ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო
ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო — მდებარეობს აფხაზეთში ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღალიძგის ზემოთში. ნახშირიანი წყება შუაიურული (ბათური) ასაკისაა, იყოფა ორ ჰორიზონტად: ქვედა — პროდუქტიული ქვიშაქვებისა (სისქე 20-200 მ) და ზედა არაპროდუქტიული არგილიტებისა (სისქე 100 მ-მდე). საბადოზე არის ცხრა ნახშირიანი ფენა. გენეტურად ქვანახშირი განეკუთვნება ჰუმუსურ ტიპს, ტექნოლოგიური თვისებებით — საკოქსეს. სიმკვრივე 1300-1750კგ/მ³; ტენიანობა 1,5—3,0%, საშუალო ნაცრიანობა 33,7%;ქროლადების შემცველობა საწვავ მასაში 26,0-37,0%, გოგირდისა 0,5—1,0, თბოუნარი (უმაღლესი — საწვავ მასაზე) 7500-8400 კკალ/კგ. სამრეწველო ექსპლუატაცია დაიწყო 1938 წლიდან. საბადო ქვანახშირს აწვდიდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, ტყვარჩელის თესსა და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიჩუა ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.