ბადახოსის პროვინცია
ბადახოსი (ესპ. Badajoz) — პროვინცია დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურის ავტონომიურ გაერთიანებაში. იგი დაარსდა 1833 წელს. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: კასერესი, ტოლედო, სიუდად რეალი, კორდობა, სევილია და უელვა. დასავლეთით ესაზღვრება პორტუგალია.
21 766 კმ2 ფართობით, იგი არის ყველაზე დიდი პროვინცია ესპანეთში. ეხტრემადურას მეორე პროვინცია კასერასი კი სიდიდით მეორეა.
ბადახოსის მოსახლეობა შეადგენს 662,808 კაცს (2002 წლის მონაცემებით). მისი დედაქალაქია ბადახოსი. პროვინციაში არის 163-მდე მუნიციპალიტეტი. იხ. ბადახოსის მუნიციპალიტეტების სია.