ბადახოსი (ესპ. Badajoz; ესპანური წარმოთქმა: [baðaˈxoθ]) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოქცეულია ავტონომიური გაერთიანების ესტრემადურის შემადგენლობაში. მდებარეობს პორტუგალიის სახელმწიფო საზღვართან, მდინარე გვადიანის ნაპირზე, ზღვის დონიდან 185 მ სიმაღლეზე. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 151,565 ადამიანი. წარმოადგენს სატრანზიტო პუნქტს პორტუგალიის საზღვართან. აღმოცენდა როგორც პატარა რომაული ქალაქი. VII საუკუნეში ტერიტორია მავრებმა დაიპყრეს და შედეგად გახდა მავრების სამეფოს ნაწილი — ბადახოსის ტაიფა. ბადახოსში დაბადებულია ესპანელი ფერმწერი ლუის დე მორალესი და კონკისტადორი პედრო დე ალვარადო. ქალაქშია XIII საუკუნის გოთიკური ტაძარი. განვითარებულია ტყავის მრეწველობა. არის აეროპორტი.

ქალაქი
ბადახოსი
ესპ. Badajoz
Collage de Badajoz.jpg
დროშა გერბი
Flag of Badajoz.svg Provincia de Badajoz - Escudo.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
კოორდინატები 38°52′44″ ჩ. გ. 6°58′01″ დ. გ. / 38.87889° ჩ. გ. 6.96694° დ. გ. / 38.87889; -6.96694
მმართველი Francisco Javier Fragoso Martínez
დაარსდა 1834
ფართობი 1470 კმ²
ცენტრის სიმაღლე 185
მოსახლეობა 152,270 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 924
საფოსტო ინდექსი 06001–06012
საავტომობილო კოდი BA
ოფიციალური საიტი aytobadajoz.es/es/ayto/portada
ბადახოსი — ესპანეთი
ბადახოსი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება