ირაკლი ქობალია (დ. 13 მარტი, 1992, სენაკი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ თავდამსხმელი. გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.

ირაკლი ქობალია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ირაკლი ქობალია
დაბადების
თარიღი
13 მარტი, 1992 (1992-03-13) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
სენაკი, საქართველო
სიმაღლე 1.85
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზუგდიდი
ნომერი 10
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010-2013 ზუგდიდი 44 (17)
2011-2012მეტალურგი (იჯარით) 0 (0)
2013-2014 ზესტაფონი 8 (4)
2014-2015 კოლხეთი ხობი 12 (5)
2015-2016 ზუგდიდი 12 (1)
2016- გურია 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2010-2013 საქართველო 21 წლ. 2 (0)
2012-2013 საქართველო 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მარტი, 2015
„ზესტაფონში“

კარიერა რედაქტირება

კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიაში“. 2011 წელს იჯარით წესით იმყოფებოდა რუსთავის „მეტალურგში“, სადაც ჩაატარა მხოლოდ 5 მატჩი, უეფა-ს ევროპის ლიგის 2011-12 წლების სეზონის შესარჩევ ეტაპზე და პლეი-ოფში. სომხეთის საფეხბურთო კლუბ „ბანანცის“ წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, 48-ე წუთზე ირაკლი ქობალიამ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა,[1] 49-ე წუთზე კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.[2] 2 მატჩის ჯამში რუსთაველებმა 2-1 გაიმარჯვეს. „ზუგდიდში“ 2013 წლამდე ითამაშა, შემდეგ „ზესტაფონში“ გადავიდა. 2014 წლის აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით პირველ ლიგაში მოასპარეზე ხობის „კოლხეთს“ შეუერთდა. 2015 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ზუგდიდში“ დაბრუნდა.

2010-11 და 2012-13 წლების სეზონებში „ზუგდიდელთა“ რიგებში შეძლო ყველაზე მეტის, 7 გოლის გატანა.

ტიტულები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Banants v Metalurgi Rustavi Leg. 1 Match. UEFA Europa League (30 ივნისი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2011.
  2. ინფორმაცია მატჩის შესახებ Soccerway-ზე, ბანანცი 0:1 მეტალურგი რუსთავი