გიორგი ფოფხაძე (დ. 25 სექტემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, მარცხენა მცველი.

გიორგი ფოფხაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ფოფხაძე
დაბადების
თარიღი
25 სექტემბერი, 1986 (1986-09-25) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
ახალგაზრდული კარიერა
დინამო თბილისი
ჰაკენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2006 თბილისი 26 (2)
2006ოლიმპიაკოსი (იჯარით) 0 (0)
2006–2011 ვიბორგი 74 (1)
2011 ზესტაფონი 6 (0)
2011–2012 შტურმი გრაცი 20 (0)
2012–2013 სკ ბაქო 22 (0)
2013–2014 იაგელონია ბელოსტოკი 26 (0)
2013 → იაგელონია-2 (იჯარით) 4 (0)
2014–2015 სიონი ბოლნისი 6 (1)
2015 იაგელონია ბელოსტოკი 6 (0)
2015-2016 ფლამურტარი 10 (0)
2016-2017 ლოკომოტივი თბილისი 21 (1)
2017 დილა გორი 16 (1)
2018 ყიზილ-ჟარი 28 (0)
ეროვნული ნაკრები
2006–2008 საქართველო 21 წლ. 15 (0)
2006–2018 საქართველო 12 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 11 აპრილი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 აპრილი, 2017

გიორგი ფოფხაძემ პროფესიონალური საკლუბო კარიერა 2004 წელს, საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. 2005 წლის ზამთარში კი „თბილისის“ პირველი გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, გიორგი მეორე გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანეს. მისი დებიუტი უმაღლეს ლიგაში შედგა ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ. ეს თამაში იმითაც იყო მისთვის გამორჩეული, რომ გიორგიმ საგოლე გადაცემა გაუკეთა რევაზ ბარაბაძეს. მისი პირველი გოლიც ამავე კლუბის კარში გაიტანა 2005-06 წლების სეზონში. ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალობაზე იგი მართლაც ჩინებულად გამიყურებოდა და 2006 წლის დასაწყისში მისით საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“ დაინტერესდა. თავდაპირველად „ოლიმპიაკოსის“ დუბლშემადგენლობაში უწევდა თამაში, მაგრამ ბერძნულ კლუბში დიდხანს აღარ გაჩერდა და 2006 წლის ზაფხულში დანიურ „ვიბორგს“ მიაშურა. „ვიბორგში“ მან ერთიმეორეზე უკეთესი სეზონები ჩაატარა, მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა და გულშემატკირვებმა კლუბის საუკეთსეო მოთამაშედაც დაასახელეს. 2011 წლის თებერვალში კლუბი დატოვა და ნახევარი სეზონით „ზესტაფონს“ შეუერთდა, შემდეგ კი გრაცის „შტურმში“ გადავიდა. 2012-13 წლების სეზონი აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგის კლუბ „ბაქოში“ გაატარა, რის შემდეგაც ბელოსტოკის „იაგელონიას“ შეუერთდა. პოლონური კლუბი 2014 წლის ზაფხულში კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა,[1] რის შემდეგაც პოლონური კლუბი „ლეხია“ პირდაპირ კონტრაქტს სთავაზობდა,[2] მისი გადაბირება კრაკოვის „ვილასაც“ სურდა,[3] თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და ფორმის შესანარჩუნებლად ნახევარი სეზონი ბოლნისის „სიონში“ გაატარა, 6 უმაღლესი ლიგის მატჩში 1 გოლის გატანაც შეძლო. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბერძნულ „მეტრომიტოსთან“, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.[4] შემდეგ მისით ინტერესდებოდა რამდენიმე ბერძნული კლუბი,[5] თუმცა საბოლოოდ უმცროსი დუშან უჰრინის მიწვევით[6] მინსკის „დინამოში“ მისი გადასვლა გადაწყდა. ბელარუსულმა კლუბმა კონტრაქტის გაფორმება გააჭიანურა, კონტრაქტის გაფორმების წინა დღეს კი გიორგიმ სპორტული დირექტორისგან გაიგო ტრანსფერის ჩაშლის შესახებ.[7] საბოლოოდ კონტრაქტი გააფორმა ბელოსტოკის „იაგელონიასთან“,[8][9] პოლონურ კლუბში დაბრუნების შემდეგი მისი დებიუტი ლენჩნას „გურნიკის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა.[10]

2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევარი გაატარა ალბანურ „ფლამურტარიში“, შეუცვლელად ჩაატარა 10 მატჩი. მეორე ნახევარში გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც 13 მატჩი ჩაატარა, 12 შეუცვლელად. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, გორის „დილას“ შეუერთდა.

სანაკრებო

რედაქტირება

2006 წლის დასაწყისში ოლიმპიაკოსში გადასული გიორგი ფოფხაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. გიორგის საბერძნეთის მოქალაქეობას სთავზობდნენ, მაგრამ მისი საქართველოში გამოძახებით ბერძნები იმედგაცრუებულები დარჩნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიდან ორ კვირაში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რომელსაც მალტის ტურნირზე უნდა ეასპარეზა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მისი დებიუტი შედგა 2016 წლის 1 მარტს, მალტის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა.[11] 2013 წლამდე რეგულარურად ხვდებოდა ნაკრებში, 2013 წლის 10 სექტემბერს ფინეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ, რომელშიც ფოფხაძე სათადარიგო იყო, თემურ ქეცბაიას აღარ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელად კახაბერ ცხადაძის დანიშვნის შემდეგ, 2015 წლის 25 მარტს მალტის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძეც მოხვდა.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გიორგი ფოფხაძე: პოლონეთის ჩემპიონატითაც უკმაყოფილო ვარ და კიდევ ბევრი რამით დაარქივებული 2014-06-25 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 24 ივნისი, 2014.
  2. გიორგი ფოფხაძეს პოლონური "ლეხია" პირდაპირ კონტრაქტს სთავაზობს დაარქივებული 2014-08-17 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 06 ივნისი, 2014.
  3. გიორგი ფოფხაძე პოლონური ფეხბურთის გრანდ კრაკოვის "ვისლასაც" სურს დაარქივებული 2014-07-23 საიტზე Wayback Machine. , საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 18 ივნისი, 2014.
  4. გგიორგი ფოფხაძე: ბერძნებმა კონტრაქტი უკანასკნელ წამს ჩაშალეს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 14 იანვარი, 2015.
  5. გიორგი ფოფხაძე: ერთ-ერთი ბერძნული კლუბიდან რეალური შემოთავაზება მაქვს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 28 იანვარი, 2015.
  6. დუშან უჰრინს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მინსკის "დინამოში" მიჰყავს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 11 თებერვალი, 2015.
  7. გიორგი ფოფხაძე: რაც მინსკის "დინამოში" გამიკეთეს, კაცი მტერსაც არ უზამს..., საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 3 მარტი, 2015.
  8. გიორგი ფოფხაძე ივნისამდე "იაგელონიას" ფეხბურთელია, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 2 მარტი, 2015.
  9. გიორგი ფოფხაძე: "იაგელონიაში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 11 მარტი, 2015.
  10. გიორგი ფოფხაძე: წესით, "იაგელონიაში" ჩემი დაბრუნება შაბათს უნდა შედგეს, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 13 მარტი, 2015.
  11. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, მალტა 0:2 საქართველო
  12. თვითრწმენა და პასუხისმგებლობა - არ გვყავს "დასაკარგი" ფეხბურთელები, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 11 მარტი, 2015.