არადუ[1] (აფხ. Араду) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: არადუ, დაჩა). ზღვის დონიდან 40 მ. ოჩამჩირიდან 6 კმ.

სოფელი
არადუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი არადუ
კოორდინატები 42°44′41″ ჩ. გ. 41°25′18″ ა. გ. / 42.74472° ჩ. გ. 41.42167° ა. გ. / 42.74472; 41.42167
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არადუ — საქართველო
არადუ
არადუ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
არადუ

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ჩრდილოეთით არადუს ესაზღვრება სოფლები მოქვი და კოჩარა, აღმოსავლეთით — მერკულა მდ. მოქვზე, სამხრეთით არადუს ტერიტორია გადის შავ ზღვაზე, ხოლო დასავლეთით ესაზღვრება სოფლებს ტამიშსა და ლაბრას.

1989 წლის აღწერის მონაცემებით არადუს მოსახლეობა 2959 ადამიანს შეადგენდა. ამჟამად ეთნიკური უმრავლესობა აფხაზებია.

XIX საუკუნეში სოფელი მოქვის სოფლის საბჭოს ეკუთვნოდა. 1886 წლის აღწერით არადუში 344 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 11 მაჰმადიანი-შიიტი ცხოვრობდა. ჩამომავლობით არადუში 20 თავადი, 21 აზნაური და 314 გლეხი სახლობდა.

სტალინის პერიოდში არადუს ტერიტორიაზე ჩნდება ჩამოსახლებულთა დასახლება ცაგერა, სადაც ლეჩხუმის ცაგერის მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლებული გლეხები დასახლდნენ. მეგრელები ამ არემარეში XX საუკუნის დასაწყისიდან სახლობდნენ.

1990-იანი წლებისთვის სოფლის აფხაზური მოსახლეობა მეტწილად ასიმილირებული იყო. არადუ, ისევე როგორც ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ბევრი სხვა ზღვისპირა სოფელი აფხაზურ-ქართული კონფლიქტის პერიოდში ქართველთა კონტროლს ქვეშ იყო. ომის შემდეგ სოფელი ქართულმა მოსახლეობამ დატოვა. დასახლება ცაგერა (განადგურებულია 820 საცხოვრებელი სახლი) სრულიად განადგურდა, ასევე მთლიანად განადგურდა თავად არადუ (განადგურებულია 710 საცხოვრებელი სახლი). ამჟამად სოფელი უკაცრიელია.

ლიტერატურა

რედაქტირება