გოჩა ტყებუჩავა
გოჩა ტყებუჩავა (დ. 24 ნოემბერი, 1963) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 1982 წელს, საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში. 2014 წლის მაისიდან თავკაცობს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გოჩა ტყებუჩავა | ||
დაბადების თარიღი | 24 ნოემბერი, 1963 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1982 | ლოკომოტივი | ||
1982 | დინამო–2 თბილისი | ||
1982–1983 | დინამო მოსკოვი | 36 | (3) |
1984–1987 | გურია ლანჩხუთი | 132 | (16) |
1988 | დინამო თბილისი | 12 | (1) |
1988–1991 | გურია ლანჩხუთი | 98 | (4) |
1991–1992 | იბერია თბილისი | 19 | (0) |
1992–1993 | ილვესი | 42 | (8) |
1993–1994 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
1994–1995 | ჰაპოელი აშდოდი | 26 | (8) |
1995–1996 | ჰაკოაჰი რამათ–განი | 27 | (7) |
1996 | ჰაპოელი აშკელონი | ? | (3) |
1996–1997 | ჰაკოაჰი რამათ–განი | 17 | (6) |
1997 | მაკაბი ჰერცლია | 5 | (0) |
1997–1999 | ჰაკოაჰი რამათ–განი | ? | (13) |
1999–2000 | ბეიტარი თელ–ავივი | ? | (2) |
ეროვნული ნაკრები | |||
1983 | სსრკ 20 წლ. | ? | (?) |
1994 | საქართველო | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2001 | დინამო თბილისი | ||
2004 | საქართველო | ||
2012 | ბაია ზუგდიდი | ||
2014– | საქართველო 17 წლ. | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერარედაქტირება
მოთამაშისრედაქტირება
საკლუბორედაქტირება
კარიერა დაიწყო თბილისის „ლოკომოტივში“ 1982 წელს. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში ჩატარებული ტამდენიმე თამაშის შემდეგ გადავიდა თბილისის დინამოში, ჩაატარა მხოლოდ ერთი მატჩი სარეზერვო გუნდში და გადავიდა მოსკოვის დინამოში. საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა 23 მაისს, მე–12 ტურის მატჩში პახტაკორის წინააღმდეგ,შეცვალა ალექსანდრე ბოროდიუკი და 86–ე წუთზე შეძლო გოლის გატანა[1]. მთელ სეზონში ითამაშა 17 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. 1983 წლის სეზონში ასევე ითამაშა დინამოში, 1984 წელს კი გადავიდა ლანჩხუთის გურიაში. 3 წლის მანძლზე გოჩამ ჩაატარა 132 მატჩი და გაიტანა 16 გოლი. 1986 წელს იგი დაეხმარა გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში, მაგრამ შემდეგ სეზონში ბოლო ადგილის დაკავების გამო გუნდი ისევ პირველ ლიგაში დაბრუნდა, რის გამოც გოჩამ დატოვა გურია. 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის დინამოში, მაგრამ ზაფხულში ისევ გურიაში დაბრუნდა, სადაც ითამაშა 4 სეზონი, ჩაატარა 98 მატჩი და მიითვალა 4 გოლი.1991 დან 1992 წლამდე თამაშობდა იბერიაში, 1992 დან 1993 წლამდე ფინურ ილვესში. 1993–1994 წლებში ირიცხებოდა თბილისის დინამოში, ხოლო 1994 წელს გადავიდა ისრაელში, სადაც ითამაშა კარიერის დასასრულამდე(2000).
საბაკრებორედაქტირება
1983 წელს გოჩა გამოიძახეს საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მექსიკაში ჩატარდა, მაგრამ არც ერთი მატჩი არ უთამაშია[2].
მისი ერთადერთი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 1994 წლის 26 ივნისს ლატვიის წინააღმდეგ.
მწვრთნელისრედაქტირება
პროფესიონალური კარიერის შემდეგ ხელი მიჰყო მწვრთნელობას. 2001 წელს წვრთნიდა თბილისის დინამოს, 2004–2005 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო 2012 ში ზუგდიდის ბაიას.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ დინამო (მოსკოვი) 3 — 1 პახტაკორი (ტაშკენტი). КЛИСФ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-01. ციტირების თარიღი: 2011-07-19.
- ↑ FIFA U-20 World Cup Mexico 1983 Soviet Union. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-14. ციტირების თარიღი: 2011-07-12.