სამგურალი წყალტუბო (საფეხბურთო კლუბი)
სამგურალი წყალტუბო — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ წყალტუბოდან. ჩამოყალიბდა 1945 წელს „მედიკის“ სახელწოდებით. გუნდის მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე. კლუბი მატჩებს ატარებს 26 მაისის სტადიონზე.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი სამგურალი წყალტუბო | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1945 | ||
სტადიონი |
26 მაისის სტადიონი, წყალტუბო, საქართველო (ტევადობა: 12,000) | ||
პრეზიდენტი | მიხეილ იაშვილი | ||
მწვრთნელი | სამსონ ფრუიძე | ||
კაპიტანი | თედო კიკაბიძე[1] | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2023 | მე-5 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
1983–1985 და 1989 წლების საქართველოს პირველობაზე გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი, 1986 წელს — მეორე, ხოლო 1987-1988 წლებში მესამე ადგილი. 1990 წელს ჩაება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და 2004 წლამდე იყო მონაწილე. გუნდის საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატზე. „სამგურალი“ ერთხელ გახდა ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი და ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი, 144 მატჩი ჩაატარა ვარლამ ფესტვენიძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში 41 გატანილი გოლით მერაბ მეგრელაძეა.
მიღწევები
რედაქტირება- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1983, 1985, 1989
- საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1988, 1989
- საქართველოს თასი:
- ფინალისტი: 1999, 2020
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1996
- მეორე ადგილი: 1997, 2004, 2016
- მესამე ადგილი: 2001
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „სამგურალის“ ოფიციალური საიტი — FCSamgurali.ge
- FC Samgurali Tskhaltubo — Soccerway
- FC Samgurali Tskhaltubo — Transfermarkt
- FC Samgurali official — „სამგურალის“ ოფიციალური Facebook გვერდი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თედო კიკაბიძე · თედო კიკაბიძის პერსონალური გვერდი ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: ეროვნული ლიგა. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.