გიორგი დევდარიანი

გიორგი დევდარიანი (დ. 8 დეკემბერი, 1972, თბილისი) — ქართველი ფეხბურთის მწვრთნელი.

გიორგი დევდარიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი დევდარიანი
დაბადების
თარიღი
8 დეკემბერი, 1972 (1972-12-08) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სათამაშო
პოზიცია
მწვრთნელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
საქართველო 19 წლ.
(მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
(–)
სამწვრთნელო კარიერა
2001–2004 თბილისი
2011–2012 დინამო–2 თბილისი
2012 დინამო თბილისი
2012–2013 საქართველო 17 წლ.
2013 დილა გორი
2014–2015 საქართველო 19 წლ.
2015– ტრაბზონსფორი (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

გიორგი დევდარიანმა პროფესიული სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო, რომელშიც 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა. 2011 წელს სათავეში ჩაუდგა თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდს. ერთი წლის თავზე „დინამოს“ მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდა. 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით გიორგი დევდარიანი საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მუშაობდა. მისი თავკაცობით ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ლუქემბურგისა და შოტლანდიის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაამარცხეს, ჯგუფიდან მეორე პოზიციით გავიდნენ. ელიტ-რაუნდში ირლანდიელი თანატოლები სამი უპასუხო გოლით განადგურეს, თუმცა სერბეთთან და ავსტრიასთან დამარცხდნენ, ელიტრაუნდის ჯგუფი კი ბოლო ადგილით დაასრულეს. 2013 წლის ივნისიდან გიორგი დევდარიანი გორის „დილას“ თავკაცი გახდა და შეძლო გუნდი ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე გაეყვანა, მისი გუნდი ვენის „რაპიდთან“ დამარცხდა. ამავე წლის ოქტომბერში „დილას“ მწვრთნელის პოსტი დატოვა/ 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ივლისამდე წვრთნიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს. 2015 წლის ივლისიდან, „ტრაბზონსფორის“ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის დანიშნვის შემდეგ, მისი თანაშემწეა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დევდარიანი “ტრაბზონში” იმუშავებს, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 7 ივლისი, 2015.