კალინინგრადი (რუს. Калининград, 1946 წლამდე კენიგსბერგი) — საპორტო ქალაქი რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არის რუსული ნახევრადექსკლავი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის ბალტიის ზღვაზე. ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით არის 431 500.[1] ეთნუკური შემადგენლობა არის შემდეგი - რუსი 77,9 %, ბელარუსი 8,0 %, უკრაინელი 7,3 %, ლიეტუველი 1,9 %, გერმანელი 0,6 % და პოლონელი 0,5 %.

ქალაქი
კალინინგრადი
Калининград
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი კალინინგრადის ოლქი
შიდა დაყოფა Leningradsky Administrative District, Moskovsky Administrative District და Tsentralny Administrative District
კოორდინატები 54°44′00″ ჩ. გ. 20°29′00″ ა. გ. / 54.73333° ჩ. გ. 20.48333° ა. გ. / 54.73333; 20.48333
ქალაქის მერი Oleg Aminov
დაარსდა 1255
ადრეული სახელები კენიგსბერგი 1946-მდე
ფართობი 215,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5 მეტრი
მოსახლეობა 431 500 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +7 4012
საფოსტო ინდექსი 236010
საავტომობილო კოდი 39
ოფიციალური საიტი klgd.ru
კალინინგრადი — რუსეთი
კალინინგრადი
კალინინგრადი — კალინინგრადის ოლქი
კალინინგრადი

გერმანული ქალაქი კენიგსბერგი, რომელიც დაარსდა 1255 წელს ოკუპირებულ იქნა საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს და 1946 წელს დაარქვეს კალინინგრადი.

სახელწოდება

რედაქტირება

კრულევიეცი 1255 წელს აშენდა ტევტონთა რაინდების მიერ მდინარე პრეგოლას შენაკადთან აღმართული ციხის გარშემო. ამ ციხეს გერმ. Königsberg, ანუ სამეფო მთა ერქვა. ქალაქს ლიეტუვურად ლიეტ. Karaliaučius, ლათ. Karaļauč, ხოლო - რუს. Королевец ეწოდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1946 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მას სახელი შეუცვალა და კალინინგრადი უწოდა - მიხეილ კალინინის საპატივსაცემოდ (რომელიც, მათ შორის, კატინში პოლონელების მასობრივი მკვლელობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი).[2]

2023 წელს პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომლის თანახმადაც მხოლოდ პოლონური სახელწოდება, კრულევიეცი უნდა იქნას გამოყენებული ქალაქ კალინინგრადის მოხსენიებისას, ხოლო კალინინგრადის ოლქზე საუბრისას - კრულევიეცის ოლქი. აღნიშნულ საკითხზე დადგენილება ძალაში 2023 წლის 9 მაისს შევიდა.[2]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

კალინინგრადის დაძმობილებული ქალაქები არიან: