მთავარი მენიუს გახსნა

გრონინგენი — ქალაქი ნიდერლანდში, თავისივე სახელწოდების პროვინციის მთავარი მუნიციპალიტეტი და დედაქალაქი.

ქალაქი
გრონინგენი
ნიდერლ. Groningen
GroningenCity Montage.jpg
დროშა გერბი
Flag Groningen city.svg Groningen stad wapen.svg

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია (ნიდერლანდები)|ნიდერლანდების პროვინციები|პროვინცია გრონინგენი
კოორდინატები 53°13′00″ ჩ. გ. 6°33′00″ ა. გ. / 53.21667° ჩ. გ. 6.55000° ა. გ. / 53.21667; 6.55000
მმართველი Peter den Oudsten[1]
ფართობი 83,69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7 მეტრი
ოფიციალური ენა ნიდერლანდური ენა და Gronings
მოსახლეობა 192 735 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 1 769 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2 469
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 050
საფოსტო ინდექსი 9711–9747
ოფიციალური საიტი groningen.nl
გრონინგენი — ნიდერლანდები
გრონინგენი

190 000 (2012) მცხოვრებით იგი ჩრდილოეთ ნიდერლანდების უმსხვილესი ქალაქია. გრონინგენი საუნივერსიტეტო ქალაქია, ცხოვრობს დაახლოებით 37 000 სტუდენტი.

ისტორიარედაქტირება

ქალაქი ჰონდსრუგის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში დაარსდა. უძველესი დოკუმენტები მის არსებობას 1040 წლისთვის იუწყებიან, თუმცა, იგი ბევრად მეტი ხნის წინაც არსებობდა. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაკვალევი ძვ. წ. 3950-3720 წლებს მიეუკუთვნება. მიუხედავას ამისა, პირველი მნიშვნელოვანი დასახლებები ძვ. წ. III საუკუნეში გაჩენილა.

XIII საუკუნეში, როცა გრონინგენი ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, ქალაქის ხელმძღვანელობის დავალებით მისმა მაცხოვრებლებმა დასახლებას კედლები შემოავლეს. დიდი იყო ქალაქის გავლენა მიმდებარე მიწებზე და შედეგად, ენის საკუთარი დიალექტი ჩამოაყალიბა. ქალაქის გავლენის ზენიტი XV საუკუნის ბოლოს იყო, როდესაც მეზობელი ფრისლანდიის პროვინცია მას ექვემდებარეობდა.

1614 წელს დაარსდა გრონინგენის უნივერსიტეტი, ძირითადად რელიგიური განათლებისთვის. ამავე პერიოდში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქალაქის ახალი კედლებიც აშენდა. ამ კედლებმა მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა 1672 წელს, მესამე ანგლო-ჰოლანდიური ომის დროს, როცა ცეცხლით უტევდა მიუნსტერის ეპისკოპოსი ბერნჰარდ ვონ გალენი.

ქალაქი ვერ გაექცა II მსოფლიო ომის გამანადგურებელ შედეგებს. 1945 წელს, გრონინგენის ბრძოლაში მთლიანად დაინგრა მთავარი მოედანი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება