდივიდუალური
რედაქტირება- 33 საუკეთესო
- №1: 1969, 1971, 1972, 1973
- №2: 1968, 1970
- №3: 1974
- საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1994
სამწვრთნელო
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა: 2001–02
- საქართველოს თასი: 2001–02 (ფინალისტი)
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო. თბ.: საბჭ. საქართველო.
- აკოფოვი, გარუნ (1975). ფეხბურთი—75 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1974). ფეხბურთი—74 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1972). ფეხბურთი—72 : (ცნობარი–კალენდარი ). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბ.: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. Rio Branco: CusiBoy Publishing. ISBN 0977-66880-0
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 280.
პერიოდიკა
რედაქტირება- დოლიძე, ბეჟან., „კარაველას“ რაინდები // „საქართველოს რესპუბლიკა“, 22 აგვისტო, 2013, № 160 (7287), გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაAFS · Dinamo-Tbilisi.ru · Footballfacts.ru · National Football Teams.com · RSSSF · Rusteam.Permian.ru · Soccerway · Transfermarkt · Transfermarkt |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
კომენტარები
რედაქტირება- ↑ ის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშე, ეს ორი დიდებული ადამიანის, ორი ბრწყინვალე მწვრთნელის იური გრამატიკოპულოს და მიხეილ იაკუშინის დამსახურებაა. იხ. კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ კარიერა ფრაზებში: რევაზ ძოძუაშვილი.
- ↑ კარაველას თასი. fcdinamo.ge.
- ↑ Trofeo Colombino de fútbol.
- ↑ Динамо (Тбилиси) 3–1 Бенфика (Лиссабон). fc-dynamo.ru.
- ↑ IX Trofeo Colombino de fútbol. dinamo-tbilisi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 2021-02-14.
- ↑ „კარაველას“ რაინდები. „საქართველოს რესპუბლიკა“.
- ↑ რევაზ ძოძუაშვილი — სანაკრებო სტატისტიკა (1969–1974)
- ↑ Colombia v USSR, 20 February 1969
- ↑ Colombia 1–3 USSR, 20 February 1969
- ↑ მსოფლიო ჩემპიონატი 1970 (სტატისტიკა)
- ↑ Revaz Dzodzuashvili in the World Cups
- ↑ 21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება!
- ↑ XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
- ↑ Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1970
- ↑ „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი
- ↑ თბილისის „დინამო“ კარაველას თასს დაეუფლა
- ↑ Olympic Football Tournament Munich 1972