ღალიძგა
ღალიძგა (მეგრ. ღალიშ ძგა — ღელის ნაპირი) — მდინარე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთი). სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ხოჯალის მახლობლად. სიგრძე — 53 კმ, აუზის ფართობი — 483 კმ². ზემო დინებაში მთის მდინარეა კარგად გამოხატული სწრაფი დინებით, ქვემო წელში კი დაბლობზე გამოდის და შავ ზღვას ერთვის ოჩამჩირეს სამხრეთით. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა —ზამთარში. ახასიათებს ხშირი წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ ოჩამჩირესთან — 25,1 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია მდინარე ღეჯირი.
ღალიძგა | |
---|---|
![]() მდინარე ღალიძგა ტყვარჩელთან | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
კოდორის ქედი 42°54′54″ ჩ. გ. 42°49′12″ ა. გ. / 42.91500° ჩ. გ. 42.82000° ა. გ. |
შესართავი |
შავი ზღვა 42°41′54″ ჩ. გ. 41°28′06″ ა. გ. / 42.69833° ჩ. გ. 41.46833° ა. გ. |
სიგრძე | 53 კმ |
აუზის ფართობი | 483 კმ² |
![]() ![]() |
ჩამოუდის ქალაქებს ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს. XVIII საუკუნის წყაროებში მოხსენიებულია როგორც სამურზაყანოს დასავლეთი საზღვარი.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.