ვლადიმერ ელოშვილი
ვლადიმერ ელოშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1927, ტფილისი, საქართველოს სსრ — გ. 20 ნოემბერი, 2009, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1950).[2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვლადიმერ სერგის ძე ელოშვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1927 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, საბჭოთა კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 20 ნოემბერი, 2009 (81 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 168 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1945–1946 | შრომითი რეზერვები | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1947–1948 | ლოკომოტივი | ? | (?) |
1949–1959 | დინამო თბ. | 166 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბიოგრაფია
რედაქტირება1949–1959 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1949 წლის 13 სექტემბერს, საკავშირო პირველობის 34-ე ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 40 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ვლადიმერ მარღანია, გრიგოლ გაგუა, ედმონტ ტანტიბა, იბრაჰიმ სარჯველაძე, გრიგოლ ჭელიძე, გარი გარიშვილი, მიხეილ ჯოჯუა, რევაზ მახარაძე, ანდრო ზაზროევი, ნიკოლოზ თოდრია და ავთანდილ ღოღობერიძე. ვლადიმერ ელოშვილი გარი გარიშვილის ნაცვლად შემოვიდა მინდორზე. დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 6–1 დამთავრდა.[4]
თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1959 წლის 6 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, კიშინიოვის „მოლდოვას“ წინააღმდეგ ითამაშა. დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ანზორ კავაზაშვილი, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჩოხელი, გივი ხოჭოლავა, ალექსანდრე კოტრიკაძე, ჯემალ ზეინკლიშვილი, თენგიზ მელაშვილი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი, ვლადიმერ ბარქაია და მიხეილ მესხი. შეხვედრა კიშინიოვის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–0 დამთავრდა.[5]
საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1951, 1953). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1967).[6][7]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[8][9]
მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი და სხვ.[10]
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის ვლადიმერ ელოშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[11]
ფაქტები
რედაქტირება1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ვლადიმერ სერგის ძე ელოშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[1][12]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ვლადიმერ ელოშვილი 481 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[13][14]
ვლადიმერ ელოშვილი, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი იმათგანია, ვინც შემტევი სტილის მცველის სახელი დაიმკვიდრა. გამოჩენილმა მწვრთნელმა მ. იაკუშინმა თავის წიგნში, „ფეხბურთის მარადი საიდუმლოება“, ასე დაახასიათა: „ელოშვილი გახლდათ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი მცველი, რომელმაც დაიწყო შეტევაში ჭკვიანურად ჩართვა. მისი გამოჩენა მოულოდნელი იყო მეტოქისათვის. იგი საოცარი სისწრაფითა და სიზუსტით მიჰქროდა ბურთიანად მეტოქის კარისკენ და თავის რეიდებს, ან კარში დარტყმით ამთავრებდა, ან მეტოქის საჯარიმოზე ჰკიდებდა ზუსტად, თანაგუნდელთა მისამართით, მისი ეს გამოგონება ბევრმა გადაიღო“.[15]
მიღწევები
რედაქტირებაინდივიდუალური
რედაქტირება- 33 საუკეთესო
- №3: 1956, 1957
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა (2013). ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბ.: პალიტრა L.
- ლოლაძე, დემიკო (2012). ვლადიმერ ელოშვილი. თბ..
- ჟორდანია, ანდრო (1976). ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. თბ.: საბჭოთა საქართველო.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989, თბ.: სტამბა–96, 1999.
- თედორაძე, ზურაბ, თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989, თბ., 2002.
- თედორაძე, ზურაბ, საკლუბო გუნდების შედეგები სსრ კავშირის ჩემპიონატებში : უმაღლესი ლიგა, 1936–1991, თბ., 2001.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь. М.: Физкультура и спорт.
- Гранаткин, В.А.; Ильин, С.В. (1950). Справочник по футболу. Первенство СССР 1950 г. (II круг). М.: Физкультура и спорт.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი
- გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი
- ქართული პრესის ელექტრონული არქივი
- dinamo-tbilisi.ru (დაარქივებული)
dinamo-tbilisi.ru · FootballFacts.ru |
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
Спортивный некрополь |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ მოიერიშე მცველი / დემიკო ლოლაძე. იხილე: ქართული ფეხბურთი / საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბიულეტენი. თბილისი, 1999. ნოემბერი-დეკემბერი. N11-12. გვ. 15-16. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
- ↑ მთელი ცხოვრება ფეხბურთში : ვლადიმერ ელოშვილი - 80 / დემიკო ლოლაძე. იხილე: საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2007. 18 დეკემბერი, N246 (5847), 13 გვ. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ «Динамо» Тбилиси 6–1 «Динамо» Киев / Footballfacts.ru
- ↑ «Молдова» Кишинёв 2–0 «Динамо» Тбилиси / Footballfacts.ru
- ↑ დემიკო ლოლაძე (15 მარტი, 2012). გახსენება — ვლადიმერ ელოშვილი. ციტატა: „ვლადიმერ ელოშვილი თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი ფეხბურთელი იყო, რომელიც 1949–1959 წლებში, 10 სეზონის მანძილზე იცავდა „დინამოს“ ღირსებას. დიდ ფეხბურთთან გამოთხოვების შემდეგ, ჭაბუკების აღზრდას მოჰკიდა ხელი და ამ კუთხითაც გაითქვა სახელი. უამრავი ფეხბურთელი აღზარდა: ჩივაძე, გუცაევი, კანთელაძე, გოგია, კოპალეიშვილი და მრავალი სხვა. 1967 წელს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. იმ ნაკრებში ვლადიმერ ელოშვილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მან, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი წოდება მიიღო — გახდა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი.“
- ↑ ვლადიმერ ელოშვილი — პერსონალური გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-12. ციტირების თარიღი: 2022-05-17.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР
- ↑ ვლადიმერ ელოშვილი — 86. ციტატა: „დღეს ქართული ფეხბურთის და „დინამო“ თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის — ვლადიმერ ელოშვილის დაბადების დღეა. დღეს ჩვენი გუნდის კაპიტანი 86 წლის გახდებოდა. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ შემადგენლობაში 1949–1959 წლებში ასპარეზობდა. 1951 და 1953 წლის პირველობის ვერცხლის მედლების მფლობელი. 1950 წლის გათამაშების მესამეადგილოსანი. სსრკ-ს ჩემპიონატში ჩაატარა 162 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. ორჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. მიანიჭეს სსრკ-ს დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. მწვრთნელობის პერიოდში (1961–1987) აღზარდა არაერთი ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი. მათ შორის: ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ფირუზ კანთელაძე, დავით გოგია, ვახტანგ კოპალეიშვილი... 1967 წელს სსრკ-ს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვლადიმერ ელოშვილი იმ გუნდის მწვრთნელი გახლდათ. ქართული ფეხბურთის ამაგდარი 2009 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.“ 18 დეკემბერი, 2013.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №541. 1997 წლის 25 სექტემბერი, ქ. თბილისი. თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ..
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
- ↑ პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
- ↑ 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 2022-05-04.
- ↑ მთელი ცხოვრება ფეხბურთში // „საქართველოს რესპუბლიკა“ 18.12.2007