ალაზანი (საფეხბურთო კლუბი)

ქართული საფეხბურთო კლუბი გურჯაანიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ალაზანი გურჯაანი (საფეხბურთო კლუბი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალაზანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალაზანიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ გურჯაანიდან.

ალაზანი
დაარსდა 1962
სტადიონი დავით ყიფიანის სტადიონი, გურჯაანი
(ტევადობა: 3000)
ლიგა მეორე ლიგა

საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა.[კომ. 1] თუმცა მანამდე იყო გუნდები — „ლოკომოტივი“, „კოლმეურნე“ და გურჯაანის ნაკრები გუნდი. სპორტული გაერთიანების კოორდინატორის, ნიკოლოზ ძველიშვილის გადმოცემით, იმ დროისთვის სტადიონი გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იყო და ყველა საფეხბურთო მატჩი იქ იმართებოდა. გურჯაანის „კოლმეურნე“ იმ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამის მერე მიიღეს მონაწილეობა საკავშირო პირველობაზე — „ოქროს თავთავის თასი“. ეს დაახლოებით 1958–59 წლებში ხდებოდა. მას შემდეგ, რაც გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შვიდი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს. ყველა მათგანი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით იყო დაჯილდოებული, რაც იმ პერიოდში დიდ მიღწევად ითვლებოდა. სტადიონი ცხრა აპრილის ქუჩაზე 1963 წელს გადაიტანეს, რომელიც დახლოებით 15 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. იქ იმართებოდა ამხანაგური მატჩები — მინსკის „დინამოსთან“, მოსკოვის „ტორპედოსთან“, თბილისის „დინამოსთან“ და სხვა გუნდებთან.[1]

საქართველოს სსრ ჩემპიონატებში (პირველი ჯგუფი) მონაწილეობდა 1940, 1962–63, 1971, 1973 და 1981–84 წლებში. 1964–1970 წლებში მონაწილეობდა საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ კლასში. ჩაატარა 250 შეხვედრა (73 მოგება, 69 ფრე, 108 წაგება, ბურთების შეფარდება 243–351).[2]

1991 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, სადაც საუკეთესო შედეგს მიაღწია 1992–93 წლების სეზონზე, როდესაც მე-3 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში გუნდს ოთარ გაბელია ხელმძღვანელობდა.[3][4]

მიღწევები

რედაქტირება
უმაღლესი ლიგა
  • მესამე ადგილი: 1992–93

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქურდობაძე, ალექსანდრე, ფეხბურთი : ენციკლოპედია, თბ.: „ჯისიაი“, 1996. — გვ. 8. 280 გვ.

პერიოდიკა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. სხვა მონაცემებით 1930-იანი წლების ბოლოს.