ბორის პაიჭაძე
ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ონჭიქეთი, ჩოხატაური, რუსეთის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1936–1951 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940) და ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1936, 1946, 1947, 1950). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944),[1][2] საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1974), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988),[3] საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.[4][5][6][7]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბორის პაიჭაძე | ||
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1915 | ||
დაბადების ადგილი |
ონჭიქეთი, ჩოხატაური, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1990 (75 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 170 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1934–1935 | ზიი თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936–1951 | დინამო თბ. | 195 | (111) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1953–1954 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[8][9][10][11][12]
მის სახელს ატარებს მთავარი და ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი საქართველოში, რომელიც თბილისის „დინამოს“ საშინაო მოედანია.[13] 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.[14][15]

ბიოგრაფიარედაქტირება
ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს, სოფელ ონჭიქეთში, სოლომონ პაიჭაძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.[17] რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ონჭიქეთიდან ფოთში გადადის, სადაც 7 წლის ბორისი ფოთის ოთხკლასიან სკოლაში შეყავთ სასწავლებლად. იმ პერიოდის საქართველოს დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებით ფოთში ფეხბურთი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სპორტის ეს სახეობა ინგლისელ მეზღვაურებს პირველად სწორედ აქ შემოაქვთ და „დინამოს“ მომავალი კაპიტნის საფეხბურთო ოდისეაც ამ ზღვისპირა ქალაქიდან იწყება. ფეხბურთისადმი ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი თანდათან შეუქცევად ხასიათს იღებს და მალევე არღვევს სათამაშო აზარტისა თუ სიახლისადმი ცნობისმოყვარეობის პირობით საზღვრებს. ტყავის ბურთის წინ და უკან თუ აქეთ-იქით გორება მოკლე დროში სპორტული საქმიანობის იერსახეს იძენს და ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით იქმნება სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები, მათ შორის: ნავსადგურის მუშათა გუნდი, გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდი, რკინიგზელთა გუნდი, „რემედასი“, „ურანი“, მოგვიანებით — ფოთის პირველი და მეორე საფეხბურთო ნაკრები, რომელთა რიგებშიც იმ დროის კვალობაზე საკმაოდ კარგი მონაცემების ახალგაზრდა, ძლიერი და ტექნიკური მოთამაშეები გამოდიან და თვითმხილველებისა და ფეხბურთის ისტორიკოსების გადმოცემით ხშირად ტოლს არ უდებენ „საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში“ მათზე ბევრად გამოცდილ ბრიტანელ თუ სხვა უცხოელ „კოლეგებს“. ბორის პაიჭაძეს სხვადასხვა ინტერვიუსა თუ საუბარში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის და მისი თანატოლები თითქმის არცერთ თამაშს არ აცდენდნენ და მისივე სიტყვებით — ერთად იზიარებდნენ ადგილობრივი საფეხბურთო ციებ-ცხელებით გამოწვეულ ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს.
16 წლის ბორის პაიჭაძე ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში იწყებს თამაშს, სადაც 1934 წლამდე გამოდის. ამის შემდეგ, მომდევნო ორი წელი ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის[კომ. 1] გუნდის რიგებშია, რომელიც სასწავლებლის რუსული სახელწოდების აბრევიატურის მიხედვით თბილისის ზიი-ს[კომ. 2] სახელით ასპარეზობს.[18] გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების ახალგაზრდა შეუმჩნეველი არ რჩებათ დედაქალაქის მთავარი გუნდის მესვეურებს და 1936 წელს მას თბილისის „დინამოში“ იწვევენ. „დინამოელები“ იმ დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ანუ „ბ“ ჯგუფში გამოდიან. თბილისელთა მაისურით ბორის პაიჭაძე პირველად იმავე წლის 6 ივნისს — დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე და პირველივე შეხვედრაში ახერხებს მეტოქის კარის აღებას. 1936 წლის შემოდგომაზე თბილისის „დინამო“ საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფში ანუ უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს.
პირველი შეხვედრა 7 სექტემბერს, თბილისში — „დინამოს“ სტადიონზე იმართება. მასპინძლები კიევის „დინამოს“ უპირისპირდებიან. შეხვედრას 10 ათასი მაყურებელი ესწრება. ანგარიშს მატჩის მე-3 წუთზე სტუმრები ხსნიან, ბურთი შჩეგოცკის გააქვს — 0–1. მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელი ნიკოლაი სომოვი ანგარიშის გაქვითვას ახერხებს — 1–1. პირველი ტაიმის მიწურულს პაიჭაძე კვლავ აწინაურებს თავის გუნდს — 2–1. თუმცა შეხვედრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე კიეველთა ნახევარმცველი ვლადიმერ გრებერი ზუსტი დარტყმით ანგარიშს ათანაბრებს და მატჩიც ფრედ — 2–2 მთავრდება. ამ ისტორიული მატჩის შემდეგ ბორის პაიჭაძე საბოლოოდ იმკვიდრებს თავის ადგილს თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში.[19]
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- ფინალისტი: 1936, 1937, 1946 [20]
ინდივიდუალურირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 195. 371 გვ.
- მამულაშვილი, ვასილ., დიდი ფეხბურთის მოედნებზე, თბ.: საბლიტგამი, 1957. — გვ. 41–45, 266. 312 გვ.
- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთის დიდოსტატები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 4–19. 70 გვ.
- Винокуров В. И.; Владимиров В. Г., Всё о футболе / Соскин А. М. (сост.), М.: ФиС, 1972. — გვ. 334. 448 გვ.
- Соскин А. М. (сост.), Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи, М.: ФиС, 1972. — გვ. 334. 448 გვ.
- Черневич Г. Л.; Школьников Е. А., Динамо. Энциклопедия, М.: Олма-пресс, 2003. — გვ. 335. 477 გვ., ISBN 5-224-04399-9.
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- ასანიშვილი, ზ.; ბაბუნაშვილი, ი.; მიგრიაული, თ., ბორის პაიჭაძე 100, თბ.: ფავორიტი სტილი, 2015.
- გაგუა, ოთარ., ბორის პაიჭაძე / კასილი, ლევ. (შესავ. წერილის ავტ.), თბ.: საქ.კპ ცკ-ის გამ-ბა, 1990.
- გაგუა, ოთარ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ.: ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, 1984. — გვ. 637.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ., თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ., საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- პაიჭაძე, ბორის (1960). ბრძოლა ოქროს ქალღმერთისათვის. თბ.: ნაკადული.
- ტორაძე, გულბათ (1997). ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები. თბ..
- ტორაძე, გულბათ (2013). ქართული ფეხბურთი ჩემს ცნობიერებაში. თბ.: ფავორიტი პრინტი.
- ღოღობერიძე, ავთანდილ (1963). ბურთით ცხრა მთას იქით. თბ.: საქ. ჟურნალისტთა კავშირი.
- ყიფიანი, ედიშერ (1954). ბურთი და მოედანი : ნარკვევები ქართველ სპორტსმენებზე. თბ.: საბლიტგამი.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. М.: Физкультура и спорт.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг). М.: Физкультура и спорт.
პერიოდიკარედაქტირება
- თბილისის „დინამოს“ მწვრთნელები // გაზ. „ლელო“, 8 აპრილი, 1978, № 69 (6134), გვ. 3, ISSN 2233-3827.
- ჯაფარიძე, ოთარ. დავუბრუნოთ ქართული ფეხბურთის ისტორიას დავიწყებული გუნდებისა და ფეხბურთელების სახელები // ჟურნ. „ათიანი“, იანვარი, 2015, № 70, გვ. 18–25, ISSN 1512-1658.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- ბორის პაიჭაძე — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
Bombarder.narod.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Footballplayers.ru · WorldFootball.net |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი |
ბორის პაიჭაძე 100 · უცნობი ისტორიები: ბორის პაიჭაძე · ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე |
კომენტარებირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Винокуров В. И. 1972, pp. 334.
- ↑ Соскин А. М. 1972, pp. 334.
- ↑ ბერიშვილი, ე. 2013, pp. 186.
- ↑ ბორის პაიჭაძე. ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 10 იანვარი, 2020.
- ↑ ბორის პაიჭაძე — პერსონალური გვერდი. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Пайчадзе, Борис Соломонович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. dinamo-tbilisi.ru. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.
- ↑ Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. Справочник знакомит читателей с предстоящим футбольным сезоном 1950 года, а также расскажет о прошедшем сезоне 1949 года, других футбольных событиях в СССР. Гранаткин В.А., Ильин С.В. (сост.). - М.: "Физкультура и спорт", 1950. — გვ. 36. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
- ↑ Всё о футболе. Страны. Клубы. Турниры. Футболисты. Тренеры. Судьи. «Всё о футболе» — это история мирового и отечественного футбола: футбольные державы, наиболее известные клубы, 50 различных международных турниров, а также краткие спортивные биографии мастеров кожаного мяча — Федотова, Яшина, Заморы, Пеле, Гарринчи, тренеров — Аркадьева, Якушина, Маслова. Феолы, судей — Латышева, Бахрамова, Эллиса. «Всё о футболе» — надежный помощник для всех: футболистов, тренеров, судей, журналистов, статистиков, болельщиков. Составитель — Соскин Александр Максимович. - М.: "Физкультура и спорт", 1972. — გვ. 334. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2018.
- ↑ ტორაძე, გ. 1987, pp. 4–19.
- ↑ ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. 4. ბორის პაიჭაძე. 17 დეკემბერი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 იანვარი, 2020. წყარო: Goal.Ge. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2020.
- ↑ ლაშა თაბაგარი (3 თებერვალი, 2015). ბორის პაიჭაძე — „ბერმუხა“, „კარუზო“, „რაინდი“, „მოხეტიალე ფორვარდი“ — ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბორის პაიჭაძეს, რომლის დაბადებიდან 3 თებერვალს 100 წელი შესრულდა, სამართლიანად უწოდეს „ქართული ფეხბურთის ბერმუხა“. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 20 დეკემბერი, 2019. წყარო: Worldsport.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
- ↑ ლაშა გოდუაძე (3 თებერვალი, 2015). კარიერა ფრაზებში: ბორის პაიჭაძე — ბორის პაიჭაძე პირველია, ვისი სახელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 20 დეკემბერი, 2019. საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2019.
- ↑ თამაზ ჩიქვანაია (3 თებერვალი, 2018). ბორის პაიჭაძე — ქართული ფეხბურთის პატრიარქი „დიდი ურუგვაელი“ — ბევრი სპეციალისტის აზრით, საქართველოში ფეხბურთი მასზე უკეთ არავის უთამაშია. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში მისი თამაში პირველად რომ ნახეს, „ფეხბურთის კარუზო“ შეარქვეს. georgia.com. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2018.
- ↑ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა — ისტორია — არქიტექტორები: გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი; ტევადობა: 54 139; საფარი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი; ფაქტები: გახსნა — 1936, რეკონსტრუქცია — 1976, რეკონსტრუქცია — 2006, რეკონსტრუქცია — 2015. 2011 წლიდან მოიხსენიება როგორც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2018.
- ↑ ნინო გაბელია (3 თებერვალი, 2015). ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებები თბილისსა და რუსთავში — გასული საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის სახელი დღეიდან ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ოფიციალურად მიენიჭა. მაისში კი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცემა. საზოგადოებრივი მაუწყებელი. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
- ↑ ლაშა თაბაგარი (3 თებერვალი, 2015). საუკეთესო ბომბარდირისთვის პაიჭაძის სახელობის პრიზი დაწესდა — მიმდინარე სეზონიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი გადაეცემა. „მსოფლიო სპორტი“. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
- ↑ Stamp › Boris Paichadze
- ↑ ბესო გვაზავა (16 ოქტომბერი, 2013). ბორის პაიჭაძე — ფეხბურთის კარუზო — თბილისის „დინამოს“ პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში და არა, როგორც ამბობენ, ფოთში (ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ოთარ გაგუა ავრცელებს). მომავალი ფეხბურთელი ქალაქ ფოთში 5 წლის ასაკში 6 და-ძმასთან ერთად გადასახლდა. sazogadoeba.ge. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2018.
- ↑ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი (ЗИИ) // დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვ. არსენიშვილი, ა. ქოიავა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა // ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2019.
- ↑ «Динамо» Тбилиси 2–2 «Динамо» Киев — Чемпионат СССР 1936 (о); Группа «А»; 1-й тур. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
- ↑ «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси · Кубок СССР 1946 · Финал · 20.10.1946 · Москва, Центральный стадион «Динамо» · Зрителей: 70 000. FootballFacts.ru. წაკითხვის თარიღი: 13 იანვარი, 2019.
- ↑ Черневич Г. Л.; Школьников Е. А. 2003, pp. 335.
- ↑ Клуб Федотова (12 ნოემბერი, 2018). Борис Пайчадзе – Клуб Григория Федотова — Сайт об отечественных бомбардирах , забивших 100 и более голов. klubfedotova.ru. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2019.
- ↑ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (6 მარტი, 2013). საქართველოს XX საუკუნის ნაკრები — სპორტული გაზეთის „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები უნდა გამოევლინა. msy.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 1 იანვარი, 2019.