ხოჯალი

მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხოჯალი (მრავალმნიშვნელოვანი).

ხოჯალიმთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის (მესტიის მუნიციპალიტეტი) ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედზე, მდინარე ღალიძგის მარჯვენა შენაკადის — ხოჯალის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3308 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტული წყებით. აქვს მახვილი მწვერვალი და ციცაბი კალთები, რომელზეც შემორჩენილია მყინვარული ფორმები. ხოჯალზე მცირე ზომის მყინვარებია. მთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.

ხოჯალი
კოორდინატები: 42°59′04″ ჩ. გ. 41°52′04″ ა. გ. / 42.984556° ჩ. გ. 41.867889° ა. გ. / 42.984556; 41.867889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3308 
ქედი კოდორის ქედი
ხოჯალი — საქართველო
ხოჯალი
ხოჯალი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ხოჯალი

ლიტერატურა

რედაქტირება