მურთაზ ხურცილავა (დ. 5 იანვარი, 1943, ბანძა, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

მურთაზ ხურცილავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მურთაზ კალისტრატეს ძე ხურცილავა
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1943 (1943-01-05) (80 წლის)
დაბადების
ადგილი
ბანძა, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1961–1975 დინამო თბ. 293 (15)
1975–1976 ტორპედო ქ. 47 (4)
ეროვნული ნაკრები
1965–1973 სსრ კავშირი 69 (6)
სამწვრთნელო კარიერა
ლოკომოტივი სამტრედია
1977 დინამო ზუგდიდი
1982 გურია ლანჩხუთი
1987–1989 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1997–1999 დინამო თბილისი
1999 ლოკომოტივი თბილისი
1999–2001 საქართველო 21 წლ.
2001–2003 საქართველო (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მურთაზ ხურცილავა ეროვნულ ნაკრებში

ბიოგრაფია რედაქტირება

იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ხუთჯერ პირველ ნომრად.[2][3]
2013 წელს მიიღო სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[4]

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის მურთაზ ხურცილავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[5]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1965–1973 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 69 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.[6][7][8][9]

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1965 5 0
1966 6 0
1967 14 2
1968 6 3
1969 3 0
1970 8 0
1971 4 0
1972 17 1
1973 6 0
ჯამში 69 6

მსოფლიო ჩემპიონატებზე რედაქტირება

მურთაზ ხურცილავამ მსოფლიო ჩემპიონატების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[10]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1966   ინგლისი   7 ნახევარმცველი 3 0 2 0 1
მეოთხე ადგილი
1970   მექსიკა   8 მცველი 3 0 2 0 1 მეოთხედფინალი

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მურთაზ ხურცილავა 717 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[11][12]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მურთაზ ხურცილავა საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[13][14]

2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1970[15][16]

სანაკრებო რედაქტირება

  საბჭოთა კავშირი
მსოფლიო ჩემპიონატი
  • მეოთხე ადგილი: 1966
ევროპის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1972

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1968, 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1965, 1966
  • №3: 1963, 1967, 1970

ლიტერატურა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Соскин, А., 1972, გვ. 362–363
  2. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  3. Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 29 დეკემბერი, 2018.
  4. ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. 5. მურთაზ ხურცილავა 17 დეკემბერი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 იანვარი, 2020. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
  5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ.. სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2022
  6. Roberto Mamrud and Matthias Arnhold (2 მაისი, 2018). Soviet Union/CIS – Record International Players. Appearances for Soviet Union/CIS National Team. Goalscoring for Soviet Union/CIS National Team. Jozef Sabo – Caps 69, Goals 6, First Cap – 03/10/1965, Last Cap – 5/ 8/1973. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  7. Murtaz Khurtsilava · International Matches. Murtaz Khurtsilava · Date of birth: 5 January 1943 · Position: Defender. Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  8. Murtaz Khurtsilava · Club-statistics · Country-statitistics · Games · Benjamin Strack-Zimmerman. National Football Teams. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  9. მჭედლიშვილი, კ., 1975, გვ. 122
  10. Murtaz Khurtsilava in the World Cups · Information about Murtaz Khurtsilava and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. Player Profile for Murtaz Khurtsilava in the Soccer World Cups. Murtaz Khurtsilava · Born Date: January 05, 1943; National Team: Soviet Union; Position: Defender, Midfielder; Jersey Number: 7 and 8 · წყარო: The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
  11. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  12. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022
  13. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022
  14. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  15. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (29 თებერვალი, 2012). Soviet Union Cup 1970 — Dinamo Moskva 2–1 Dinamo Tbilisi. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 15 ივლისი, 2018.
  16. „დინამო“ მოსკოვი 2–1 „დინამო“ თბილისი — 8 აგვისტო, 1970. "Динамо" (Москва) - "Динамо" (Тбилиси) 2:1 (1:0). Голы: 1:0 В.Эштреков (17), 2:0 Г.Еврюжихин (62), 2:1 Ш.Хинчагашвили (67). 8 августа 1970. 18:00. Финал. Москва. Центральный стадион имени В.И.Ленина. Второй тайм электроосвещение. Ясно. 24 градуса. 103000 зрителей. Источник: Интернет ресурсы & Ткачук И.А.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 18 დეკემბერი, 2018.