მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოქვი (მრავალმნიშვნელოვანი).

მოქვი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე მოქვის ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: აძიბჟარა, აჯაჟვი, ჯალაფსუა, ჯალი). ზღვის დონიდან 130 მ, ოჩამჩირიდან 17 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].

სოფელი
მოქვი
Mokva cathedral.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი მოქვი
კოორდინატები 42°48′46″ ჩ. გ. 41°28′58″ ა. გ. / 42.81278° ჩ. გ. 41.48278° ა. გ. / 42.81278; 41.48278
ცენტრის სიმაღლე 30 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
მოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მოქვი (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)

მოქვში დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი – საკათედრო ტაძარი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957–967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არ აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება