დღამში
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
დღამში — მდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1003 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ წკრიშთან. სიგრძე 31 კმ, აუზის ფართობი 120 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 4,37 მ³/წმ.
დღამში | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
კოდორის ქედი 42°58′12″ ჩ. გ. 41°22′51″ ა. გ. / 42.970250° ჩ. გ. 41.380917° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1003 მ |
შესართავი |
შავი ზღვა 42°45′50″ ჩ. გ. 41°22′29″ ა. გ. / 42.764083° ჩ. გ. 41.374861° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 31 კმ |
აუზის ფართობი | 120 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 4,37 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 523–524.