თამაზ კოსტავა
თამაზ კოსტავა (დ. 29 თებერვალი, 1956, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მცველი.[1] იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977)[2] და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.[3]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თამაზ კოსტავა | ||
დაბადების თარიღი | 29 თებერვალი, 1956 | ||
დაბადების ადგილი |
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 175 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1973–1976 | ტორპედო ქ. | 106 | (0) |
1977–1982 | დინამო თბ. | 102 | (1) |
1983–1984 | ტორპედო ქ. | 58 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1978 | საბჭოთა კავშირი | 3 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[4][5]
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — თამაზ კოსტავას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]
კარიერარედაქტირება
საკლუბო კარიერარედაქტირება
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1971 წელს ქუთაისში მწვრთნელ კარლო ხურციძესთან.
1973–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 106 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
1977 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 6 აპრილს.
1983 წლიდან კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1984 წელს ამავე კლუბში ასრულებს.
თამაზ კოსტავამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 102 მატჩი (1 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩი ჩაატარა.[7] ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 17 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ექვსი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ერთიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.[8]
სანაკრებო კარიერარედაქტირება
1978 წლის ნოემბერში სამი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- თასის მფლობელი: 1979
- ფინალისტი: 1980 [9]
საერთაშორისო ტურნირებირედაქტირება
- თასის მფლობელი: 1981
ინდივიდუალურირედაქტირება
- 33 საუკეთესო
- №1: 1978
- №2: 1977
ლიტერატურარედაქტირება
- თედორაძე, ზურაბ (2002). თბილისის „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- მოსაშვილი, მინდია (1982). მარადიული დღესასწაული. თბ.: ხელოვნება.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბილისის დინამო 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1982) ფეხბურთი — 82 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1981) ფეხბურთი — 81 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1980) ფეხბურთი — 80 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979) ფეხბურთი — 79 : (ცნობარი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- გორგოძე, გიორგი (2003). დღესასწაულის წადილი : დავით ყიფიანი. თბ.: რეინგოლდ და კომპანია.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979) მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
პერიოდიკარედაქტირება
- მებურიშვილი, ტაგუ. „გაისმის მთად და ბარად მათი დიდების ექო“... // „ლელო“, 11 ნოემბერი, 1978, № 220 (6275), გვ. 2–3, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ქართული სპორტის სტატისტიკა
- ბიოგრაფია
- სტატისტიკა klisf.net
- პროფილი msy.gov.ge
- საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- თამაზ კოსტავა – 58 fcdinamo.ge
სქოლიორედაქტირება
- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — თამაზ კოსტავა — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ფეხბურთი 1978 : ცნობარი / ავტ.-შემდგ.: გ. აკოფოვი, მ. კაკაბაძე; საქ. სპორტ. ჟურნალისტთა ფედერაცია. - თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა და სტ., 1978. — გვ. 19. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — თამაზ კოსტავა — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია — საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). dic.academic.ru. წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ Список 33 лучших футболистов сезона в СССР — Список лучших футболистов сезона в СССР составлялся по итогам футбольного сезона (чемпионата) в СССР с 1926 года нерегулярно, а с 1948 года — ежегодно (кроме 1954 года). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2019.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ · სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ თამაზ კოსტავას საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Костава Тамаз Гивиевич — 29.02.1956, г. Кутаиси, Грузинская ССР. Амплуа: защитник. footballfacts.ru. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ Евгений Пугло (20 სექტემბერი, 2009). თამაზ კოსტავას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა. Костава Тамаз Гивиевич — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). klisf.net. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.
- ↑ Andrei Balitskiy and Mike Dryomin (11 ივლისი, 2013). Soviet Union Cup 1980 — Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2018.