გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი ჩაკვეტაძე (დ. 29 აგვისტო, 1999) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 აგვისტო, 1999 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | უოტფორდი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007–2010 | ნორჩი დინამო | ||
2010–2016 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2016–2017 | დინამო თბ. | 29 | (5) |
2017– | გენტი | 50 | (5) |
2022 | → ჰამბურგი | 10 | (1) |
2022–2023 | → სლოვანი | 25 | (1) |
2023–2024 | → უოტფორდი | 23 | (1) |
2024– | უოტფორდი | 12 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2015–2016 | საქართველო U17 | 20 | (5) |
2016 | საქართველო U18 | 5 | (0) |
2016–2017 | საქართველო U19 | 14 | (1) |
2017 | საქართველო U21 | 3 | (0) |
2018– | საქართველო | 33 | (9) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაგიორგი ჩაკვეტაძე 1999 წლის 29 აგვისტოს დაიბადა თბილისში, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.
გიორგიმ ვარჯიში ნორჩ დინამოში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. „ნორჩ დინამოელს“ მოჰყვა თბილისის „დინამოს“ აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.
2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ, ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა გუნდების შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი“, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ უკანასკნელისგან, რომლის პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად იყო ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებული.[1] საბოლოოდ, გიორგის აგენტების გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. კლუბში ჩაკვეტაძეს საყვარელი 7-ნომრიანი მაისურა გადასცეს, რა ნომრითაც გიორგის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაგიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და ნაკრების შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო, რის შემდეგაც გიორგი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2018 | 7 | 5 |
2019 | 0 | 0 | |
2020 | 2 | 0 | |
2021 | 4 | 0 | |
2022 | 1 | 0 | |
2023 | 8 | 3 | |
2024 | 11 | 1 | |
ჯამში | 33 | 9 |
სანაკრებო მატჩები და გოლები
რედაქტირება№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 24.03.2018 | თბილისი | საქართველო | 4–0 | ლიეტუვა | ამხანაგური | 40' | 69' | [2] |
2 | 06.09.2018 | ასტანა | ყაზახეთი | 0–2 | საქართველო | ერთა ლიგა | 69' | 75' | [3] |
3 | 09.09.2018 | თბილისი | საქართველო | 1–0 | ლატვია | ერთა ლიგა | 85' | [4] | |
4 | 13.10.2018 | თბილისი | საქართველო | 3–0 | ანდორა | ერთა ლიგა | 90' | [5] | |
5 | 16.10.2018 | რიგა | ლატვია | 0–3 | საქართველო | ერთა ლიგა | 61' | 89' | [6] |
6 | 15.11.2018 | ანდორა-ლა-ველა | ანდორა | 1–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 9' | [7] | |
7 | 19.11.2018 | თბილისი | საქართველო | 2–1 | ყაზახეთი | ერთა ლიგა | 84' | 90' | [8] |
8 | 05.09.2020 | ტალინი | ესტონეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 78' | [9] | |
9 | 08.09.2020 | თბილისი | საქართველო | 1–1 | ჩრდ. მაკედონია | ერთა ლიგა | 62' | [10] | |
10 | 02.09.2021 | თბილისი | საქართველო | 0–1 | კოსოვო | მსოფ. შეს. | 77' | [11] | |
11 | 05.09.2021 | ბადახოსი | ესპანეთი | 4–0 | საქართველო | მსოფ. შეს. | 69' | [12] | |
12 | 08.09.2021 | სოფია | ბულგარეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | 59' | [13] | |
13 | 09.10.2021 | ბათუმი | საქართველო | 0–2 | საბერძნეთი | მსოფ. შეს. | 60' | [14] | |
14 | 02.06.2022 | თბილისი | საქართველო | 4–0 | გიბრალტარი | ერთა ლიგა | 78' | [15][16] | |
15 | 25.03.2023 | ბათუმი | საქართველო | 6–1 | მონღოლეთი | ამხანაგური | 56', 58' | 64' | [17] |
16 | 17.06.2023 | ლარნაკა | კვიპროსი | 1–2 | საქართველო | ევრ. შეს. | 74' | [18] | |
17 | 08.09.2023 | თბილისი | საქართველო | 1–7 | ესპანეთი | ევრ. შეს. | 49' | 46' | [19] |
18 | 12.09.2023 | ოსლო | ნორვეგია | 2–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 67' | [20] | |
19 | 12.10.2023 | თბილისი | საქართველო | 8–0 | ტაილანდი | ამხანაგური | 58' | [21] | |
20 | 15.10.2023 | თბილისი | საქართველო | 4–0 | კვიპროსი | ევრ. შეს. | 71' | [22] | |
21 | 16.11.2023 | თბილისი | საქართველო | 2–2 | შოტლანდია | ევრ. შეს. | 79' | [23] | |
22 | 19.11.2023 | ვალიადოლიდი | ესპანეთი | 3–1 | საქართველო | ევრ. შეს. | 90' | [24] | |
23 | 21.03.2024 | თბილისი | საქართველო | 2–0 | ლუქსემბურგი | ევრ. შეს. | 77' | [25] | |
24 | 26.03.2024 | თბილისი | საქართველო | 0–0 | საბერძნეთი | ევრ. შეს. | 104'[ა] | [26] | |
25 | 09.06.2024 | პოდგორიცა | მონტენეგრო | 1–3 | საქართველო | ამხანაგური | 66' | [27] | |
26 | 18.06.2024 | დორტმუნდი | თურქეთი | 3–1 | საქართველო | ევრო 2024 | 74' | [28][29] | |
27 | 22.06.2024 | ჰამბურგი | საქართველო | 1–1 | ჩეხეთი | ევრო 2024 | 62' | [30] | |
28 | 26.06.2024 | გელზენკირხენი | საქართველო | 2–0 | პორტუგალია | ევრო 2024 | 81' | [31] | |
29 | 30.06.2024 | კელნი | ესპანეთი | 4–1 | საქართველო | ევრო 2024 | 63' | [32] | |
30 | 07.09.2024 | თბილისი | საქართველო | 4–1 | ჩეხეთი | ერთა ლიგა | 53' | [33] | |
31 | 10.09.2024 | ტირანა | ალბანეთი | 0–1 | საქართველო | ერთა ლიგა | 88' | [34] | |
32 | 11.10.2024 | პოზნანი | უკრაინა | 1–0 | საქართველო | ერთა ლიგა | [35] | ||
33 | 14.10.2024 | თბილისი | საქართველო | 0–1 | ალბანეთი | ერთა ლიგა | [36] | ||
34 | 16.11.2024 | ბათუმი | საქართველო | 1–1 | უკრაინა | ერთა ლიგა | 46' | [37] |
- ↑ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- სლოვაკეთის ჩემპიონი: 2022–23
- სლოვაკეთის თასის ფინალისტი: 2022–23
- ბელგიის ვიცე-ჩემპიონი: 2019–2020
- ბელგიის თასის ფინალისტი: 2018–2019
ინდივიდუალური
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[38]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ჩაკვეტაძე — „უოტფორდის“ ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
AFS · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · Kicker · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Medien: Bayern-Angebot für 17-jähriges Supertalent
- ↑ Georgia 4–0 Lithuania / Friendlies. soccerway
- ↑ Kazakhstan 0–2 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 1–0 Latvia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 3–0 Andorra / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Latvia 0–3 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Andorra 1–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 2–1 Kazakhstan / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Estonia 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 1–1 North Macedonia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Kosovo / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Spain 4–0 Georgia / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Bulgaria 4–1 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 0–2 Greece / UEFA World Cup Qualifiers. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / UEFA Nations League. uefa.com
- ↑ Georgia 6–1 Mongolia / Friendlies. soccerway
- ↑ Cyprus 1–2 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 1–7 Spain / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Norway 2–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 8–0 Thailand / Friendlies. soccerway
- ↑ Georgia 4–0 Cyprus / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–2 Scotland / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 3–1 Georgia / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / Qual. Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 0–0 Greece / UEFA Euro 2024 Qualifiers. soccerway
- ↑ Montenegro 1–3 Georgia / Friendlies. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Türkiye 3–1 Georgia / BVB Stadion Dortmund. UEFA
- ↑ Georgia 1–1 Czechia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 2–0 Portugal / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Spain 4–1 Georgia / UEFA Euro 2024. soccerway
- ↑ Georgia 4–1 Czechia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Albania 0–1 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Ukraine 1–0 Georgia / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 0–1 Albania / UEFA Nations League. soccerway
- ↑ Georgia 1–1 Ukraine / UEFA Nations League. soccerway
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ