უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ (ინგლ. Watford Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი უოტფორდში, ჰერტფორდშირი. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. დაარსდა 1881 წელს, როგორც „უოტფორდ როვერსი“. ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1886 წელს, მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთის ლიგას. 1914-15 წლების სეზონში სამხრეთის ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, 1920 წელს ჰარი კენტის ხელმძღვანელობით შეუერთდა საფეხბურთო ლიგას. კლუბმა შეიცვალა მრავალი სტადიონი, 1992 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ვიკარიჯ როუდზე“.[1] „უოტფორდმა“ არსებობის დიდი ნაწილი გაატარა ქვედა ლიგებში, მრავალჯერ შეიცვალა კლუბის ფერები და ფორმა.
![]() | |||
სრული სახელი | Watford Football Club | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | ონავრები (ინგლ. The Hornets, ყვითელი არმია (ინგლ. Yellow Army), ოქროს ბიჭები (ინგლ. The Golden Boys) | ||
დაარსდა | 1881 | ||
სტადიონი |
ვიკარიჯ როუდი უოტფორდი, ინგლისი (ტევადობა: 21,438 მაყურებელი) | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | პრემიერლიგა | ||
2018-19 | მე-11 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
გრეჰემ ტეილორის მწვრთნელობის დროს, რომელიც მომავალში წვრთიდა არაერთ ინგლისურ კლუბს და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, კლუბმა დაიპყრო ახალი მწვერვალები. 1977-1987 წლებში „უოტფორდი“ დონით მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 1982-83 წლების სეზონი „უოტფორდმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა და მოიპოვა უეფა-ს თასის 1983-84 წლების გათამაშებაში ასპარეზობის უფლება. ამავე სეზონში ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში.[2] ტეილორის წასვლის შემდეგ მომავალი 10 წლის მანძილზე კლუბი ისევ დაქვეითდა. 1996 წელს დაბრუნდა კლუბში და დონით მესამე ჩემპიონატიდან 1999-00 წლების სეზონში „უოტფორდი“ პრემიერლიგაში დააბრუნა. იმავე სეზონში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ კლუბი ისევ დაქვეითდა. 2006-07 წლების სეზონში ეიდი ბუტროიდის თავკაცობით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში,[3] მაგრამ ისევ ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
8 წლის შემდეგ, 2015-16 წლების სეზონში „უოტფორდი“ დაბრუნდა პერმიერლიგაში.[4]
კლუბი ეკუთვნის პოცოების ოჯახს, რომელიც ასევე ფლობს იტალიურ „უდინეზეს“.[5] ასევე წარსულში ფლობდა ესპანურ „გრანადას“.[6] 2008 წლამდე, კლუბის საპატიო ცხოვრების პრეზიდენტი იყო ელტონ ჯონი.[7] მოგვიანებით ისევ დაიკავა იგივე პოსტი, ამჯერად გრეჰემ ტეილორთან ერთად, რაც ტეილორის სიკვდილამდე გრძელდებოდა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ History of Watford FC – Grounds. Watford Football Club (9 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 ოქტომბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Classic Cup Finals: 1984. The Football Association. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
- ↑ Whitbread, Joe (30 November 2011) "Boothroyd takes over at Cobblers". Watford Observer. Retrieved 21 აპრილი, 2012.
- ↑ Watford promoted to Premier League. BBC Sport (25 აპრილი, 2015). წაკითხვის თარიღი: 26 აპრილი, 2015.
- ↑ “Udinese's Pozzo family complete Watford takeover“, 29 ივნისი, 2012.
- ↑ “Watford owner Gino Pozzo to sell Granada to Chinese firm Link International Sports“, 25 მაისი, 2016.
- ↑ “Elton John quits Watford FC role“, 6 ნოემბერი, 2008.