საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა)
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა) — საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რიგით 41-ე გათამაშება. დაიწყო 7 აპრილს და დასრულდა 11 ნოემბერს. გამარჯვებული გახდა თბილისის „დინამო“, რომელმაც მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მეორე ადგილზე გავიდა კიევის „დინამო“, მესამეზე — დონეცკის „შახტიორი“.
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა) | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | საბჭოთა კავშირი |
ქალაქები | 12 |
სტადიონები | 16 |
ტურნირის ვადები | 7 აპრილი — 11 ნოემბერი |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | თბილისის „დინამო“ |
მეორე ადგილი | კიევის „დინამო“ |
მესამე ადგილი | დონეცკის „შახტიორი“ |
ტურნირის სტატისტიკა | |
მატჩები | 240 |
გოლები | 560 (2.33 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | გიორგი იარცევი (19 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | რამაზ შენგელია |
ჩემპიონატი
რედაქტირებაუმაღლესი ლიგის 1978 წლის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ხანგრძლივობამ შეადგინა 219 კალენდარული დღე — 7 აპრილიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა 240 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 131 — მასპინძლებმა მოიგეს, 59 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო 50 შეხვედრაში წარმატებას სტუმრებმა მიაღწიეს. ჩემპიონატის განმავლობაში გატანილი 560 გოლიდან პირველ წრეში 274 გოლი გავიდა, ხოლო მეორეში — 286. მასპინძლებმა გაიტანეს 354 ბურთი, სტუმრებმა — 206. 41-ე ჩემპიონატის პირველი გოლი მოსკოვის „დინამოს“ მეკარე ნიკოლოზ გონტარის კარში დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ თავდამსხმელმა ვლადიმერ კუცევმა[1] გაიტანა.[2]
ჩემპიონატის ფარგლებში გატანილი ბურთები სულ — 155 ფეხბურთელის ანგარიშზეა. აქედან 149 მოთამაშემ მეტოქეთა კარი, ხოლო ექვსმა — საკუთარი კარი აიღო. 41-ე ჩემპიონატში გატანილი ავტოგოლის ავტორები გახდნენ შემდეგი ფეხბურთელები: კონკოვი („დინამო“ კიევი), კალაიჩევი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ნოვიკოვი („დინამო“ მოსკოვი), გრიგორიევი (ცსკა მოსკოვი), ოლშანსი (ცსკა მოსკოვი) და რახმანოვი („ნეფთჩი“ ბაქო). ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლები ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტიორის“ შემადგენლობაში გამოვიდა მოედანზე (18–18), ხოლო ყველაზე მეტი (26) — მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. თბილისის დინამოელთა ღირსება საკავშირო პირველობაზე 24-მა ფეხბურთელმა დაიცვა. სულ დაინიშნა 64 პენალტი, რომელთაგან კარის აღებით დასრულდა — 44. არარეალიზებული 20 თერთმეტმეტრიანიდან ძელს მოხვდა — 2, კარს ასცდა — 7, ხოლო 11 შემთხვევაში მეკარეებმა იმარჯვეს. მათ შორის, რომენსკიმ და იურკოვსკიმ სამ-სამჯერ, ორდაბაევმა — ორჯერ, ზარაპინმა, სტიჟევსკიმ და სივუხამ — თითოჯერ. 41-ე ჩემპიონატის ყველაზე მეტი ბურთი გავიდა მესამე ტურში — 28, ყველაზე ნაკლები კი პირველ და მერვე ტურებში — 10–10. საკუთარ მინდორზე მარცხი არ განუცდია მხოლოდ თბილისის „დინამოს“. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც თბილისელებმა 1975 წლის 11 სექტემბერს წააგეს შინ ვოროშილოვგრადის „ზარიასთან“ (2–3), მათ საკავშირო პირველობის 49 მატჩი ჩაატარეს თბილისში, რომელთაგან 33 მოიგეს და 16 ფრედ დაამთავრეს, ბურთების შეფარდებით — 90–27. ამიერკავკასიის გუნდებთან ყველაზე მეტი ქულა აიღო მოსკოვის „ტორპედომ“ — 10 ქულა 12 შესაძლებლიდან, მაგრამ თბილისის „დინამოსთან“ მოპოვებული ერთი ქულა „ტორპედოს“ არ ჩაეთვალა. მოსკოვის გუნდებთან ყველაზე მეტი მოაგროვა კიევის „დინამომ“ — 15 ქულა 20 შესაძლებლიდან. უკრაინის გუნდებთან ყველაზე მეტი ქულა აიღო თბილისის „დინამომ“ — 16 ქულა 20-დან. თბილისის „დინამოს“ მატჩები ყველაზე მეტჯერ იმსაჯა მოსკოველმა ე. შკლოვსკიმ — 5-ჯერ. სამ-სამჯერ იმსაჯეს მ. სტუპარმა (ივანო-ფრანკოვსკი), ა. ივანოვმა (ლენინგრადი), ვ. ლიპატოვმა (მოსკოვი) და ვ. ბასკაკოვმა (მოსკოვი). აღსანიშნავია, რომ ბასკაკოვის მსაჯობისას თბილისელებმა სამივე მატჩი მოიგეს. თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გამართულ 15 შეხვედრაში გავიდა 39 ბურთი, აქედან 31 გაიტანეს თბილისელებმა (18 — ჩრდილოეთის, ხოლო 13 — სამხრეთის კარში). სტუმრებმა ბურთები ორივე კარში თანაბრად გაიტანეს — 4–4. სტადიონის საუკეთესო ბომბარდირი 9 გატანილი ბურთით გახდა რამაზ შენგელია. თბილისის „დინამომ“ მეტოქეებთან ყველაზე მეტი შეხვედრა ანგარიშით 1–0 დაამთავრა. ამ შეხვედრებიდან გუნდმა 5 მატჩი მოიგო და 4 დათმო. ყველაზე იღბლიანი თბილისის დინამოელთათვის იყო 49-ე წუთი, როცა მათ მეტოქეთა კარში სამი ბურთი გაიტანეს (შენგელიამ „ჩერნომორეცთან“ და „ნეფთჩისთან“ და დარასელიამ „ფახთაქორთან“. არცერთ კალენდარულ მატჩში 49-ე წუთზე თბილისელებს გოლი არ გაუშვიათ. თბილისის დინამოელთაგან მეცხრე ტურამდე მეტოქეთა კარში გოლები მხოლოდ ყიფიანსა და შენგელიას ჰქონდათ გატანილი. დონეცკელი ნიკოლოზ ლატიში[3] ერთადერთია, რომელმაც თბილისის „დინამოს“ კარში ბურთი გაიტანა თბილისშიც[4] და შინაც.[5] რამაზ შენგელიამ თბილისშიც და სტუმრადაც ბურთები გაიტანა მოსკოვის გუნდებთან — „სპარტაკთან“ და ცსკა-სთან.[6][7] თბილისის დინამოელებმა 4 ისეთი მატჩი მოიგეს, სადაც თავიდან მოწინააღმდეგე იყო წინ: „ჩერნომორეცთან“ — 2–1 (0–1), „ქაირათთან“ — 2–1 (0–1), ცსკა-სთან — 2–1 (0–1) და „ზარიასთან“ — 2–1 (0–1). აღსანიშნავია, რომ „ქაირათთან“, ცსკა-სთან და „ზარიასთან“ დინამოელები სტუმრად თამაშობდნენ. თბილისელთა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ვოროშილოვგრადელებთან მატჩში გაიტანა თბილისის „დინამოს“ 1700-ე გოლი.[8] თბილისის დინამოელებმა ქულათა მაქსიმუმი აიღეს შემდეგ გუნდებთან შეხვედრაში: „ჩერნომორეცი“ (2–1, 1–0), „ქაირათი“ (2–1, 1–0), „დნეპრი“ (1–0, 1–0), ცსკა (2–1, 4–1), „ზარია“ (4–1, 2–1).
შედეგები
რედაქტირებაცხრილი
რედაქტირებაა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | ბს | ქ | კვალიფიკაცია ან დაქვეითება | შ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
„დინამო“ თბილისი | 30 | 17 | 8 | 5 | 45 | 24 | +21 | 42 | |||
„დინამო“ კიევი | 30 | 15 | 9 | 6 | 42 | 20 | +22 | 38 | კვალიფიკაცია უეფა-ს თასზე | (-1) | |
„შახტიორი“ დონეცკი | 30 | 16 | 5 | 9 | 42 | 31 | +11 | 37 | |||
4 | „დინამო“ მოსკოვი | 30 | 14 | 10 | 6 | 37 | 23 | +14 | 36 | (-2) | |
5 | „სპარტაკი“ მოსკოვი | 30 | 14 | 5 | 11 | 42 | 33 | +9 | 33 | ||
6 | „ცსკა“ მოსკოვი | 30 | 14 | 4 | 12 | 36 | 40 | −4 | 32 | ||
7 | „ჩერნომორეცი“ ოდესა | 30 | 12 | 10 | 8 | 41 | 26 | +15 | 32 | (-2) | |
8 | „ტორპედო“ მოსკოვი | 30 | 11 | 11 | 8 | 36 | 29 | +7 | 30 | (-3) | |
9 | „ზარია“ ვოროშილოვგრადი | 30 | 9 | 8 | 13 | 38 | 44 | −6 | 26 | ||
10 | „ზენიტი“ ლენინგრადი | 30 | 9 | 8 | 13 | 31 | 46 | −15 | 26 | ||
11 | „ფახთაქორი“ ტაშკენტი | 30 | 9 | 8 | 13 | 42 | 43 | −1 | 26 | ||
12 | „კაირათი“ ალმათი | 30 | 9 | 7 | 14 | 29 | 41 | −12 | 25 | ||
13 | „ნეფთჩი“ ბაქო | 30 | 8 | 7 | 15 | 28 | 39 | −11 | 23 | ||
14 | „არარატი“ ერევანი | 30 | 8 | 6 | 16 | 20 | 42 | −22 | 22 | ||
15 | „ლოკომოტივი“ მოსკოვი | 30 | 7 | 9 | 14 | 26 | 40 | −14 | 2 | (-1) | |
16 | „დნეპრი“ დნეპროპეტროვსკი | 30 | 9 | 3 | 18 | 25 | 39 | −14 | 21 |
საჩემპიონო რბოლა
რედაქტირებატურის ნომერი / გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
„დინამო“ თბილისი | 1 | 1 | 3 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
„დინამო“ კიევი | 8 | 13 | 15 | 10 | 6 | 5 | 6 | 8 | 8 | 4 | 5 | 5 | 5 | 5 | 6 | 5 | 7 | 7 | 7 | 7 | 7 | 5 | 4 | 5 | 5 | 4 | 2 | 2 | 2 | 2 |
„შახტიორი“ დონეცკი | 2 | 2 | 2 | 2 | 3 | 6 | 2 | 4 | 2 | 3 | 3 | 2 | 2 | 2 | 3 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 4 | 4 | 3 | 3 |
„დინამო“ მოსკოვი | 13 | 11 | 13 | 9 | 5 | 3 | 4 | 5 | 5 | 7 | 6 | 7 | 6 | 4 | 5 | 6 | 5 | 6 | 5 | 4 | 5 | 6 | 5 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 4 | 4 |
„ცსკა“ მოსკოვი | 14 | 15 | 10 | 7 | 12 | 8 | 5 | 2 | 3 | 2 | 2 | 3 | 4 | 6 | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 6 | 6 | 7 | 8 | 8 | 8 | 8 | 8 | 8 | 6 | 6 |
„ჩერნომორეცი“ ოდესა | 12 | 5 | 8 | 12 | 8 | 9 | 7 | 3 | 4 | 6 | 4 | 4 | 3 | 3 | 2 | 3 | 4 | 4 | 4 | 3 | 3 | 3 | 3 | 3 | 4 | 5 | 5 | 5 | 7 | 7 |
„ტორპედო“ მოსკოვი | 11 | 7 | 1 | 1 | 2 | 2 | 3 | 7 | 7 | 5 | 7 | 6 | 8 | 9 | 8 | 7 | 6 | 5 | 6 | 5 | 4 | 4 | 6 | 6 | 6 | 6 | 6 | 6 | 8 | 8 |
მატჩები
რედაქტირებათარიღი | ტური | გუნდი №1 | ანგარიში | გუნდი №2 |
---|---|---|---|---|
07.04.1978 | 1 | „დნეპრი“ | 1:0 (1:0) | „დინამო“ (მ.) |
08.04.1978 | 1 | „ნეფთჩი“ | 0:0 | „ტორპედო“ (მ.) |
08.04.1978 | 1 | „ფახთაქორი“ | 1:0 (0:0) | „ცსკა“ |
08.04.1978 | 1 | „დინამო“ (თბ.) | 2:0 (1:0) | „სპარტაკი“ |
08.04.1978 | 1 | „შახტარი“ | 2:0 (1:0) | „ზარია“ |
08.04.1978 | 1 | „არარატი“ | 0:0 | „ზენიტი“ |
08.04.1978 | 1 | „ჩერნომორეცი“ | 0:0 | „დინამო“ (კ.) |
08.04.1978 | 1 | „კაირათი“ | 2:2 (1:1) | „ლოკომოტივი“ |
12.04.1978 | 2 | „ფახთაქორი“ | 1:1 (1:1) | „ლოკომოტივი“ |
12.04.1978 | 2 | „კაირათი“ | 1:0 (1:0) | „ცსკა“ |
12.04.1978 | 2 | „დინამო“ (თბ.) | 1:0 (0:0) | „დინამო“ (კ.) |
12.04.1978 | 2 | „არარატი“ | 0:1 (0:0) | „ტორპედო“ (მ.) |
12.04.1978 | 2 | „ნეფთჩი“ | 0:1 (0:0) | „ზენიტი“ |
12.04.1978 | 2 | „ჩერნომორეცი“ | 2:1 (1:0) | „სპარტაკი“ |
12.04.1978 | 2 | „დნეპრი“ | 0:2 (0:0) | „ზარია“ |
20.04.1978 | 3 | „ლოკომოტივი“ | 2:1 (1:0) | „ნეფთჩი“ |
21.04.1978 | 3 | „ტორპედო“ (მ.) | 4:0 (1:0) | „კაირათი“ |
22.04.1978 | 3 | „დინამო“ (კ.) | 1:2 (1:0) | „შახტარი“ |
22.04.1978 | 3 | „ზარია“ | 2:1 (1:1) | „ჩერნომორეცი“ |
22.04.1978 | 3 | „ზენიტი“ | 5:4 (1:2) | „ფახთაქორი“ |
22.04.1978 | 3 | „სპარტაკი“ | 1:0 (0:0) | „დნეპრი“ |
23.04.1978 | 3 | „ცსკა“ | 2:1 (0:1) | „არარატი“ |
24.04.1978 | 3 | „დინამო“ (მ.) | 1:1 (1:0) | „დინამო“ (თბ.) |
26.04.1978 | 4 | „ტორპედო“ (მ.) | 3:0 (0:0) | „ზენიტი“ |
27.04.1978 | 4 | „არარატი“ | 1:0 (1:0) | „ნეფთჩი“ |
27.04.1978 | 4 | „კაირათი“ | 3:2 (0:0) | „ფახთაქორი“ |
27.04.1978 | 4 | „ცსკა“ | 2:1 (2:0) | „ლოკომოტივი“ |
27.04.1978 | 4 | „შახტარი“ | 2:1 (0:0) | „დნეპრი“ |
28.04.1978 | 4 | „დინამო“ (კ.) | 3:0 (1:0) | „სპარტაკი“ |
28.04.1978 | 4 | „დინამო“ (მ.) | 2:1 (1:0) | „ზარია“ |
28.04.1978 | 4 | „დინამო“ (თბ.) | 2:1 (0:0) | „ჩერნომორეცი“ |
02.05.1978 | 5 | „დნეპრი“ | 0:1 (0:0) | „დინამო“ (თბ.) |
02.05.1978 | 5 | „ლოკომოტივი“ | 0:0 | „ტორპედო“ (მ.) |
02.05.1978 | 5 | „ჩერნომორეცი“ | 1:0 (0:0) | „შახტარი“ |
02.05.1978 | 5 | „ნეფთჩი“ | 1:0 (1:0) | „კაირათი“ |
02.05.1978 | 5 | „ზარია“ | 1:2 (0:2) | „დინამო“ (კ.) |
02.05.1978 | 5 | „ფახთაქორი“ | 2:0 (1:0) | „არარატი“ |
02.05.1978 | 5 | „ზენიტი“ | 2:1 (1:0) | „ცსკა“ |
03.05.1978 | 5 | „სპარტაკი“ | 1:2 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
07.05.1978 | 6 | „ნეფთჩი“ | 1:0 (0:0) | „შახტარი“ |
07.05.1978 | 6 | „ტორპედო“ (მ.) | 2:2 (1:0) | „სპარტაკი“ |
08.05.1978 | 6 | „დინამო“ (მ.) | 3:1 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
09.05.1978 | 6 | „დინამო“ (კ.) | 1:0 (0:0) | „ზენიტი“ |
09.05.1978 | 6 | „დნეპრი“ | 0:1 (0:0) | „არარატი“ |
09.05.1978 | 6 | „ფახთაქორი“ | 3:0 (2:0) | „დინამო“ (თბ.) |
09.05.1978 | 6 | „ცსკა“ | 2:1 (1:0) | „ზარია“ |
09.05.1978 | 6 | „ჩერნომორეცი“ | 1:1 (0:1) | „კაირათი“ |
18.05.1978 | 7 | „ლოკომოტივი“ | 1:1 (1:0) | „დინამო“ (კ.) |
18.05.1978 | 7 | „ზარია“ | 3:0 (1:0) | „ტორპედო“ (მ.) |
18.05.1978 | 7 | „დინამო“ (თბ.) | 1:0 (1:0) | „ნეფთჩი“ |
18.05.1978 | 7 | „ზენიტი“ | 1:1 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
18.05.1978 | 7 | „შახტარი“ | 2:1 (1:1) | „ფახთაქორი“ |
18.05.1978 | 7 | „კაირათი“ | 1:0 (0:0) | „დნეპრი“ |
18.05.1978 | 7 | „არარატი“ | 0:2 (0:1) | „ჩერნომორეცი“ |
19.05.1978 | 7 | „სპარტაკი“ | 1:2 (1:1) | „ცსკა“ |
22.05.1978 | 8 | „ლოკომოტივი“ | 0:0 | „ზენიტი“ |
23.05.1978 | 8 | „არარატი“ | 1:0 (0:0) | „კაირათი“ |
23.05.1978 | 8 | „დინამო“ (თბ.) | 1:1 (1:1) | „შახტარი“ |
23.05.1978 | 8 | „ზარია“ | 0:0 | „სპარტაკი“ |
23.05.1978 | 8 | „ნეფთჩი“ | 0:2 (0:1) | „ფახთაქორი“ |
23.05.1978 | 8 | „ცსკა“ | 2:1 (0:0) | „ტორპედო“ (მ.) |
23.05.1978 | 8 | „ჩერნომორეცი“ | 2:0 (0:0) | „დნეპრი“ |
24.05.1978 | 8 | „დინამო“ (მ.) | 0:0 | „დინამო“ (კ.) |
28.05.1978 | 9 | „შახტარი“ | 2:0 (0:0) | „არარატი“ |
28.05.1978 | 9 | „კაირათი“ | 1:2 (1:1) | „დინამო“ (თბ.) |
28.05.1978 | 9 | „ზენიტი“ | 1:1 (0:0) | „ზარია“ |
28.05.1978 | 9 | „ფახთაქორი“ | 1:1 (0:0) | „ჩერნომორეცი“ |
28.05.1978 | 9 | „სპარტაკი“ | 1:0 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
28.05.1978 | 9 | „დნეპრი“ | 3:1 (0:1) | „ნეფთჩი“ |
29.05.1978 | 9 | „ტორპედო“ (მ.) | 0:0 | „დინამო“ (მ.) |
29.05.1978 | 9 | „დინამო“ (კ.) | 0:0 | „ცსკა“ |
01.06.1978 | 10 | „ლოკომოტივი“ | 1:0 (1:0) | „დნეპრი“ |
02.06.1978 | 10 | „ტორპედო“ (მ.) | 1:0 (0:0) | „დინამო“ (თბ.) |
03.06.1978 | 10 | „არარატი“ | 1:4 (0:2) | „დინამო“ (კ.) |
03.06.1978 | 10 | „ზენიტი“ | 0:0 | „ჩერნომორეცი“ |
03.06.1978 | 10 | „კაირათი“ | 1:0 (1:0) | „დინამო“ (მ.) |
03.06.1978 | 10 | „ნეფთჩი“ | 3:1 (0:1) | „სპარტაკი“ |
03.06.1978 | 10 | „ფახთაქორი“ | 0:1 (0:1) | „ზარია“ |
03.06.1978 | 10 | „ცსკა“ | 1:0 (0:0) | „შახტარი“ |
11.06.1978 | 11 | „დინამო“ (თბ.) | 3:1 (0:0) | „ზენიტი“ |
11.06.1978 | 11 | „ჩერნომორეცი“ | 2:1 (1:0) | „ტორპედო“ (მ.) |
11.06.1978 | 11 | „სპარტაკი“ | 3:0 (2:0) | „არარატი“ |
11.06.1978 | 11 | „შახტარი“ | 2:1 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
11.06.1978 | 11 | „ზარია“ | 2:2 (1:0) | „კაირათი“ |
11.06.1978 | 11 | „დნეპრი“ | 1:2 (1:1) | „ცსკა“ |
11.06.1978 | 11 | „დინამო“ (კ.) | 1:1 (0:0) | „ნეფთჩი“ |
12.06.1978 | 11 | „დინამო“ (მ.) | 1:0 (1:0) | „ფახთაქორი“ |
16.06.1978 | 12 | „ტორპედო“ (მ.) | 1:1 (0:1) | „ფახთაქორი“ |
17.06.1978 | 12 | „არარატი“ | 0:0 | „დინამო“ (თბ.) |
17.06.1978 | 12 | „დინამო“ (კ.) | 5:1 (1:0) | „დნეპრი“ |
17.06.1978 | 12 | „დინამო“ (მ.) | 2:3 (1:2) | „ჩერნომორეცი“ |
17.06.1978 | 12 | „ზარია“ | 1:2 (1:1) | „ლოკომოტივი“ |
17.06.1978 | 12 | „ზენიტი“ | 3:1 (0:1) | „სპარტაკი“ |
17.06.1978 | 12 | „კაირათი“ | 0:1 (0:1) | „შახტარი“ |
18.06.1978 | 12 | „ცსკა“ | 1:1 (0:0) | „ნეფთჩი“ |
25.06.1978 | 13 | „ლოკომოტივი“ | 0:3 (0:1) | „ჩერნომორეცი“ |
26.06.1978 | 13 | „არარატი“ | 1:4 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
26.06.1978 | 13 | „ზენიტი“ | 2:2 (0:1) | „დნეპრი“ |
26.06.1978 | 13 | „კაირათი“ | 0:0 | „დინამო“ (კ.) |
26.06.1978 | 13 | „ნეფთჩი“ | 2:1 (0:1) | „ზარია“ |
26.06.1978 | 13 | „ფახთაქორი“ | 1:3 (1:1) | „სპარტაკი“ |
26.06.1978 | 13 | „ტორპედო“ (მ.) | 1:2 (1:0) | „შახტარი“ |
27.06.1978 | 13 | „ცსკა“ | 1:2 (1:0) | „დინამო“ (თბ.) |
30.06.1978 | 14 | „სპარტაკი“ | 4:1 (1:0) | „კაირათი“ |
01.07.1978 | 14 | „შახტარი“ | 1:0 (0:0) | „ზენიტი“ |
01.07.1978 | 14 | „დინამო“ (თბ.) | 2:0 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
01.07.1978 | 14 | „დნეპრი“ | 2:0 (2:0) | „ტორპედო“ (მ.) |
01.07.1978 | 14 | „დინამო“ (მ.) | 1:0 (0:0) | „ნეფთჩი“ |
01.07.1978 | 14 | „დინამო“ (კ.) | 2:2 (1:1) | „ფახთაქორი“ |
01.07.1978 | 14 | „ჩერნომორეცი“ | 4:0 (2:0) | „ცსკა“ |
01.07.1978 | 14 | „ზარია“ | 1:0 (0:0) | „არარატი“ |
08.07.1978 | 15 | „ლოკომოტივი“ | 2:1 (2:1) | „არარატი“ |
09.07.1978 | 15 | „დინამო“ (კ.) | 0:2 (0:1) | „ტორპედო“ (მ.) |
09.07.1978 | 15 | „დინამო“ (მ.) | 1:2 (1:0) | „ცსკა“ |
09.07.1978 | 15 | „დინამო“ (თბ.) | 4:1 (3:0) | „ზარია“ |
09.07.1978 | 15 | „ზენიტი“ | 2:1 (1:0) | „კაირათი“ |
09.07.1978 | 15 | „ნეფთჩი“ | 0:0 | „ჩერნომორეცი“ |
09.07.1978 | 15 | „ფახთაქორი“ | 1:1 (0:1) | „დნეპრი“ |
10.07.1978 | 15 | „სპარტაკი“ | 2:0 (2:0) | „შახტარი“ |
14.07.1978 | 16 | „ტორპედო“ (მ.) | 2:1 (0:1) | „ლოკომოტივი“ |
15.07.1978 | 16 | „არარატი“ | 1:0 (1:0) | „ფახთაქორი“ |
15.07.1978 | 16 | „დინამო“ (კ.) | 4:1 (2:1) | „ზარია“ |
15.07.1978 | 16 | „დინამო“ (მ.) | 0:0 | „სპარტაკი“ |
15.07.1978 | 16 | „დინამო“ (თბ.) | 1:0 (1:0) | „დნეპრი“ |
15.07.1978 | 16 | „კაირათი“ | 0:0 | „ნეფთჩი“ |
15.07.1978 | 16 | „შახტარი“ | 3:1 (1:0) | „ჩერნომორეცი“ |
16.07.1978 | 16 | „ცსკა“ | 2:1 (0:1) | „ზენიტი“ |
21.07.1978 | 17 | „ლოკომოტივი“ | 1:1 (1:1) | „ცსკა“ |
22.07.1978 | 17 | „სპარტაკი“ | 0:1 (0:1) | „ტორპედო“ (მ.) |
22.07.1978 | 17 | „ფახთაქორი“ | 1:0 (1:0) | „კაირათი“ |
22.07.1978 | 17 | „ზენიტი“ | 1:0 (0:0) | „დინამო“ (კ.) |
22.07.1978 | 17 | „ნეფთჩი“ | 2:0 (1:0) | „არარატი“ |
22.07.1978 | 17 | „ჩერნომორეცი“ | 0:1 (0:1) | „დინამო“ (თბ.) |
22.07.1978 | 17 | „დნეპრი“ | 1:2 (1:1) | „შახტარი“ |
22.07.1978 | 17 | „ზარია“ | 0:1 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
28.07.1978 | 18 | „ცსკა“ | 3:1 (3:1) | „ფახთაქორი“ |
29.07.1978 | 18 | „დნეპრი“ | 0:2 (0:1) | „სპარტაკი“ |
29.07.1978 | 18 | „ზენიტი“ | 0:1 (0:1) | „არარატი“ |
29.07.1978 | 18 | „ტორპედო“ (მ.) | 1:0 (1:0) | „ნეფთჩი“ |
29.07.1978 | 18 | „ჩერნომორეცი“ | 1:1 (1:0) | „ზარია“ |
30.07.1978 | 18 | „დინამო“ (თბ.) | 1:1 (0:0) | „დინამო“ (მ.) |
30.07.1978 | 18 | „ლოკომოტივი“ | 0:2 (0:2) | „კაირათი“ |
30.07.1978 | 18 | „შახტარი“ | 2:0 (2:0) | „დინამო“ (კ.) |
02.08.1978 | 19 | „არარატი“ | 3:0 (1:0) | „ცსკა“ |
02.08.1978 | 19 | „სპარტაკი“ | 1:1 (0:1) | „ზენიტი“ |
02.08.1978 | 19 | „ფახთაქორი“ | 1:1 (1:0) | „ტორპედო“ (მ.) |
03.08.1978 | 19 | „დინამო“ (კ.) | 1:0 (1:0) | „დინამო“ (თბ.) |
03.08.1978 | 19 | „დინამო“ (მ.) | 1:0 (0:0) | „დნეპრი“ |
03.08.1978 | 19 | „კაირათი“ | 1:1 (0:1) | „ჩერნომორეცი“ |
03.08.1978 | 19 | „ზარია“ | 2:2 (0:1) | „შახტარი“ |
03.08.1978 | 19 | „ნეფთჩი“ | 2:0 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
06.08.1978 | 20 | „ტორპედო“ (მ.) | 1:0 (0:0) | „არარატი“ |
06.08.1978 | 20 | „ზენიტი“ | 1:0 (0:0) | „ნეფთჩი“ |
07.08.1978 | 20 | „ცსკა“ | 2:4 (0:3) | „დინამო“ (მ.) |
07.08.1978 | 20 | „შახტარი“ | 1:0 (0:0) | „სპარტაკი“ |
07.08.1978 | 20 | „დნეპრი“ | 1:0 (0:0) | „დინამო“ (კ.) |
07.08.1978 | 20 | „დინამო“ (თბ.) | 1:0 (1:0) | „კაირათი“ |
07.08.1978 | 20 | „ჩერნომორეცი“ | 4:1 (2:0) | „ფახთაქორი“ |
07.08.1978 | 20 | „ლოკომოტივი“ | 1:1 (0:0) | „ზარია“ |
20.08.1978 | 23 | „ტორპედო“ (მ.) | 1:2 (1:1) | „დინამო“ (კ.) |
20.08.1978 | 23[9] | „დინამო“ (თბ.) | 3:0 (1:0) | „ფახთაქორი“ |
21.08.1978 | 23 | „დინამო“ (მ.) | 2:1 (1:1) | „შახტარი“ |
22.08.1978 | 23 | „ცსკა“ | 1:2 (0:2) | „სპარტაკი“ |
25.08.1978 | 21 | „დინამო“ (მ.) | 0:1 (0:0) | „ტორპედო“ (მ.) |
26.08.1978 | 21 | „ფახთაქორი“ | 5:1 (4:0) | „ნეფთჩი“ |
26.08.1978 | 21 | „ზარია“ | 4:0 (2:0) | „ზენიტი“ |
26.08.1978 | 21 | „შახტარი“ | 1:1 (0:1) | „დინამო“ (თბ.) |
26.08.1978 | 21 | „ცსკა“ | 0:1 (0:1) | „დინამო“ (კ.) |
26.08.1978 | 21 | „დნეპრი“ | 2:0 (1:0) | „კაირათი“ |
27.08.1978 | 21 | „ჩერნომორეცი“ | 3:1 (1:1) | „არარატი“ |
27.08.1978 | 21 | „ლოკომოტივი“ | 0:1 (0:1) | „სპარტაკი“ |
01.09.1978 | 22 | „დინამო“ (კ.) | 1:0 (0:0) | „დინამო“ (მ.) |
01.09.1978 | 22 | „ტორპედო“ (მ.) | 0:0 | „ცსკა“ |
01.09.1978 | 22 | „ფახთაქორი“ | 2:1 (1:0) | „შახტარი“ |
01.09.1978 | 22 | „არარატი“ | 1:1 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
01.09.1978 | 22 | „ნეფთჩი“ | 3:3 (2:0) | „დინამო“ (თბ.) |
02.09.1978 | 22 | „დნეპრი“ | 1:0 (0:0) | „ჩერნომორეცი“ |
02.09.1978 | 22 | „კაირათი“ | 3:2 (1:1) | „ზენიტი“ |
02.09.1978 | 22 | „სპარტაკი“ | 4:1 (2:0) | „ზარია“ |
09.09.1978 | 2 | „შახტარი“ | 1:1 (0:0) | „დინამო“ (მ.) |
10.09.1978 | 23 | „ზარია“ | 2:2 (1:1) | „დნეპრი“ |
10.09.1978 | 23 | „ჩერნომორეცი“ | 1:0 (1:0) | „ნეფთჩი“ |
10.09.1978 | 23 | „ზენიტი“ | 3:1 (1:1) | „ლოკომოტივი“ |
19.09.1978 | 23 | „კაირათი“ | 2:0 (0:0) | „არარატი“ |
23.09.1978 | 24 | „სპარტაკი“ | 2:1 (1:0) | „დინამო“ (თბ.) |
23.09.1978 | 24 | „კაირათი“ | 2:2 (1:2) | „ტორპედო“ (მ.) |
23.09.1978 | 24 | „შახტარი“ | 3:1 (1:0) | „ნეფთჩი“ |
23.09.1978 | 24 | „არარატი“ | 1:0 (0:0) | „დნეპრი“ |
23.09.1978 | 24 | „ზარია“ | 1:0 (0:0) | „ცსკა“ |
24.09.1978 | 24 | „ლოკომოტივი“ | 0:1 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
24.09.1978 | 24 | „დინამო“ (კ.) | 0:0 | „ჩერნომორეცი“ |
24.09.1978 | 24 | „ფახთაქორი“ | 3:0 (2:0) | „ზენიტი“ |
29.09.1978 | 25 | „დინამო“ (მ.) | 3:1 (0:0) | „ზენიტი“ |
30.09.1978 | 25 | „შახტარი“ | 1:3 (0:1) | „კაირათი“ |
30.09.1978 | 25 | „დინამო“ (კ.) | 3:1 (0:1) | „ლოკომოტივი“ |
30.09.1978 | 25 | „დნეპრი“ | 0:1 (0:1) | „ფახთაქორი“ |
30.09.1978 | 25 | „ნეფთჩი“ | 2:1 (1:1) | „ცსკა“ |
01.10.1978 | 25 | „ტორპედო“ (მ.) | 2:0 (0:0) | „ზარია“ |
01.10.1978 | 25 | „სპარტაკი“ | 1:1 (0:0) | „ჩერნომორეცი“ |
01.10.1978 | 25 | „დინამო“ (თბ.) | 3:0 (2:0) | „არარატი“ |
14.10.1978 | 26 | „ზარია“ | 1:2 (1:0) | „დინამო“ (თბ.) |
14.10.1978 | 26 | „ზენიტი“ | 1:1 (1:1) | „ტორპედო“ (მ.) |
14.10.1978 | 26 | „ლოკომოტივი“ | 3:2 (1:1) | „ფახთაქორი“ |
15.10.1978 | 26 | „ნეფთჩი“ | 4:1 (2:0) | „დნეპრი“ |
15.10.1978 | 26 | „სპარტაკი“ | 0:2 (0:0) | „დინამო“ (კ.) |
15.10.1978 | 26 | „ჩერნომორეცი“ | 0:1 (0:1) | „დინამო“ (მ.) |
16.10.1978 | 26 | „არარატი“ | 1:1 (0:1) | „შახტარი“ |
16.10.1978 | 26 | „ცსკა“ | 2:0 (0:0) | „კაირათი“ |
21.10.1978 | 27 | „ლოკომოტივი“ | 2:0 (0:0) | „შახტარი“ |
22.10.1978 | 27 | „დინამო“ (თბ.) | 4:1 (3:1) | „ცსკა“ |
22.10.1978 | 27 | „დნეპრი“ | 2:1 (2:1) | „ზენიტი“ |
22.10.1978 | 27 | „კაირათი“ | 2:1 (1:1) | „ზარია“ |
22.10.1978 | 27 | „ფახთაქორი“ | 0:0 | „დინამო“ (მ.) |
22.10.1978 | 27 | „სპარტაკი“ | 5:1 (1:0) | „ნეფთჩი“ |
23.10.1978 | 27 | „დინამო“ (კ.) | 3:0 (2:0) | „არარატი“ |
23.10.1978 | 27 | „ტორპედო“ (მ.) | 2:2 (1:2) | „ჩერნომორეცი“ |
27.10.1978 | 28 | „ზენიტი“ | 1:0 (0:0) | „დინამო“ (თბ.) |
27.10.1978 | 28 | „ნეფთჩი“ | 0:1 (0:0) | „დინამო“ (კ.) |
28.10.1978 | 28 | „არარატი“ | 1:0 (1:0) | „სპარტაკი“ |
28.10.1978 | 28 | „დინამო“ (მ.) | 2:0 (1:0) | „კაირათი“ |
28.10.1978 | 28 | „ზარია“ | 2:1 (1:1) | „ფახთაქორი“ |
28.10.1978 | 28 | „ჩერნომორეცი“ | 0:1 (0:1) | „ლოკომოტივი“ |
29.10.1978 | 28 | „ცსკა“ | 1:0 (0:0) | „დნეპრი“ |
29.10.1978 | 28 | „შახტარი“ | 2:1 (0:1) | „ტორპედო“ (მ.) |
02.11.1978 | 29 | „სპარტაკი“ | 2:1 (1:0) | „ფახთაქორი“ |
03.11.1978 | 29 | „ცსკა“ | 2:1 (1:1) | „ჩერნომორეცი“ |
04.11.1978 | 29 | „დინამო“ (მ.) | 1:1 (0:1) | „არარატი“ |
05.11.1978 | 29 | „ზარია“ | 1:0 (0:0) | „ნეფთჩი“ |
05.11.1978 | 29 | „ზენიტი“ | 0:3 (0:2) | „შახტარი“ |
05.11.1978 | 29 | „ლოკომოტივი“ | 0:0 | „დინამო“ (თბ.) |
06.11.1978 | 29 | „დინამო“ (კ.) | 3:0 (1:0) | „კაირათი“ |
06.11.1978 | 29 | „ტორპედო“ (მ.) | 1:2 (0:1) | „დნეპრი“ |
11.11.1978 | 30 | „ნეფთჩი“ | 1:1 (1:1) | „დინამო“ (მ.) |
11.11.1978 | 30 | „შახტარი“ | 1:2 (1:1) | „ცსკა“ |
11.11.1978 | 30 | „კაირათი“ | 0:1 (0:0) | „სპარტაკი“ |
11.11.1978 | 30 | „დინამო“ (თბ.) | 2:2 (2:1) | „ტორპედო“ (მ.) |
11.11.1978 | 30 | „ფახთაქორი“ | 1:1 (0:1) | „დინამო“ (კ.) |
11.11.1978 | 30 | „დნეპრი“ | 1:0 (0:0) | „ლოკომოტივი“ |
11.11.1978 | 30 | „არარატი“ | 2:2 (1:0) | „ზარია“ |
11.11.1978 | 30 | „ჩერნომორეცი“ | 3:0 (2:0) | „ზენიტი“ |
საუკეთესო ბომბარდირი — გიორგი იარცევი („სპარტაკი“) — 19 გოლი 29 მატჩში.
პრიზები
რედაქტირებაპრიზი | დამწესებელი | მფლობელი |
---|---|---|
წლის საუკეთესო ფეხბურთელი | ყოველკვირეულ „ფუტბოლის“ რედაქცია | რამაზ შენგელია |
წლის საუკეთესო მეკარე | ჟურნალ „ოგონიოკის“ რედაქცია | [10][11] |
წლის საუკეთესო ბომბარდირი | გაზეთ „ტრუდის“ რედაქცია | გიორგი იარცევი |
ორი შემადგენლობით | საკავშირო ფეხბურთის ფედერაცია | „დინამო“ თბილისი |
გრიგორი ფედოტოვის სახელობის | „ცსკა“ მოსკოვი | „დინამო“ თბილისი |
სამართლიანი თამაშის | ჟურნალ „ჩელოვეკ ი ზაკონის“ რედაქცია | „ზარია“ ვოროშილოვგრადი |
დიდი ანგარიშის | ყოველკვირეულ „ფუტბოლის“ რედაქცია | „დინამო“ კიევი |
გამარჯვებისაკენ სწრაფვისათვის | გაზეთ „სოვეტსკაია როსიას“ რედაქცია | „ცსკა“ მოსკოვი |
საუკეთესო სხვაობისათვის | ჟურნალ „სტარტის“ რედაქცია | „დინამო“ კიევი |
აგრესიული სტუმარი | გაზეთ „კომსომოლსკოე ზნამიას“ რედაქცია | „დინამო“ მოსკოვი |
ავტორიტეტთა რისხვა | ყოველკვირეულ „სპორტივნაია მოსკვას“ რედაქცია | „ფახთაქორი“ ტაშკენტი |
პრიზი დუბლიორთათვის | სსრ კავშირის სპორტკომიტეტი | „დინამო“ თბილისი |
პროგრესის თასი | გაზეთ „რაბოჩაია გაზეტას“ რედაქცია | „სპარტაკი“ მოსკოვი |
გუნდთან ერთად | პროფკავშირების სპორტსაზოგადოებათა ფეხბურთის ფედერაცია | „დინამო“ თბილისი [12] |
ბომბარდირები
რედაქტირებაჩემპიონი
რედაქტირება1978 წლის სსრ კავშირის ჩემპიონი |
---|
„დინამო“ თბილისი მეორე ტიტული |
ჩემპიონატის სტატისტიკიდან
რედაქტირება- ჩემპიონატის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგებიდან ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ანგარიში — 1–0. ამ ანგარიშით სულ 63 მატჩი დამთავრდა.
- მოსკოვის „ტორპედოს“ მეკარემ ანატოლი ზარაპინმა პირველობის მონაწილე მეკარეთაგან განსხვავებით — მთელი ჩემპიონატი შეუცვლელად ჩაატარა.[16]
- მეტოქეთა მინდვრებზე ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ — 19, ხოლო ყველაზე ნაკლები ერევნის „არარატმა“ — 6.
- სტუმრად ყველაზე მეტი ბურთი (ექვს-ექვსი) გაიტანეს თბილისელმა რამაზ შენგელიამ და ტაშკენტელმა კონსტანტინე ბაკანოვმა.[17]
ჩემპიონის სტატისტიკიდან
რედაქტირება- ჩემპიონის შემადგენლობაში მოედანზე 24 ფეხბურთელი გამოვიდა: მანუჩარ მაჩაიძე (30 თამაში), ვახტანგ ქორიძე (30), რამაზ შენგელია (28), ფირუზ კანთელაძე (26), ვლადიმერ გუცაევი (26), დავით ყიფიანი (25), ალექსანდრე ჩივაძე (25), დავით გოგია (25), გოჩა მაჩაიძე (23), შოთა ხინჩაგაშვილი (21), ვიტალი დარასელია (18), ნოდარ ხიზანიშვილი (15), დავით მუჯირი (15), თამაზ კოსტავა (14), რევაზ ჩელებაძე (12), ოთარ გაბელია (9), თენგიზ სულაქველიძე (8), ვახტანგ კოპალეიშვილი (6), ილია რუხაძე (4), ამირან მინაშვილი (4), ნოდარ ბაზაზაშვილი (3), ტარიელ დურდიაძე (3), გიორგი ჭილაია (1), დიმიტრი გოგოლაძე (1).
- თბილისელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს 4 შეხვედრა: „ფახთაქორთან“ (3–0), „არარატთან“ (3–0), ცსკა-სთან (4–1) და „ზარიასთან“ (4–1).
- გუნდმა დიდი ანგარიშით პირველობის მხოლოდ ერთი შეხვედრა ტაშკენტის „ფახთაქორთან“, ანგარიშით 0–3 დათმო.
- 30 მატჩიდან 6 მატჩი თბილისელებმა ცვლილების გარეშე ჩაატარეს.
- ჩემპიონატის პირველ წრეში გუნდმა 23 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორეში — 19.
- თბილისელებმა სულ 45 ბურთი გაიტანეს, თითო თამაშში საშუალოდ 1,5; საკუთარ კარში მიიღეს 24 (საშუალოდ ერთ თამაშში 0,8).
- ჩემპიონატის ფარგლებში მეტოქეთა კარებში გატანილი 45 ბურთი სულ რვა დინამოელის ანგარიშზეა.
- დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: შენგელიამ (15), ქორიძემ (8), ყიფიანმა (7), დარასელიამ (5), გუცაევმა (4), ჩელებაძემ (3), მ. მაჩაიძემ (2) და გ. მაჩაიძემ (1).
- ყველაზე სწრაფი გოლი დინამოელთაგან გაიტანეს შენგელიამ (ცსკა-სთან) და ქორიძემ („შახტიორთან“). ორივე ბურთი შეხვედრის მეორე წუთზე გავიდა.
- საკუთარ კარში ყველაზე სწრაფი გოლი თბილისელებმა მატჩის მეათე წუთზე მიიღეს. ბურთი გოროხოვოდაცკიმ გაიტანა („ქაირათი“).
- თბილისელებმა საკუთარ მინდორზე გაიტანეს 31 ბურთი და მიიღეს 8, ხოლო მეტოქის მოედანზე გაიტანეს 14 და მიიღეს 16 ბურთი.
- თბილისის „დინამომ“ ჩემპიონატის ორი წრის ჯამში ყველა მეტოქის კარის აღება შეძლო.
- თბილისელთა კარში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს „დნეპრმა“, „არარატმა“ და „ლოკომოტივმა“.
- მსაჯებმა თბილისელთა სასარგებლოდ დანიშნეს 5 პენალტი. ხუთიდან 3 პენალტი ყიფიანმა გაიტანა, ხოლო 2 — გუცაევმა.
- თბილისელთა კარში დანიშნული იყო ერთი პენალტი, რომელიც კარგად გამოიყენა ჟურავლიოვმა („ზარია“).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- აკოფოვი, გ., ფეხბურთი 1978 : ცნობარი-კალენდარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. — გვ. 20, 54, 65–67. 87 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი 1979 : ცნობარი, თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1979.
- Киселёв Н.Я. (сост.) Футбол-1978. Справочник-календарь. — Л.: Лениздат, 1978.
- Киселёв Н.Я. (сост.) Футбол-1979. Справочник-календарь. — Л.: Лениздат, 1979.
პერიოდიკა
რედაქტირება- თბილისის „დინამო“ სსრ კავშირის ჩემპიონია // „ლელო“, 7 ნოემბერი, 1978, № 219 (6274), გვ. 2.
- გამარჯვების ფრე // „კომუნისტი“, 7 ნოემბერი, 1978, № 261 (17305), გვ. 6.
- გზა ოქროს მედლებისკენ // „ლელო“, 14 ნოემბერი, 1978, № 222 (6277), გვ. 2–3.
- ჯაბაური, რ., სტატისტიკოსის ბლოკნოტში // „ლელო“, 26 ნოემბერი, 1978, № 231 (6286), გვ. 4.
- ჯალაღონია, ვ.; შენგელია, რ., სტატისტიკოსის ბლოკნოტში // „ლელო“, 28 ნოემბერი, 1978, № 232 (6287), გვ. 3.
- ცინდაძე, თ.; კოპაძე, რ., სტატისტიკოსის ბლოკნოტში // „ლელო“, 2 დეკემბერი, 1978, № 235 (6290), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაFC-DYNAMO.RU · Rec.Sport.Soccer Statistics Foundation · WildStat |
ლელო |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Куцев Владимир Николаевич · FootballFacts.ru
- ↑ Днепр (Днепропетровск) 1:0 Динамо (Москва) Чемп. СССР · 07.04.1978 · 1 тур.
- ↑ 3.0 3.1 Латыш Николай Иванович · FootballFacts.ru
- ↑ Динамо (Тбилиси) 1:1 Шахтёр (Донецк) Чемпионат СССР · 23.05.1978 · 8 тур.
- ↑ Шахтёр (Донецк) 1:1 Динамо (Тбилиси) Чемпионат СССР · 26.08.1978 · 21 тур.
- ↑ ЦСКА (Москва) 1:2 Динамо (Тбилиси) Чемпионат СССР · 27.06.1978 · 13 тур.
- ↑ Динамо (Тбилиси) 4:1 ЦСКА (Москва) Чемпионат СССР · 23.10.1978 · 27 тур.
- ↑ აღსანიშნავია, რომ იმავე გუცაევს ეკუთვნის გუნდის 1600-ე გოლიც.
- ↑ რაც უფრო ახლოვდება ფინიში // „ლელო“, 20.08.1978, № 164 (6219), გვ. 3.
- ↑ 1978 წელს ჟურნალ „ოგონიოკის“ რედაქციას პრიზის მფლობელი არ გამოუვლენია.
- ↑ Киселёв Н.Я., 1979, გვ. 10
- ↑ ახალი პრიზი კვლავაც ბევრს გვავალებს! // „ლელო“, 19 ნოემბერი, 1978, № 226 (6281), გვ. 1.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 13.8 Киселёв Н.Я., 1979, გვ. 6–8
- ↑ Ярцев Георгий Александрович · FootballFacts.ru
- ↑ Колесов Николай Борисович · FootballFacts.ru
- ↑ Зарапин Анатолий Петрович · FootballFacts.ru
- ↑ Баканов Константин Александрович · FootballFacts.ru