ლაშა სალუქვაძე (დ. 21 დეკემბერი 1981, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, აზერბაიჯანული ბაქოს „ინტერისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი. მისი პოზიციაა დაცვის მარჯვენა ფრთა, წარმატებით თამაშობს დაცვის ცენტრშიც.

ლაშა სალუქვაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლაშა სალუქვაძე
დაბადების
თარიღი
25 დეკემბერი, 1981 (1981-12-25) (43 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.85 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ინტერი ბაქო
ნომერი 3
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000-2004 ლოკომოტივი თბილისი 86 (2)
2004 დინამო თბილისი 12 (1)
2005-2010 რუბინი ყაზანი 91 (2)
2011-2012 ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი 15 (0)
2012-2013 დილა გორი 28 (1)
2013 სკა-ენერგია ხაბაროვსკი 9 (0)
2013- ინტერი ბაქო 26 (1)
ეროვნული ნაკრები
2001-2013 საქართველო 21 წლ. 9 (0)
2004- საქართველო 37 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 ივნისი, 2014

ლაშა სალუქვაძე 2003 წლიდან ბაქოს „ინტერშია“. 2004 წელს მან თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში მოიგო საქართველოს თასი და იასპარეზა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. 2005 წლის ზაფხულში ლაშა სათამაშოდ რუსული პრემიერლიგის კლუბ ყაზანის „რუბინში“ გადავიდა. 2005-2008 წლები წარუმატებელი გამოდგა ქართველი მცველისთვის ევროტურნირებზე, 2006 წელს რუბინმა უეფას თასის მესამე ეტაპამდე მიაღწია, მაგრამ იტალიურ „პარმასთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. მომდევნო წელს კი ინტერტოტოს თასის მეორე ეტაპიდან ყაზახურმა „ტობოლმა“ გამოაგდო. 2008 წლის ნოემბერში კი გუნდი რუსეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველმა მცველმა ისეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ითამაშა, როგორებიცაა კიევის „დინამო“, „ბარსელონა“ და მილანის „ინტერი“. ამ თამაშებიდან ყველაზე გამორჩეული იყო „ბარსელონასთან“, სადაც სალუქვაძემ პირნათლად დაჯაბნა კატალონიური კლუბის არგენტინელი ვარსკვლავი და 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეონელ მესი, მისი კარგი თამაში თვით ლეომაც აღიარა. 2009 წელს ლაშა სალუქვაძე რუბინის შემადგენლობაში მეორედ გახდა რუსეთის ჩემპიონი და კვლავ მიიღო მონაწილეობას 2010-11 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

სანაკრებო

რედაქტირება

ლაშა სალუქვაძე ნაკრებში 2004 წლიდან ასპარეზობს.მისი დებიუტი ალბანეთის ეროვნულ ნაკრებთან შედგა.ამ დროიდან ლაშა სისტემატურად ასპარეზობდა ქვეყნის უპირველეს ნაკრებში,ჩაატარა 24 თამაში,გაიტანა 1 გოლი,სანამ ერთ დროს ნაკრების მწვრთნემა ექტორ კუპერმა აღარ გაოიძახა,არადა სალუქვაძე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც რუსეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაში.2009 წლიდან ნაკრებს სათავეში თემურ ქეცბაია ჩაუდგა, რომელმაც დააბრუნა რუბინელი ნაკრებში.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: