ბაქარ მირცხულავა
ბაქარ მირცხულავა (დ. 24 მაისი, 1992, გალი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ცენტრალური მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბაქარ მირცხულავა | ||
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1992 | ||
დაბადების ადგილი | გალი, საქართველო | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჩიხურა საჩხერე | ||
ნომერი | 5 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2010–2011 | ბენფიკა B | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2012 | ტორპედო ქუთაისი | 1 | (0) |
2010–2014 | ზიმბრუ კიშინიოვი | 7 | (0) |
2014–2015 | ზუგდიდი | 38 | (1) |
2015–2016 | ტორპედო ქუთაისი | 27 | (1) |
2016–2017 | შუქურა ქობულეთი | 13 | (0) |
2017–2018 | ჩიხურა საჩხერე | 61 | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
2009-2010 | საქართველო 17 წლ. | 8 | (0) |
2010 | საქართველო 19 წლ. | 3 | (0) |
2010 | საქართველო 21 წლ. | 0 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებამირცხულავა 16 წლის იყო, როცა ქუთაისის ტორპედოდან პორტუგალიური გრანდის, ლისაბონის „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა. თავის გამოჩენის შემდეგ „ბენფიკას“ დუბლებში გადაიყვანეს. „ბენფიკადან“ წამოსვლის შემდეგ პორტუგალიაშივე ჰქონდა მარიტიმუს ვარიანტი, ამასთან ერთად ბელგიურ ან რუსულ კლუბში გადასვლას სთავაზობდნენ, მაგრამ არანაირი კონტრაქტი არ შედგა. ბოლო ვარიანტი იყო ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნება, სადაც მწვრთნელად კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი მუშაობდა, თუმცა ბენფიკას გათავისუფლების ფურცელს 2 თვით დააგვიანდა, მანამდე ტორპედოს მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა, რომელმაც ზამთრამდე არ ათამაშა, ანთალიური შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ კი „ტორპედოს“ დუბლებში გადაიყვანა.[1]
2012 წლის ივლისში „ტორპედოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა. 2013 წლის იანვრიდან კი მოლდოვური კიშინიოვის „ზიმბრუში“ გადავიდა.[2] ამავე წლის აგვისთოდან საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2015 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი სეზონი ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში გაატარა. 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას საჩხერის „ჩიხურას“ შეუერთდა.
სანაკრებო
რედაქტირებასაქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი. 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში კი სამი, აქედან ორი აზერბაიჯანელ და პორტუგალიელ თანადოლებთან ქართველებმა მარცხი განიცადეს, ხოლო საბერძნეთის წინააღმდეგ ჯვაროსნება იმარჯვეს(1-0). 21 წლამდელთა ნაკრების 2010 წლის 30 მაისს, შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ოთარ გაბელიამ ბაქარიც გამოიძახა,[3] თუმცა იგი მოედანზე არ გამოჩენილა. თამაში ფრედ (0-0) დასრულდა.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ბაქარ მირცხულავა: დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 28 ოქტომბერი, 2012.
- ↑ ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 3 მაისი, 2013
- ↑ ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიამ 25 ფეხბურთელს უხმო , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 17 მაისი, 2010.
- ↑ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიას დაუზავდა – 0:0 , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 31 მაისი, 2010.