ტამიში (აფხ. Тамшь) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე დღამშის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ანუარხუ, ნაოჩი, ნაღბოუ, წკრიში). ზღვის დონიდან 10 მ, ოჩამჩირიდან 14 კმ. 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის შედეგად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]

სოფელი
ტამიში
აფხ. Тамшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი ტამიში
კოორდინატები 42°47′23″ ჩ. გ. 41°22′19″ ა. გ. / 42.78972° ჩ. გ. 41.37194° ა. გ. / 42.78972; 41.37194
ცენტრის სიმაღლე 10
მოსახლეობა 549 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტამიში — საქართველო
ტამიში
ტამიში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ტამიში

ტამიშის ბრძოლა

რედაქტირება

აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.[2]

მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება