გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ინგლ. Gibraltar national football team) წარმოადგენს გიბრალტარს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაცია. გიბრალტარი არ არის ფიფას სრული წევრი, ამიტომ მას არ აქვს უფლება მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს. მაგრამ გიბრალტარი არის უეფას სრული წევრი და შეუძლია იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე. გიბრალტარისთვის პირველ ევრო 2016-ის შესარჩევ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა D ჯგუფში, სადაც დაიკავა ბოლო ადგილი და ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
ასოციაცია | გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია | |||
---|---|---|---|---|
კონფედერაცია | უეფა (ევროპა) | |||
მთავარი მწვრთვნელი | ჯეფ ვუდი | |||
კაპიტანი | როი ჩიპოლინა | |||
ყველაზე მეტი კეპი | ლიამ უოლკერი (42) | |||
ბომბარდირი | ლი კასკიარო (3) | |||
სტადიონი | ვიქტორიას სტადიონი (ამხანაგური), (გიბრალტარი), ესტადიო ალგარვე (ოფიციალური), (პორტუგალია) | |||
ფიფა-ს კოდი | GIB | |||
| ||||
პირველი საერთაშორისო | ||||
გიბრალტარი 0–0 სლოვაკეთი (ფარუ, პორტუგალია; 19 ნოემბერი 2013) | ||||
უდიდესი გამარჯვება | ||||
გიბრალტარი 1–0 მალტა (ფარუ, პორტუგალია; 4 ივნისი 2014) გიბრალტარი 1–0 ლატვია (გიბრალტარი; 25 მარტი 2018) გიბრალტარი 1–0 სომხეთი (ერევანი, სომხეთი; 13 ოქტომბერი 2018) გიბრალტარი 2–1 ლიხტენშტაინი (გიბრალტარი; 16 ოქტომბერი 2018) | ||||
უდიდესი დამარცხება | ||||
გიბრალტარი 0–7 პოლონეთი (ფარუ, პორტუგალია; 7 სექტემბერი 2014) ირლანდია 7–0 გიბრალტარი (დუბლინი, ირლანდია; 11 ოქტომბერი 2014) გიბრალტარი 0–7 გერმანია (ფარუ, პორტუგალია; 13 ივნისი 2015) პოლონეთი 8–1 გიბრალტარი (ვარშავა, პოლონეთი; 7 სექტემბერი 2015) |
მიუხედავად იმისა რომ გიბრალტარი არ მდებარეობს კუნძულზე, ის მონაწილეობს კუნძულების თამაშებზე 1993 წლიდან, ამ შეჯიბრის გამარჯვებული გახდა 2007 წელს.
ისტორია
რედაქტირებაუეფამდე
რედაქტირებაგიბრალტარმა პირველი არაოფიციალური მატჩი ჩაატარა ჯერზის წინააღმდეგ, კუნძულების თამაშებზე 1993 წელს. ამ მატჩში გიბრალტარი დამარცხდა ანგარიშით 2-1. გიბრალტარის მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით 19-0 მოგებული არაოფიციალური მატჩი იყო სარკის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ, კუნძულ გერნზიზე. ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა 5-0 გრენლანდიასთან, დანიის ავტონომიურ რეგიონთან.
დაარსება
რედაქტირებაგიბრალტარის ეროვნული საფეხბურთო გუნდი შეიძლება ვთქვათ დაარსდა 1923 წელს, როდესაც გაემგზავრა ესპანეთში საფეხბურთო კლუბ სევილიასთან ამხანაგური მატჩის სათამაშოდ, სადაც ითამაშა ორი მატჩი და ორივეში დამარცხდა. ასევე ფრედ ითამაშა მადრიდის რეალთან 1949 წელს.
კუნძულების თამაშები
რედაქტირებაუეფაში გაწევრიანებამდე გიბრალტარი რეგულარულად გამოდიოდა კუნძულების თამაშებზე.
პირველად ამ შეჯიბრში გიბრალტარმა მონაწილეობა მიიღო 1993 წელს, მიუხედავად იმისა რომ ის არ მდებარეობს კუნძულზე. გიბრალტარმა წააგო ყველა მატჩი, გაიტანა ერთი გოლი და ტურნირი დაასრულა ბოლო ადგილზე.
მათ ჰქონდათ გაცილებით დიდი წარმატება 1995 წლის კუნძულების თამაშებზე. რომელსაც გიბრალტარმა უმასპინძლა. გიბრალტარმა თავისი პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა ამ შეჯიბრზე გახსნით მატჩში, სადაც ისინი დამარცხდნენ გრენლანდიასთან, მაგრამ მათ შემდეგ მოუგეს კუნძულ მენის გუნდს, კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმეს კუნძულ ენგზლის გუნდთან, და დაიკავეს ჯგუფში მეორე ადგილი. მეოთხედფინალში მათ კიდევ ერთხელ დაამარცხეს ენგზლის გუნდი, ნახევარფინალში კი კუნძული ჯერზი 1-0. იგივე ანგარიშით ფინალში გიბრალტარი დამარცხდა უაითის კუნძულთან.
1997 წლის კუნძულების თამაშებზე გიბრალტარს დაუგროვდა ორი მოგება და ორი წაგება ჯგუფურ ეტაპზე, ფლეიოფში კი დამარცხდა შეტლანდის გუნდთან. ამ შეჯიბრზე გიბრალტარმა დაიკავა 6-ე ადგილი 9 გუნდიდან. ასეთივე ცუდი თამაში აჩვენა გუნდმა 1999 წლის, სადაც გავიდა 11-ე ადგილზე.
კუნძულების თამაშებზე პროგრესი განიცადა გუნდმა 2001 წელს, სადაც გუნდი გავიდა 5-ე ადგილზე. 2003 წელს, გიბრალტარმა აქტივში ჩაიწერა ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, 19-0 სარკის გუნდის წინააღმდეგ.
გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი 2015 წელს გამოვიდა უეფას შეჯიბრზე, რომელსაც წვრთნიდა ჯონ მორენო.
წელი | ეტაპი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1989–1991 | არ მონაწილეობდა | |||||||
1993 | 7 ადგილისთვის | 8 | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 9 |
1995 | ფინალისტი | 2 | 5 | 4 | 0 | 1 | 5 | 3 |
1997 | 5 ადგილისთვის | 6 | 5 | 2 | 0 | 3 | 13 | 8 |
1999 | 11 ადგილისთვის | 11 | 4 | 1 | 0 | 3 | 9 | 11 |
2001 | 5 ადგილისთვის | 5 | 4 | 3 | 0 | 1 | 7 | 2 |
2003 | 5 ადგილისთვის | 6 | 5 | 3 | 0 | 2 | 29 | 5 |
2005 | არ მონაწილეობდა | |||||||
2007 | გამარჯვებული | 1 | 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 2 |
2009 | 9 ადგილისთვის | 9 | 4 | 2 | 1 | 1 | 12 | 3 |
2011 | 5 ადგილისთვის | 5 | 3 | 2 | 0 | 1 | 14 | 7 |
2013 | არ მონაწილეობდა | |||||||
2015 | 9ადგილისთვის | 10 | 4 | 1 | 1 | 2 | 3 | 6 |
სულ | 10/14 | 1 ტიტული | 42 | 21 | 3 | 18 | 102 | 56 |
- *ოქროსფერი ფონი მიუთითებს რომ ტურნირში გაიმარჯვა. წითელი ხაზები ნიშნავს რომ ტურნირი გაიმართა საკუთარ მიწაზე.
FIFI "ველური თასი"
რედაქტირება2006 წლის ზაფხულის დასაწყისში გიბრალტარმა მონაწილეობა მიიღო ფიფის 2006 წლის ველურ თასზე. სადაც გავიდა მესამე ადგილზე. ეს არის ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ალტერნატიული შეჯიბრება ფიფას არაწევრი ნაკრებებისთვის. გიბრატარმა გახსნით მატჩში ითამაშა ფრე 1-1 ტურნირის მასპინძელთან სტ. პაულთან, ხოლო მეორე მატჩში 5-0 მოუგო ტიბეტის ნაკრებს, რითაც გავიდა ნახევარფინალში. აქ კი დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან ჩრდილოეთ კვიპროსთან 2-0. მესამე ადგილისთვის მატჩში გიბრალტარი მეორედ დაუპირისპირდა სტ. პაულის, ამჯერად შეძლო მისი დამარცხება 2-1 და გავიდა მესამეზე მონაწილე ექვს გუნდს შორის.
წელი | ეტაპი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
2006 | 3 ადგილისთვის | 3 | 4 | 2 | 1 | 1 | 8 | 4 |
სულ | 1/1 | 0 ტიტული | 4 | 2 | 1 | 1 | 8 | 4 |
2008 ოთხი ერი
რედაქტირება2008 წელს გიბრალტარი მიიწვიეს ოთხი ერის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. 2008 წლის ოთხი ერის თასი მოიგო ინგლისის მესამე გუნდმა, რომელიც თამაშობდა ჩრდილოეთ უელსში. შეჯიბრში მონაწილეობნენ ინგლისის მესამე გუნდი, შოტლანდიის მეორე გუნდი, უელსის ნახევრადპროფესიონალური ნაკრები და მიწვეული გიბრალტარის ნაკრები, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაცვლად, რომელმაც უარი განაცხადა მონაწილეობაზე. გიბრალტარმა შეჯიბრი ბოლო ადგილზე დაასრულა.
წელი | ეტაპი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ერთა თასი 2008 | ჯგუფური | 4 | 3 | 0 | 0 | 3 | 4 | 11 |
სულ | 1/1 | 0 ტიტული | 3 | 0 | 0 | 3 | 4 | 11 |
ყველა თამაში
რედაქტირებამოწინააღმდეგე | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატ | გაშ |
---|---|---|---|---|---|---|
ალანდის კუნძულები | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 2 |
ენგლზი | 4 | 1 | 0 | 3 | 3 | 6 |
ინგლისი C | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 2 |
ფარერის კუნძულები | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 4 |
ფრუია | 3 | 3 | 0 | 0 | 17 | 1 |
გრენლანდია | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 7 |
გერნზი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 |
მენი | 2 | 2 | 0 | 0 | 3 | 1 |
უაითი | 4 | 2 | 0 | 2 | 6 | 3 |
ჯერზი | 7 | 1 | 1 | 5 | 8 | 15 |
მადეირა | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 2 |
მინორკა | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 |
მონაკო | 2 | 1 | 1 | 0 | 6 | 2 |
ჩრდილოეთი კვიპროსის თურქული რესპუბლიკა | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 2 |
ორქნეი | 2 | 2 | 0 | 0 | 9 | 1 |
როდოსი | 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 0 |
სარკი | 1 | 1 | 0 | 0 | 19 | 0 |
ნახ. პროფესიონალური ნაკრები | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 4 |
შეტლანდი | 4 | 1 | 0 | 3 | 5 | 6 |
ტიბეტი | 1 | 1 | 0 | 0 | 5 | 0 |
ნახ. პროფესიონალური ნაკრები | 1 | 0 | 0 | 1 | 2 | 6 |
ტიტულები
რედაქტირებაევროპის ჩემპიონატი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | ეტაპი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გატ | გაშ |
1960 დან 2012 | არ იყო უეფას წევრი | |||||||
2016 | ვერ გავიდა | |||||||
სულ | 0/15 | - | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
მატჩები
რედაქტირებაგიბრალტარის ყველა ოფიციალური მატჩი 2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით.
მოწინააღმდეგე | თამაში | მოგება | ფრე* | წაგება | გატანილი | გაშვებული | სხვაობა |
---|---|---|---|---|---|---|---|
ხორვატია | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 4 | −4 |
ესტონეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1 | 3 | −2 |
ფარერის კუნძულები | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 4 | −3 |
გერმანია | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 11 | −11 |
საქართველო | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 7 | −7 |
მალტა | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 |
პოლონეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 15 | −14 |
ირლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 11 | −11 |
შოტლანდია | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 12 | −11 |
სლოვაკეთი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
სულ | 16 | 1 | 2 | 13 | 5 | 67 | −62 |
ამჟამინდელი შემადგენლობა
რედაქტირებაშემადგნლობა მოცემულია 2015 წლის 11 ოქტომბერს შოტლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის მიხედვით.
|
რეკორდები
რედაქტირებაყველაზე მეტი მატჩი
რედაქტირება2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით
# | სახელი | დრო | თამაში | გოლი |
---|---|---|---|---|
1 | ჯოზეფ ჩიპოლინა | 2013– | 16 | 0 |
2 | როი ჩიპოლინა | 2013– | 15 | 1 |
ლიამ უოლკერი | 2013– | 15 | 0 | |
4 | კაილ კაშარო | 2013– | 14 | 1 |
რაიან კაშარო | 2013– | 14 | 0 | |
6 | ჯორდან პერესი | 2013– | 12 | 0 |
7 | ჯეიკ გოსლინგი | 2014– | 11 | 2 |
ჟან-კარლოს გარსია | 2014– | 11 | 0 | |
ადამ პრისტლი | 2013– | 11 | 0 | |
10 | ლი კაშარო | 2014– | 10 | 1 |
ბომბარდირები
რედაქტირება2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით
# | სახელი | დრო | გოლი | თამაში | გოლი მატჩში |
---|---|---|---|---|---|
1 | ჯეიკ გოსლინგი | 2014– | 2 | 11 | 0.182 |
2 | ლი კაშარო | 2014– | 1 | 10 | 0.1 |
კაილ კაშარო | 2013– | 1 | 14 | 0.071 | |
როი ჩიპოლინა | 2013– | 1 | 15 | 0.067 |
მწვრთნელები
რედაქტირება- 2015 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით
სახელი | ეროვნება | დრო | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატ | გაშ | მოგება % |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ალენ ბულა | 2013–2015 | 9 | 1 | 2 | 6 | 3 | 28 | 11.11 | |
დევიდ ვილსონი | 2015 | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 17 | 0.00 | |
ჯეფ ვუდი | 2015– | 4 | 0 | 0 | 4 | 1 | 22 | 0.00 |
სტადიონი
რედაქტირებასანამ გიბრალტარი უეფას წევრი გახდებოდა საშინაო მატჩებს მართავდა ვიქტორიას სტადიონზე რომელიც 5000 მაყურებელზეა გათვლილი და არის გიბრალტარის ეროვნული სტადიონი. ეს სტადიონი არ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს, ამიტომაც გიბრალტარი ოფიციალურ საშინაო მატჩებს მართავს ესტადიო ალგარვეზე რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს და სულ 4 საათის სავალ გზაზეა გიბრალტარიდან. გიბრალტარი ამ სტადიონზე ჩაატარებს მატჩებს სანამ არ აშენდება უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი.
-
ვიქტორიას სტადიონი
-
მთავარი სტენდი
-
ესტადიო ალგარვე
-
ადგილი სადაც უნდა აშენდეს სტადიონი