ზაზა ჯანაშია
ზაზა ჯანაშია (დ. 10 თებერვალი, 1976, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1999 წელს გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. 1997–2001 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზაზა ზურაბის ძე ჯანაშია | ||
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1993 | ოდიში ზუგდიდი | 59 | (13) |
1993–1994 | შევარდენი-1906 | 30 | (14) |
1994–1995 | სამტრედია | 23 | (17) |
1996–2001 | ლოკომოტივი მოსკოვი | 145 | (33) |
2002 | ლოკომოტივი თბილისი | 22 | (6) |
2003 | კოჩაელისპორი | 3 | (0) |
2004 | ბალტიკა | 12 | (3) |
სულ | 294 | (86) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1997–2001 | საქართველო | 9 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირება1991 წლის 30 აგვისტოს ზუგდიდის „ოდიშის“ რიგებში თამაშისას, 15 წლის ჯანაშიამ გოლი გაუტანა ვანის „სულორს“. ამით ის გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელთაც რეკორდულად მცირე ასაკში აქვთ გოლი გატანილი.
საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, როდესაც ამ კლუბს წვრთნიდა იური სიომინი. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული. „ლოკომოტივში“ თამაშის დროს, 1999 წელს ჯანაშია გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. კარიერა დაასრულა 2004 წელს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1993 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წლის 7 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ჯანაშია შეხვედრის 84-ე წუთზე თემურ ქეცბაიას ნაცლად შემოვიდა მოედანზე. მატჩი ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბურთები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.[1] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც ჯანაშიამ 1997 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, თბილისში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1998 წლის 30 მაისს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[2]
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 2001 წლის 28 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[3]
საერთო ჯამში, 1997–2001 წლებში ჩატარებულ ცხრა სანაკრებო შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა: რუსეთის, სლოვენიის, ნორვეგიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა კარებში.[4]
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
1997 | 1 | 0 |
1998 | 2 | 1 | |
1999 | 2 | 2 | |
2000 | 3 | 1 | |
2001 | 1 | 0 | |
ჯამში | 9 | 4 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.06.1997 | ბათუმი | საქართველო | 2–0 | მოლდოვა | მსოფ. შეს. | 84' | [5] | |
2 | 30.05.1998 | თბილისი | საქართველო | 1–1 | რუსეთი | ამხანაგური | 19' | 71' | [6] |
3 | 05.09.1998 | თბილისი | საქართველო | 1–0 | ალბანეთი | ევრ. შეს. | 54' 80' | [7] | |
4 | 27.03.1999 | თბილისი | საქართველო | 1–1 | სლოვენია | ევრ. შეს. | 42' | [8] | |
5 | 28.04.1999 | თბილისი | საქართველო | 1–4 | ნორვეგია | ევრ. შეს. | 57' | [9] | |
6 | 02.02.2000 | ლარნაკა | სლოვაკეთი | 0–2 | საქართველო | ამხანაგური | 55'[ა] | [10] | |
7 | 04.02.2000 | ლარნაკა | რუმინეთი | 1–1 | საქართველო | ამხანაგური | 46'[ბ] | [11] | |
8 | 06.02.2000 | ლარნაკა | საქართველო | 2–1 | სომხეთი | ამხანაგური | 7' | 46'[გ] | [12] |
9 | 28.03.2001 | თბილისი | საქართველო | 0–2 | რუმინეთი | მსოფ. შეს. | 52' | [13] |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- რუსეთის თასი: 1996, 1997, 2000, 2001
- რუსეთის ვიცე-ჩემპიონი: 1999, 2000, 2001
ინდივიდუალური
რედაქტირება- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 1999
- საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი „სარბიელის“ ვერსიით: 1998–99[14]
- რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში: 1998 (№2), 1999 (№2)
- მოსკოვის „ლოკომოტივის“ საუკეთესო ბომბარდირი: 1998 (ა. ბოროდიუკთან ერთად)
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება2020 წლის თებერვალში მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა შეადგინეს გუნდის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც თითო ქვეყნიდან მხოლოდ თითო ფეხბურთელი მოხვდა. ქართველთაგან ეს პატივი ზაზა ჯანაშიას ერგო, ვინც 1996–2001 წლებში თამაშობდა ამ კლუბში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყველა დროის ლეგიონერებს შორის.[15]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებათემატური საიტები |
---|
EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Transfermarkt · TFF · UEFA |
მედია |
---|
1tv.ge · Lelo.ge |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgia 2–0 Moldova / FIFA World Cup qualifier // 07.06.1997
- ↑ Georgia 1–1 Russia / International Friendly // 30.05.1998
- ↑ Georgia 0–2 Romania / FIFA World Cup qualifier // 28.03.2001
- ↑ Zaza Janashia's international caps // EU-football.info
- ↑ Грузия 2–0 Молдавия / Чемпионат мира. Отборочный турнир 1998
- ↑ Грузия 1–1 Россия / Товарищеский матч сборных (А) 1998
- ↑ Грузия 1–0 Албания / Чемпионат Европы. Отборочный турнир 2000
- ↑ Грузия 1–1 Словения / Чемп. Европы. Отборочный турнир 2000
- ↑ Грузия 1–4 Норвегия / Чемп. Европы. Отборочный турнир 2000
- ↑ Словакия 0–2 Грузия / Товарищеский матч сборных (А) 2000
- ↑ Румыния 1–1 Грузия / Товарищеский матч сборных (А) 2000
- ↑ Грузия 2–1 Армения / Товарищеский матч сборных (А) 2000
- ↑ Грузия 0–2 Румыния / Чемпионат мира. Отборочный турнир 2002
- ↑ სარბიელის გამოკითხვა // „სარბიელი“, 11.06.1999, № 108 (881), გვ. 4.
- ↑ ქართველთაგან ეს პატივი ზაზა ჯანაშიას ერგო // lelo.ge