კოდორის ქედი

ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმი

კოდორის ქედიქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ ტოტზე, რომელიც მდინარე კოდორის აუზს გამოჰყოფს მდინარეების ენგურის, ღალიძგის, მოქვისა და სხვა აუზებისაგან. შედგება ორი მონაკვეთისაგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ხოჯალის მთის მასივში. ერთი მონაკვეთი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან ხოჯალის მთამდე სამხრეთ-დასავლეთისკენ, 30 კმ სიგრძისაა და დაგვირგვინებულია მოგუაშირხის მწვერვალით. მის შუა ნაწილში, მდინარეების საკენისა და ნენსკრის წყალგამყოფზე მდებარეობს ხიდას უღელტეხილი. კოდორის ქედის ამ მონაკვეთს სვანეთ-აფხაზეთის ქედი ეწოდება. მეორე ნაწილი ხოჯალის მთიდან მდინარე კოდორის ქვემო დინებამდე განედურადაა გაწოლილი 51 კმ სიგრძეზე.

კოდორის ქედი
კოორდინატები: 42°59′18″ ჩ. გ. 41°51′55″ ა. გ. / 42.988583° ჩ. გ. 41.865472° ა. გ. / 42.988583; 41.865472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სიგრძე 81 კმ
ამგებელი ქანები ფიქალი, პორფირიტი, კირქვა
კოდორის ქედი — საქართველო
კოდორის ქედი
კოდორის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კოდორის ქედი

კოდორის ქედი აგებულია პალეოზოური კრისტალური კომპლექსით, ქვედაიურული ფიქლებით, ბაიოსის პორფირიტული წყებითა და ცარცული კირქვებით. ქედის დასაწყისში მყინვარებია. შემოსილია მდელოებითა და წიწვიანი ტყით, რომელიც მთავარი ქედიდან ხიდის უღელტეხილამდე ვრცელდება. გარდა ამისა, წიწვიანები ქმნიან განცალკევებულ „კუნძულს“ ხოჯალის მასივზე. ამ უკანასკნელის დასავლეთით ისპობა ჯერ ნივალური ზონა, შემდეგ ალპური. კოდორის ქედის დასავლეთი ნახევარი მთლიანად ტყიან ზონაშია მოქცეული. კოდორის ქედის სამხრეთ შტოებზე მდებარეობს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.

ლიტერატურა

რედაქტირება