მერანი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი მერანი თბილისისაქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. ასპარეზობს მეორე ლიგაში. საშინაო არენა – „სინათლის“ სტადიონი. კლუბის სახელი მომდინარეობს თბილისის სასტუმრო „მერანიდან“.

მერანი თბილისი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მერანი თბილისი
დაარსდა 1991
სტადიონი სინათლე (სტადიონი),
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 2,500)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ნიკოლოზ დოლიძე
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2019 1-ლი, ეროვნული ლიგა 2
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

2002 წელს კლუბს წვრთნიდა სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი ოთარ გაბელია.

გუნდის საშინაო ფორმა არის მთლიანად წითელი, გასვლითი მთლიანად თეთრი.

1991–92 წლების სეზონში გამოდიოდა ეროვნული ჩემპიონატის D ჯგუფში, სადაც დაიკავა პირველი ადგილი. ჩაატარა 38 მატჩი: 27 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება. ბურთების სხვაობა 92–39.

1993 წლის ივლისში „მერანი“ თბილისი შეუერთდა „ბაჩო“ თბილისს და ჩამოყალიბდა „მერანი-ბაჩო“ თბილისი. მოგვიანებით, 1996 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ სახელი შეიცვალა, კლუბის მეორე გუნდი „მერანი-91“ გახდა პირველი გუნდი.

2002 წელს „მერანი-91“ ისევ შეერთდა, ამჯერად თბილისის „ოლიმპს“, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოლოზ დოლიძეს და ჩამოყალიბდა „მერანი-ოლიმპი“ თბილისი.

„მერანმა“ დაიწყო თამაში რეგიონულ ლიგაში, სარეზერვო ფეხბურთელები გადავიდნენ პირველ გუნდში.

2004 წლის ივლისში, ახლად ჩამოყალიბებული „მერანი“ თბილისი შეუერთდა წნორის „მილანს“ და ჩამოყალიბდა „მერანი-მილანი“ თბილისი, რომელსაც 2005 წლის ივლისში დაერქვა „მერანი“ თბილისი.

სეზონები

რედაქტირება

ტიტულები

რედაქტირება

ევროთასებზე

რედაქტირება
სეზონი ჩემპიონატი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1997 უეფა-ს ინტერტოტოს თასი ჯგუფი   ტორპედო მოსკოვი 0–2 X
ჯგუფი   ირაკლისი თესალონიკი X 0-2
ჯგუფი   ფლორიანა 5-0 X
ჯგუფი   რიედი X 3-1

მწვრთნელები

რედაქტირება