ლუკა გუგუჩია
ლუკა გუგუჩია (დ. 10 დეკემბერი, 1991) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ შემტევი ნახევარმცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუკა გუგუჩია | ||
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1991 | ||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველო | ||
სიმაღლე | 179 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ზუგდიდი | ||
ნომერი | 77 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009-2012 | ბაია ზუგდიდი | 30 | (4) |
2011 | → ტორპედო ქუთაისი | 4 | (1) |
2011-2012 | ბაია ზუგდიდი | 15 | (4) |
2012 | ზესტაფონი | 4 | (1) |
2012-2014 | ზუგდიდი | 38 | (4) |
2014-2015 | კოლხეთი-1913 ფოთი | 11 | (1) |
2015- | ზუგდიდი | 4 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008-2009 | საქართველო 17 წლ. | 3 | (0) |
2009 | საქართველო 19 წლ. | 1 | (0) |
2010-2011 | საქართველო 21 წლ. | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მარტი, 2015 |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაკარიერა დაიწყო ზუგდიდის „ბაიაში“, რომელიც ახლა ზუგდიდის სახელით გამოდის. 2011 წლის იანვრიდან ნახევარი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით იმყოფებოდა ქუთაისის „ტორპედოში“.[1] იჯარის დამთავრების შემდეგ ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც 2012 წლის იანვრამდე დარჩა, შემდეგ მან „ზესტაფონთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა,[2] თუმცა იანვარში, შეკრებისთანავე ფეხბურთელმა ხერხემლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს შეკრებაზეც არ წაჰყოლია.[3] 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში გუგუჩია „ზუგდიდში“ დაბრუნდა, სადაც 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩა, შემდეგ კი ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა. „კოლხეთში“ გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ მშობლიური ქალაქის კლუბს დაუბრუნდა.
სანაკრებო
რედაქტირებასაქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს 3 მატჩი, თითო მატჩი ჩაატარა 19 და 21 წლამდელთა შორის. 19 წლამდელთა შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2009 წლის 14 ოქტომბერს მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ, სადაც 61 წუთზე შეცვალეს, მატჩი ფრედ (1-1) დასრულდა, საბოლოო ანგარიში ჯანო ანანიძემ დააფიქსირა, ხოლო 21 წლამდელთა შემადგენლობაში მისი ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2011 წლის 10 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში მოლდოვის წინააღმდეგ, სადაც მე-80 წუთზე ვალერი ყაზაიშვილი შეცვალა.[4]
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (1): 2011/2012
- საქართველოს თასის ფინალისტი (2): 2010/2011, 2011/2012
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1): 2011/2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ტორპედომ“ „ბაიადან“ გუგუჩია და წურწუმია ინათხოვრა, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 28 დეკემბერი, 2010.
- ↑ ლუკა გუგუჩია - 3 წლით „ზესტაფონში“, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 19 დეკემბერი, 2011.
- ↑ „ზესტაფონს“ ლუკა გუგუჩია უბრუნდება, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 27 მარტი, 2012.
- ↑ ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვასთან 2:2 ითამაშა , „სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“ ოფიციალური საიტი, 11 აგვისტო, 2011.