დუშან უჰრინი (უმცროსი)
დუშან უჰრინი უმცროსი (ჩეხ. Dušan Uhrin; დ. 11 ოქტომბერი, 1967, პრაღა) — ჩეხი ფეხბურთელი. მამის, დუშან უჰრინის მსგავსად, ფეხბურთის მწვრთნელია. ამჟამად მუშაობს მინსკის „დინამოში“.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დუშან უჰრინი უმცროსი | ||
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1967 | ||
დაბადების ადგილი | პრაღა, ჩეხოსლოვაკია | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო მინსკი (მთავარი მწვრთნელი) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1974–1975 | მეტეორი პრაღა | ||
1975–1984 | ბოჰემიანსი პრაღა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1984–1986 | მეტეორი პრაღა | ||
1986–1988 | მონტაჟე პრაღა | ||
1988–1990 | იილოვე | ||
1990–1992 | სტრაშნიცე | ||
სამწვრთნელო კარიერა | |||
2002–2004 | ბოჰემიანსი პრაღა | ||
2004–2007 | მლადა ბოლესლავი | ||
2007–2008 | პოლიტექნიკა ტიმიშოარა | ||
2009 | კლუჟი | ||
2009–2010 | მლადა ბოლესლავი | ||
2010 | ოლიმპიაკოსი | ||
2010–2011 | პოლიტექნიკა ტიმიშოარა | ||
2012–2013 | დინამო თბილისი | ||
2013–2014 | ვიქტორია პლზენი | ||
2014–2015 | დინამო მინსკი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2013 წლის დეკემბერში დატოვა თბილისის „დინამოს“ მწვრთნელის პოსტი, მისი ადგილი მალხაზ ჟვანიამ დაიკავა.[1]
მოთამაშის კარიერა
რედაქტირებადუშან უჰრინმა ახალგაზრდული კარიერა „მეტეორი პრაღაში“ და „პრაღის ბოჰემიანსში“ გაატარა. პროფესიონალური კარიერა დაიწყო „მეტეორში“ 1984 წელს, სანამ გადავიდოდა პრაღის „მონტაჟეში“ და „იილოვეში“. უჰრინმა მძიმე ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 1990-1991 წლებში ის მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციით იმყოფებოდა „RH შტრასნიცეში“, შემდეგ თამაშობდა „იილოვეში“ 1998 წლამდე, შემდეგ კი ფეხბურთის თამაშს თავი დაანება.
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ უჰრინმა მწვრთნელის კარიერა დაიწყო 1990 წელს „RH შტრასნიცეში“, მთავარ გუნდში მუშაობა დაიწყო 2000 წელს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად პრაღის „სპარტაში“. 2002-2004 წლებში ის წვრთნიდა პრაღის „ბოჰემიანსს“, 2004 წელს კი გადავიდა „მლადა ბოლესლავში“. მას შემდეგ, რაც მან ჩემპიონატიდან ჩამოქვეითებისგან იხსნა გუნდი პირველ სეზონში, მისმა გუნდმა შთამბეჭდავად იასპარეზა 2005-2006 წლების სეზონში და ჩეხეთის პირველი ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა. „მლადა ბოლესლავმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა შემდეგ სეზონში ევროთასზე, უეფა-ს თასზე პირველ ეტაპზე ასპარეზობას გამოთიშა „მარსელის ოლიმპიკი“. ერთ-ერთი, ვისი ყურადღებაც მიიპყრო უჰრინმა, ეს იყო რუმინული კლუბის, „ტიმიშოარას“ მფლობელის, მარიან იანკუს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ „მლადა ბოლესლავი“ მესამე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ჩემპიონატში, „პოლიტექნიკა ტიმიშოარამ“ გააფორმა მასთან კონტრაქტი და მან განაცხადა, რომ ეს იყო მისთვის გამოწვევა.
„პოლიტექნიკა“ ტიმიშოარა და დაბრუნება
რედაქტირება„ტიმიშოარაში“ გატარებულ პირველ სეზონში, უჰრინმა კლუბი გაიყვანა უეფა-ს თასი-ს ჯგუფურ ეტაპზე, რაც პირველი შემთხვევა იყო 1992 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლების სეზონის პირველ ნახევარში კლუბი უფრო შთამბეჭდავად ასპარეზობდა, დეკემბერში მარიან იანკუმ გადაწყვიტა მისი გათავისუფლება (მარიან იანკუ ცნობილია თავისი უცნაური გადაწყვეტილებებით, ასევე გაათავისუფლა თანამდებობიდან დუშან უჰრინის შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, კოსმინ ოლაროიუ). 2010 წლის 13 დეკემბერს უჰრინი დაინიშნა „პოლიტექნიკა ტიმიშოარას“ მთავარ მწვრთნელად ერთი წლის ვადით, ორი წლით გახანგრძლივების პირობით. დაბრუნებისას მან განაცხადა: „მე იმედი მაქვს, რომ სტადიონი კვლავ გაივსება! მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე ვპირდები ჩვენს გულშემატკივრებს, რომ ჩვენ ვითამაშებთ კარგ, შემტევ ფეხბურთს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიკავებთ მაქსიმალურად მაღალ ადგილს. მე მინდა კვლავ ძველებური ურთიერთობა მქონდეს გულშემატკივართან, რადგანაც „პოლის“ ჰყავდა შესანიშნავი გულშემატკივრები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავ იგივე ფერები გვაქვს, რომელიც ჰქონდა გუნდს 2007 წელს. ეს არის „პოლის“ ნამდვილი ფორმები.“[2] უჰრინის დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა, გუნდმა მოიგო პირველი ოთხი მატჩი მისი ხელმძღვანელობით. გამარჯვებების სერიის შემდეგ გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა შემდეგ ექვს მატჩში. თუმცა, „პოლიტექნიკამ“ მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი და მოიპოვა 2011-12 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება. კლუბი ჩამოქვეითდა პირველი ლიგიდან მას შემდეგ, რაც უჰინმა დატოვა კლუბი 2011 წლის 27 ივლისს.[3]
„დინამო“ თბილისი
რედაქტირება2012 წლის ივნისში უჰრინმა თბილისის „დინამოსთან“ გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი.[4] პირველივე სეზონში (2012-13) გუნდს საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.
ტიტულები
რედაქტირება- დინამო თბილისი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დუშან უჰრინს მალხაზ ჟვანია შეცვლის, „დინამოს ოფიციალური საიტი“, 6 დეკემბერი, 2013.
- ↑ Dušan Uhrin return to Poli. Politehnica Timişoara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2010-12-13.
- ↑ Dušan Uhrin resigned from Poli. Politehnica Timişoara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2011-07-27.
- ↑ Dusan Uhrin junior will be appointed as the head coach of Dinamo Tbilisi; FCdinamo.ge, 31 May 2012