მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხინვალი.

„ცხინვალი“ — ქართული საფეხბურთო კლუბი. თამაშობს გორის „ქართლის“ სტადიონზე. 2007 წელს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალთან“ გაერთიანებით შეიქმნა საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სპარტაკი“. 2015 წლის იანვრიდან კლუბი საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ სახელით გამოდის.[1]

ცხინვალი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ცხინვალი
დაარსდა 2007
სტადიონი ქართლი
გორი, საქართველო
(ტევადობა: 1,500)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა მურთაზ შელია
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ კაჭარავა
ლიგა უმაღლესი ლიგა
2018 მე–9
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
„სპარტაკის“ ლოგო

ისტორიარედაქტირება

ქალაქ ცხინვალის საფეხბურთო კლუბი 1936 წელს დაარსდა. გუნდს არაერთხელ შეეცვალა სახელი, მაგრამ, უმეტესად «სპარტაკი» ერქვა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში ცხინვალელთა გუნდი საქართველოს პირველობასა და თასის გათამაშებაში, ამიერკავკასიის, შემდეგ კი სხვადასხვა ზონებში გამოდიოდა. საბჭოური ხანიდან 1987 წელი ცხინცალის «სპარტაკისთვის» ყველაზე ღირსსახსოვარი იყო. 1987 წლის ნოემბერში ცხინვალელებმა საქართველოს თასი მოიგეს. ფინალამდე «სპარტაკმა» ხაშურის «ივერიას» 4:1 სძლია, თასის წინა გამარჯვებული ბოლნისის «სიონი» სტუმრად 1:0 დაამარცხა და ნეიტრალურ მოედანზე «დუშეთს» 2:1 მოუგო. «სპარტაკმა» ფინალში ოზურგეთის «მერცხალი» 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-15 წუთზე ალან ჯიოევმა ვლადიმერ ჩოჩიევის გადაცემის შედეგად გაიტანა. ფინალში, რომლის მთავარი მსაჯი მევლუდ მიმინოშვილი იყო, ცხინვალელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: რამაზ კობალაძე, სერგო გაბელაია, ვადიმ ჯიოევი, ინალ ჯიოევი, მელსიკ დურგლიშვილი, ვიაჩესლავ მარგიევი, ვალერი ჩოჩიევი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ახსარ ბეკოევი, გია ხუბეჯიშვილი, ალან ჯიოევი. თბილისში, ლოკომოტივის" სტადიონზე" გამართული ფინალური მატჩის შემდეგ ცხინვალელებს საქართველოს თასი გადასცეს.

 
სპარტაკი 1987

ზედა რიგში (მარცხნიდან მარჯვნივ): ვლადიმერ ხაჩიროვი, ჩერმენ გათიკოევი, ვლადიმერ კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), გოდერძი რომელაშვილი, გია ხუბეჯიშვილი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ვადიმ ჯიოევი, რამაზ კობალაძე, ალან ჯიოევი, ინალ ჯიოევი, ალან ჯიოევი (მწვრთნელი); ქვედა რიგში: იგორ გობოზოვი, მელსიკ დურგლიშვილი, ახსარ ბეკოევი, ვლადიმერ ჩოჩიევი, სერგო გაბელაია, ვიაჩესლავ მარგიევი; ცხინვალის «სპარტაკი» ფეხბურთელები, ბახვა თედეევი, ახსარ ბეკოევი, ინალ ჯიოევი და სხვები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდნენ. 1987 წელს ცხინვალელებმა, თბილისში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები (მთ. მწვრთნელები ბორის იგნატიევი) 2:0 დაამარცხა, ბურთები ვალერი ჩოჩიევმა და გიორგი ხუბეჯიშვილმა გაიტანეს. ორივე საგოლე პასი სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გააკეთა.

1989 წელირედაქტირება

 
ს. კ. ცხინვალის "სპარტაკი". 1989 წლის აგვისტო.

პირველ (ზედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), მელსიკ სანაკოევი, ვლადიმერ მიხაილოვი, გია კახნიაშვილი, ვასილ ძაგოევი, ინალ გაგიევი, ალექსანდრე კოკოევი, ინალ ჯიოევი, გია ხუბეჯიშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე). მეორე (ქვედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი გობოზოვი, ზაზა რომელაშვილი, რამაზ ალბოროვი, თემურ სანაკოევი, ალბერტ დოგუზოვი, მალხაზ კაცელაშვილი, იგორ გობოზოვი, ზურაბ მაისაშვილი.

ახლო წარსულირედაქტირება

1990-2003 წლებში ცხინვალელთა გუნდს ლიახვი ერქვა, 2003-07 წლებში კი ცხინვალის სახელით იასპარეზა. 2007 წლიდან კი ისევ ცხინვალის სპარტაკია. სამაჩაბლოს ცნობილი მოვლენების შემდეგ, გუნდის დისლოკაციის ადგილი ცხინვალის ნაცვლად, გორი გახდა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჯერჯერობით, ცხინვალის სპარტაკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი იყო. ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალის სპარტაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები — გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული, სოსო გრიშიკაშვილი და ლაშა ჯაკობია გამოდიოდნენ. გუნდში დღესაც არიან ახალგაზრდული და ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრ-კანდიდატები. გუნდს სერგო გაბელაია, კობა ჟორჟიკაშვილი, ვლადიმერ ხაჩიძე, გოჩა ჩიქოვანი, ბადრი კვარაცხელია წვრთნიდნენ. 2011 წლის 15 სექტემბრიდან ცხინვალის სპარტაკის მთავარი მწვრთნელი კვლავ ვლადიმერ ხაჩიძე გახდა.

შემადგენლობა 2014/2015რედაქტირება

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე გიორგი ნადირაძე (ვიცე-კაპიტანი)
2   მცველი ვასილ ბაჩიაშვილი
4   ნახევარმცველი უჩა ბურძენაძე
5   ნახევარმცველი გიორგი ცერცვაძე
6   ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე
8   ნახევარმცველი დავით მაისაშვილი
9   ნახევარმცველი მიხეილ ჯიშკარიანი
10   თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე
11   თავდამსხმელი ლაშა კემუხტაშვილი
12   ნახევარმცველი ვარლამ კილასონია
13   მცველი ბიძინა მახარობლიძე
15   თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა
17   მცველი ლევან ჭაფოძე (კაპიტანი)
18   ნახევარმცველი თეიმურაზ მარკოზაშვილი
21   ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
22   ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე
23   მცველი ნიკოლოზ ჯიშკარიანი
27   ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა
28   ნახევარმცველი რატი ცაცკრიალაშვილი
30   მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი
88   ნახევარმცველი დავით იმედაშვილი
89   მეკარე სოსლან ნანიევი
-   მცველი ილია შენგელია
-   ნახევარმცველი ბექა მუმლაძე
-   ნახევარმცველი სოსო მალანია
-   თავდამსხმელი ბუბა რუხაძე
-   თავდამსხმელი დავით გელშვილი
-   თავდამსხმელი ბაჩანა არაბული
-   მეკარე სანდრო ბენდიანიშვილი

2014/2015 წლის ტრანსფერებირედაქტირება

მოვიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე   სანდრო ბენდიანიშვილი   ლოკომოტივი თბილისი
მცველი   გიორგი სეფიაშვილი   სასკო
მცველი   გიორგი კაჭკაჭიშვილი   თავისუფალი აგენტი
მცველი   რევაზ ქემოკლიძე   სიონი ბოლნისი
მცველი   ბიძინა მახარობლიძე   დინამო-2 თბილისი
მცველი   ნიკოლოზ ჯიშკარიანი   დილა გორი
მცველი   ვასილ ბაჩიაშვილი   დილა გორი
ნახევარმცველი   ჭიაბერ ჭეჭელაშვილი   დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი   მიხეილ ჯიშკარიანი   დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი   ბექა მუმლაძე   დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი   ლაშა ქოჩლაძე   დილა-2 გორი
ნახევარმცველი   მერაბ გიგაური   მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი   ირაკლი ლექვთაძე   ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი   ნიკოლოზ ახვლედიანი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   დავით იმედაშვილი   სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი   ბაქარ ქარდავა   გაგრა
ნახევარმცველი   რატი ცაცკრიალაშვილი   გაგრა
ნახევარმცველი   სოსო მალანია   სასკო
ნახევარმცველი   ვარლამ კილასონია   მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი   თეიმურაზ მარკოზაშვილი   ტორპედო ქუთაისი
ნახევარმცველი   თორნიკე თარხნიშვილი   ვენტსპილსი
თავდამსხმელი   დათო დარციმელია   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ლაშა შინდაგორიძე   დინამო-2 თბილისი
თავდამსხმელი   ბუბა რუხაძე   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   დავით გელაშვილი   მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი   ბაჩანა არაბული*   დილა გორი
თავდამსხმელი   გიორგი ფანცულაია   ზესტაფონი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენრედაქტირება

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მცველი   კონსტანტინე ხიზანეიშვილი   მეტალურგი რუსთავი
მცველი   ნიკა მგელაძე   დინამო ბათუმი
მცველი   გიორგი გაგნიძე   თავისუფალი აგენტი
მცველი   ლევან კაკუბავა   ომონია ნიქოზია
მცველი   გიორგი სეფიაშვილი   დინამო ბათუმი
მცველი   გივი იოსელიანი   ტორპედო ქუთაისი
მცველი   რევაზ ქემოკლიძე   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   დავით ნანიევი   თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი   თორნიკე თუხარელი   შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი   ვალიკო ტყემალაძე   ზუგდიდი
ნახევარმცველი   თემურ შონია   დინამო ბათუმი
ნახევარმცველი   ლაშა პარუნაშვილი**   დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი   ჭიაბერ ჭეჭელაშვილი   დილა გორი
ნახევარმცველი   ბექა მუმლაძე   ბორჯომი
ნახევარმცველი   თამაზ მაქაცარია   დინამო ბათუმი
ნახევარმცველი   გიორგი თექთურმანიძე   დილა გორი
ნახევარმცველი   მერაბ გიგაური   კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი   ნიკოლოზ ახვლედიანი   თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი   ვახტანგ ფანცხავა   სამგურალი წყალტუბო
თავდამსხმელი   დავით გელაშვილი   მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი   ზვიად მეტრეველი   შუქურა ქობულეთი
თავდამსხმელი   ირაკლი ეხვაია   ზუგდიდი
თავდამსხმელი   ლაშა ჩაფიძე**   დინამო-2 თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ტიტულებირედაქტირება

გამოჩენილი ფეხბურთელებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება