დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „დილა“ — ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1949 წელს ქალაქ გორში დაარსდა, თუმცა სახელი „დილა“ 1961 წელს დაერქვა. 2014-15 წლების სეზონში გახდა საქართველოს ჩემპიონი.
![]() | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი დილა გორი | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | მცველები | ||
დაარსდა | 1949, 65 წლის წინ | ||
სტადიონი |
თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი გორი, საქართველო (ტევადობა: 8,300) | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | Crystalbet ეროვნული ლიგა | ||
2019 | მე-7 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ისტორიარედაქტირება
საბჭოთა პერიოდირედაქტირება
გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ,“ რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც “დილამ” 1:0 გაიმარჯვა.
გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სპორტულ სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
დამოუკიდებლობის პერიოდირედაქტირება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა“ ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. 2004 წელს უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა[1], რის შემდეგაც „დილამ“ ინტერტოტოს თასზეც ითამაშა[2]. 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო[3], ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ“ პირველი ადგილი დაიკავა[4] და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ“ პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.
საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997-98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა[5]. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში[6].
2012 წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს "დილა" მე-2 რაუნდზე ჩაერთო და დანიურ "აარჰუსს" დაუპირისპირდა."დილამ" მეტოქეს გასვლაზე 2-1,ხოლო გორში 3-1 მოუგო.მე-3 რაუნდზე გუნდს კვიპროსული "ანორთოსისუ" შეხვდა.მიუხედავად საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხისა (0-1),"დილამ" 3-0 მოიგო გასვლაზე და პლეი-ოფში გაახწია,სადაც პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" უნდა ეთამაშა."ანორთისისი" მეორე მატჩის შემდგომ დაჯარიმდა კიდევაც თავისი გულშემატკივრების მარცხზე არასათანადო რეაქციის შედეგად. "მარიტიმუსთან" "დილამ" ჯერ გასვლაზე (0-1),შემდგომ შინ (0-2) წააგო და ევროპის ლიგას გამოეთიშა.
გორის „დილა“ თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელსაც ამჟამად რეკონსტრუქცია უტარდება.
2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ“, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.
2011-12 წლები გუნდისათვის წარმატებული გამოდგა: „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო.
შემადგენლობა 2019რედაქტირება
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
|
2017 წლის ტრანსფერებირედაქტირება
მოვიდნენრედაქტირება
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენრედაქტირება
პოზ. | ფეხბურთელი | ახალი კლუბი |
---|---|---|
მეკარე | გიორგი ბეგაშვილი** | დინამო თბილისი |
მცველი | ლაშა სალუქვაძე | დინამო თბილისი |
მცველი | გიგა სამხარაძე | გაგრა |
მცველი | თეიმურაზ ღონღაძე | ლოკომოტივი თბილისი |
მცველი | კოფი დან კოუა | ჰაპოელი ნაზარეთ-ილითი |
მცველი | ილია ლომიძე | თავისუფალი აგენტი |
ნახევარმცველი | აკაკი ჯანელიძე | ცხინვალი |
ნახევარმცველი | ალეკო გამცემლიძე | დინამო თბილისი |
ნახევარმცველი | რატი ცაცკრიალაშვილი | რუსთავი |
ნახევარმცველი | გიორგი ერისთავი | ლიეპაია |
ნახევარმცველი | ნიკა ელიაური | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | იანივ მიზრაჰი | ჰაპოელი კფარ შალემი |
თავდამსხმელი | ნიკოლოზ გელაშვილი | ჩიხურა საჩხერე |
თავდამსხმელი | ტიმო ბისადილა | თავისუფალი აგენტი |
თავდამსხმელი | იოსებ ჩახვაშვილი | თავისუფალი აგენტი |
* — იჯარით
** — იჯარიდან
ტიტულებირედაქტირება
- საქართველოს ჩემპიონატი
- ჩემპიონი (1): 2014-15
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული (1): 2012
- საქართველოს სუპერთასი:
- ფინალისტი (1): 2013
- უმაღლესი ლიგა (დონე 1)
- მეორე ადგილი (1): 2012/2013
- პირველი ლიგა (დონე 2)
- მეორე ადგილი (1): 2001/2002
- მესამე ადგილი (1): 2010/2011
- მეორე ლიგა (დონე 3)
- ჩემპიონი (1): 2010
- საბჭოთა მეორე ლიგა (დონე 3)
- ჩემპიონი (1): 1969
- მესამე ადგილი (3): 1967, 1974, 1986
კლუბის ფერებირედაქტირება
წ ი თ ე ლ ი | ლ უ რ ჯ ი |
სპონსორებირედაქტირება
პერიოდი | ფორმის მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
2010-2011 | Saller | HEIDELBERGCEMENT |
2011-2012 | JAKO | |
2012-2013 | Nike | |
2013-2014 | Saller | AGP |
სეზონებირედაქტირება
სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი ევროპა შენიშვმა მწვრთნელი 1990 უმაღლესი ლიგა 10 34 12 6 16 52 58 42 1/8 ფინალი 1991 უმაღლესი ლიგა 11 19 7 3 9 29 32 24 1991–92 უმაღლესი ლიგა 10 38 14 8 16 64 64 50 1/16 ფინალი 1992–93 უმაღლესი ლიგა 13 32 11 5 16 39 49 38 1/8 ფინალი 1993–94 უმაღლესი ლიგა 9 18 4 2 12 12 35 14 1/8 ფინალი 1994–95 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 25 35 37 1/8 ფინალი 1995–96 უმაღლესი ლიგა 8 30 12 4 14 53 55 40 1/4 ფინალი 1996–97 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 30 39 37 1997–98 უმაღლესი ლიგა 9 30 11 4 15 31 36 37 ნახევარფინალი 1998–99 უმაღლესი ლიგა 10 30 10 5 15 37 54 35 1/8 ფინალი 1999–00 უმაღლესი ლიგა 8 14 2 0 12 9 38 6 1/4 ფინალი 2000–01 უმაღლესი ლიგა 10 10 5 1 4 19 11 16 1/4 ფინალი დასაქვეითებელი პლეი-ოფი, დაქვეითდა 2001–02 პირველი ლიგა 2 10 6 1 3 19 13 19 1/8 ფინალი აღზევდა 2002–03 უმაღლესი ლიგა 7 10 5 3 2 15 8 18 1/4 ფინალი 2003–04 უმაღლესი ლიგა 6 22 10 4 8 28 20 34 ნახევარფინალი უეფა-ს ინტერტოტოს თასი 2004–05 უმაღლესი ლიგა 10 36 2 4 30 20 88 10 1/8 ფინალი 2005–06 უმაღლესი ლიგა 11 30 9 4 17 35 44 31 1/16 ფინალი 2006–07 უმაღლესი ლიგა 13 26 3 6 17 21 56 15 1/16 ფინალი 2007–08 უმაღლესი ლიგა 14 26 1 5 20 12 53 8 1/4 ფინალი დაქვეითდა 2008–09 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 5 30 12 9 9 48 31 45 არ უასპარეზია დაქვეითდა 2009-10 მეორე ლიგა აღმოსავლეთი 1 არ უასპარეზია აღზევდა გია ცეცაძე 2010-11 პირველი ლიგა 3 32 20 9 3 58 21 69 1/16 ფინალი აღსაზევებელი პლეი-ოფი, აღზევდა გია ცეცაძე 2011-12 უმაღლესი ლიგა 5 28 10 7 11 38 32 37 გამარჯვებული გია ცეცაძე
თეიმურაზ მახარაძე2012-13 უმაღლესი ლიგა 2 32 22 2 8 60 26 48 1/4 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი თემურ შალამბერიძე
გიორგი დარასელია
ვალდას ივანაუსკასი2013-14 უმაღლესი ლიგა 9 32 11 8 13 21 60 22 ნახევარფინალი 2014–15 უმაღლესი ლიგა 1 30 19 7 7 50 21 64 1/4 ფინალი 2015–16 უმაღლესი ლიგა
ევროთასებზერედაქტირება
სეზონი | ტურნირი | ეტაპი | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|
2004 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 1-ლი ეტაპი | მარეკი დუპნიცა | 0–2 | 0–0 |
2012–13 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-2 საკ. ეტაპი | ორჰუსი | 3–1 | 2–1 |
მე-3 საკ. ეტაპი | ანორთოსისი | 0–1 | 3–0 | ||
პლეი-ოფი | მარიტიმუ | 0–2 | 0–1 | ||
2013–14 | უეფა-ს ევროპის ლიგა | მე-2 საკ. ეტაპი | ფოდბოლდი | 3–0 | 0–0 |
მე-3 საკ. ეტაპი | ჰაიდუკი სპლიტი | 1–0 | 1–0 | ||
პლეი-ოფი | რაპიდი ვენა | 0–3 | 0–1 |
ევროპული რეკორდირედაქტირება
ტურნირი | მატჩი | მ | ფ | წ | გტ | გშ |
---|---|---|---|---|---|---|
უეფა-ს ევროპის ლიგა | 12 | 6 | 1 | 5 | 13 | 10 |
უეფა-ს ინტერტოტოს თასი | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 |
ჯამში | 14 | 6 | 2 | 6 | 13 | 12 |
მწვრთნელებირედაქტირება
- გია ცეცაძე (1 თებერვალი, 2010– 27 ოქტომბერი, 2011)
- თეიმურაზ მახარაძე (15 ნოემბერი, 2011– 26 მარტი, 2012)
- თემურ შალამბერიძე (27 მარტი, 2012– 8 სექტემბერი, 2012)
- გიორგი დარასელია (1 ივლისი, 2012– 31 დეკემბერი, 2012)
- ვალდას ივანაუსკასი (23 იანვარი, 2013– 31 მაისი, 2013)
- გიორგი დევდარიანი (1 ივნისი, 2013– 17 ოქტომბერი, 2013)
- რამაზ სოღოლაშვილი (17 ოქტომბერი, 2013– 27 მარტი, 2013)
- უჩა სოსიაშვილი (27 მარტი, 2013– )
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Georgia 2003/04. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
- ↑ Intertoto Cup 2004. LinguaSport.com.
- ↑ Georgia 2008/09. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
- ↑ Georgia 2009/10. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
- ↑ Georgia Cup 1997/98. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
- ↑ Georgia Cup 2003/04. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.