შოთა შავგულიძე (დ. 10 მარტი, 1912, გალი, რუსეთის იმპერია — გ. 22 იანვარი, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი. 1931–1940 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების გათამაშების ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940) და მესამე პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის ფინალისტი (1936, 1937) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941).[2][3] საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1937). ქართველ ფეხბურთელთა შორის პირველად შოთა შავგულიძეს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება[4] და დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით. საკავშირო ჩემპიონატზე თბილისის „დინამოს“ პირველი კაპიტანი.[5][6][7] დინამოელთა მიერ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებული პირველი მატჩის მონაწილე.[8][9]

შოთა შავგულიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა იოსების ძე შავგულიძე[1]
დაბადების
თარიღი
10 მარტი, 1912
დაბადების
ადგილი
გალი, სამურზაყანო,
ქუთაისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
22 იანვარი, 1963 (50 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1931–1940 დინამო თბ. 91 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1941 დინამო თბილისი (გ. უფრ.)
1945–1946 დინამო თბილისი (მწვრთნ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1923 წლიდან. თამაშობდა ჯერ ზუგდიდის, ხოლო შემდეგ გალის გუნდში.[1] 1925 წლიდან 1929 წლამდე თამაშობდა თბილისის „დინამოს“ III–II და I გუნდებში. 1935–1940 თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდშია. 1936–1940 წლებში იყო „დინამოს“ კაპიტანი. საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 85 მატჩი.[10]

საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების მოთამაშე (1933–1939). მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (1932, 1935), სადაც 6 მატჩი ჩაატარა.

ამიერკავკასიის ჩემპიონი (1934, 1935). ამიერკავკასიის ნაკრებთან ერთად იყო სკანდინავიაში 1935 წელს. 1937 წელს ჩაატარა 3 მატჩი ბასკეთის ნაკრებთან. 15 საერთაშორისო შეხვედრის მონაწილე.[კომ. 1][1]

თბილისის „დინამოს“ პირველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე. გამოირჩეოდა მოედანზე სწრაფი ორიენტირების შესანიშნავი უნარით და დამაჯერებელი მოქმედებებით. იყო საიმედო პარტნიორი.

1945–1946 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი, 1961–1962 წლებში გუნდის უფროსი. 1947–1962 წლებში თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი.

მისი გარდაცვალების წელს (1963) დაწესდა მისი სახელობის თასი, რომლის გათამაშებაშიც მხოლოდ საქართველოს საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.[11][12][13] თასის პირველი მფლობელი გახდა რუსთავის „მეტალურგი“.[14]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
ამიერკავკასიის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1934, 1935
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1936, 1937

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. აღნიშნულ რიცხვში შედის საერთაშორისო შეხვედრები, რომლებშიც შოთა შავგულიძემ (ისევე, როგორც მისი თაობის სხვა ფეხბურთელებმა) მონაწილეობა მიიღო 1936 წლამდე, როგორც ამიერკავკასიის ნაკრები გუნდის წევრმა.
  2. ცნობილია, რომ მედლებით დაჯილდოება საკავშირო ჩემპიონატებში შემოიღეს 1947 წლიდან. მაგალითად, თბილისის დინამოელთა პირველმა კაპიტანმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა შოთა შავგულიძემ 1940 წელს დაამთავრა ჩემპიონატებში მონაწილეობა და აქედან გამომდინარე, მას ერთი მედალიც არ მიუღია, მაგრამ მისი, როგორც გუნდის კაპიტნის ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მეორე ადგილი და ერთხელ მესამე ადგილი მოიპოვა.