მიხეილ კალინინი
მიხეილ ივანეს ძე კალინინი (რუს. Михаил Иванович Калинин; დ. 7 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1875, ვერხნაია ტროიცა, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 3 ივნისი, 1946, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკოსი, სკკპ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1938–1946)
მიხეილ კალინინი | |
---|---|
რუს. Михаи́л Ива́нович Кали́нин | |
დაბადების თარიღი | 7 (19) ნოემბერი, 1875[1] [2] |
დაბადების ადგილი | Verkhnaya Troitsa |
გარდაცვალების თარიღი | 3 ივნისი, 1946[3] [1] [4] [5] [6] [7] [2] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[3] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ |
მეუღლე/ები | Ekaterina Kalinina |
ჯილდოები | მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1896 წლიდან (1903 წლიდან – ბოლშევიკი). ჩამოაყალიბა მარქსისტული წრე, რომელიც შედიოდა პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირში“. 1899 წლის ივლისში დააპატიმრეს და 10 თვის პატიმრობის შემდეგ თბილისში გადაასახლეს. აქ მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, შევიდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრალურ ჯგუფში, 1900 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუშათა გაფიცვის მოწყობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1901 წელს კი რეველში (ტალინი) გადაასახლეს. 1917 წლის სექტემბერში ქ. პეტროგრადის სახელმწიფო სათათბიროში აირჩიეს, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებაში, რომლის შემდეგ პეტროგრადის ქალაქის თავად დაინიშნა. 1919 წლიდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) თავმჯდომარე, 1922 წლის დეკემბერში, სსრკ-ის შექმნის შემდეგ, აირჩიეს სსრკ ცაკ-ის თავმჯდომარედ, 1926 წლიდან – საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. 1927 წლის 26 ივნისს დაესწრო ზაჰესის საზეიმო გახსნას, აამუშავა პირველი ტურბინა. 1938-1946 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სტალინის უახლოეს პოლიტიკურ გარემოცვაში. 1930-1940-იან წლებში მონაწილეობდა მასობრივი რეპრესიების სანქცირებაში.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- წითელი დროშის ორდენი (1928 და 1930)
- სოციალისტური შრომის გმირი (1944)
- ლენინის ორდენი (1935, 1944 და 1945)
- მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“ (1944)
- მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ (1945)
- მედალი „დიდ სამამულო ომში გამოჩენილი ღვაწლისათვის“ (1945)
- მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის საპატიო კურსანტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მიხეილ კალინინი“ ვიკისაწყობში.
- უ. ბლუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“
- Официальная справка члена ЦК
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ 3.0 3.1 Калинин Михаил Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen