ირაკლი მოდებაძე
ირაკლი მოდებაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ირაკლი მოდებაძე | ||
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2000–2001 | ვალენსია თბ. | 4 | (1) |
2001–2002 | მერანი თბ. | 0 | (0) |
2002–2007 | მეტალურგი ზაპ. | 81 | (16) |
2009 | ჩერნომორეცი | 1 | (0) |
2009–2010 | მეტალურგი ზაპ. | 11 | (1) |
2010–2012 | მეტალურგი რ. | 49 | (22) |
2012–2014 | დილა გორი | 34 | (15) |
2014 | დინამო თბ. | 7 | (0) |
2014–2017 | დილა გორი | 62 | (29) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000 | საქართველო 17-წლ. | 1 | (0) |
2001–2003 | საქართველო 19-წლ. | 8 | (4) |
2004–2005 | საქართველო 21-წლ. | 6 | (2) |
2006–2014 | საქართველო | 3 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2023 | დილა გორი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებამისი პირველი მწვრთნელი იყო საშა ვაშაკიძე. თამაშობდა თბილისის „მერანი-91“-სა და მოსკოვის „გოლეადორში“.
2002 წლის ზამთარში ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა. უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2002 წლის 16 მარტს, კიევის „არსენალის“ წინააღმდეგ (2–0).[1] მოდებაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 65-ე წუთზე ოლეგ რატიამ შეცვალა.
2009 წლის 13 მარტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა ოდესის „ჩერნომორეცში“,[2] სადაც ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა პერმიერ ლიგაში.
2009 წლის ზაფხულში იმყოფებოდა სინჯებზე ლუგანსკის „ზარიაში“,[3] მაგრამ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადავიდა.
2010 წლის 4 ივნისს კლუბმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლიმ უკრაინული კლუბი დატოვა.
2011–2012 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „ოლიმპში“,[4] რომელსაც 2011 წლიდან „მეტალურგი“ დაერქვა.
2012 წლის ივნისში გადავიდა გორის „დილაში“. იყო „დილას“ იმ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი, რომელმაც შეძლო უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასვლა.
2014 წლის იანვარში კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“.[5] „დინამოს“ მაისურით უმაღლეს ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო თასზე მხოლოდ ორი შეხვედრა.
2013–2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მოდებაძემ „დინამო“ დატოვა[6][7] და მის ყოფილ კლუბს, „დილას“ შეუერთდა.[8]
მისი უფროსი ძმა, გიორგი მოდებაძე ასევე ფეხბურთელი იყო.
სანაკრებო
რედაქტირებაგამოდიოდა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2006 წლის 7 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში გერმანიის წინააღმდეგ (2–0), ირაკლიმ 83-ე წუთზე გიორგი დემეტრაძე შეცვალა.[9]
სამწვრთნელო
რედაქტირებასათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. იყო გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.[10]
მიღწევები
რედაქტირება- საქართველოს ჩემპიონი: 2013–2014, 2014–2015
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 2011–2012, 2012–2013
- საქართველოს თასის მფლობელი: 2013–2014
- უკრაინის თასის ფინალისტი: 2005–2006
- საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 2010–2011
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 2012–2013, 2015–2016
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Протокл матча // uafootball.net.ua
- ↑ Модебадзе — игрок «Черноморца» // football.ua
- ↑ «Заря» просматривает новичков // football.ua
- ↑ ირაკლი მოდებაძე „ოლიმპში“ რჩება // sportall.ge
- ↑ დინამოში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა // fcdinamo.ge
- ↑ დინამომ მზადება დაიწყო // fcdinamo.ge
- ↑ თბილისის „დინამო“ კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა
- ↑ ირაკლი მოდებაძე: ყველაზე მეტად გორის „დილამ“ დამაინტერესა
- ↑ Germany 2–0 Georgia / 07/10/2006 // Soccerway
- ↑ გორის „დილას“ დემჩენკოს შემცვლელი შერჩეული ჰყავს // lelo.ge