ასტანა

ყაზახეთის დედაქალაქი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასტანა.

ასტანა (ყაზახ. Астана „დედაქალაქი“),[1] ყოფილი ნურ-სულთანი (ყაზახ. Нұр-Сұлтан),[2]ყაზახეთის დედაქალაქი 1997 წლის 10 დეკემბრიდან, 613,8 ათ. მცხოვრებით (2008 წლის 1 მაისის მონაცემებით)[3]. მაცხოვრებელთა რაოდენობით მეორე ქალაქია ალმათის შემდეგ.

ქალაქი
ასტანა
Астана
დროშა გერბი

ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 51°10′00″ ჩ. გ. 71°26′00″ ა. გ. / 51.16667° ჩ. გ. 71.43333° ა. გ. / 51.16667; 71.43333
ქალაქის მერი (აკიმი) იმანგალი ტასმაგამბეტოვი
დაარსდა 1830
პირველი ხსენება 1832
ადრეული სახელები აყმოლი, აკმოლინსკი, ცელინოგრადი, აყმოლა, ასტანა
ფართობი 710.2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 347
ოფიციალური ენა ყაზახური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 600,200 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 841 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+06:00
სატელეფონო კოდი +7 7172
საფოსტო ინდექსი 010000 - 010015
საავტომობილო კოდი Z და 01
ოფიციალური საიტი astana.kz
ასტანა — ყაზახეთი
ასტანა

ქალაქი მდებარეობს სტეპის ზოლში მდინარე იშიმზე, ამ უკანასკნელის მდინარე ნურასთან შეერთების ადგილთან ახლოს.

სახელწოდებები რედაქტირება

დასახლება დაარსდა 1830 წელს როგორც აყმოლი (ან აყმოლის პრიკაზი ანუ ოლქი) და იმჟამად ასრულებდა ციმბირელი კაზაკებისაგან თავდაცვით და საფორტიფიკაციო ფუნქციას. 1832 წელს დასახლებას მიენიჭა ქალაქის სტატუსი და დაერქვა აკმოლინსკი (რუს. Акмолинск). 1961 წლის 20 მარტს ეწოდა ცელინოგრადი (რუს. Целиноград), რაც დაკავშირებული იყო ქალაქის გადაქცევასთან ყამირი მიწების ათვისების კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრად (Целина — „ყამირი“).[4] 1992 წელს კვლავ შეეცვალა სახელი და ამჯერად აყმოლა დაერქვა, რაც თავდაპირველი სახელწოდების რამდენადმე სახეცვლილი ფორმაა და „თეთრ საფლავს“ ან „წმინდა ქალაქს“ ნიშნავს.[5] 1997 წლის 10 დეკემბერს ყაზახეთის დედაქალაქი ალმათის ნაცვლად აყმოლა გახდა. 1998 წლის 6 მაისს კი ქალაქს ასტანა ეწოდა, რაც ყაზახურად „დედაქალაქს“ ნიშნავს.[6]

2019 წლის 20 მარტს, დედაქალაქს კვლავ გადაერქვა სახელი ყაზახეთის ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად და ნურ-სულთანი ეწოდა.[7][8]

ისტორია რედაქტირება

ადრეული პერიოდი (1830–1918)

დასახლება აყმოლი, ან აყმოლინსკი პრიკაზ მდინარე იშიმზე 1830 წელს გაშენდა როგორც ციმბირის კაზაკების ოლქი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიოდორ შუბინი. სახელი, სავარაუდოდ, ადგილობრივი ლადშაფტის -აყმოლას გამო მიიღო, რომელიც "თეთრი საფლავი" ნიშნავს ყაზახურად.- თუმცა ეს თეორია საყოველთაოდ არ არის მიღებული. 1832 წელს დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო და აყმოლინსკი ეწოდა. ქალაქის მოსახერხებელი მდებარეობა 1863 წლის დასაწყისში დადასტურდა, რასაც რუსეთის იმპერიის გეოგრაფიული და სტატისტიკური ლექსიკონის ამონაწერი მოწმობს. ნაწერში აღნიშნულია თუ როგორ უკავშირდებოდა კარგალს აღმოსავლეთით, აქთაუს სამხრეთით და ათბასარს და ქოქშეთაუს დასავლეთით. 1838 წელს, დიდმა ნაციონალურმა და განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კენესარი ხანი, დაიწვა აყმოლინკის ციხე. განმათავისუფლებელი მოძრაობის რეპრესირების შემდეგ, ციხე აღადგინეს. 1863 წლის 16 ივლისს,აყმოლინსკი ოფიციალურად გამოცხადდა ქალაქად. 1868 წლის 21 ოქტომბერს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II- მ ხელი მოაწერა რეგლამენტს, რომლის თანახმადაც ტურგასის, ურალის, აყმოლინსკის და სემიპალატინსკის ოლქების მმართველობა მის ხელში გადადიოდა. 1964 წელს აყმოლინსკის უბანი გაუქმდა და ქალაქი ახლად შექმნილი აყმოლინსკის მხარის ოფიციალური ცენტრი გახდა. 1893 წლისთვის აყმოლინსკის მოსახლეობა 6 428 ადამიანს შეადგენდა. ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობდა 3 ეკლესია, 5 სკოლა და კოლეჯი და 3 ფაბრიკა -ქარხანა.

საბჭოთა პერიოდი (1918–1991)

მეორე მსოფლიო ომის დროს აყმოლინსკი საინჟინრო ნივთებით ამარაგებდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტურ რესპუბლიკას, ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და თვითონ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში, აყმოლინსკი გახდა ეკონომიკური აღორძინების შუქურა ომის შედეგად დანგრეული საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში. გარდა ამისა, ქალაქში ბევრი რუსი და გერმანელი საცხოვრებლად გადაასახლეს იოსებ სტალინის ბრძანებით. [1]

1954 წელს ჩრდილოეთ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ნიკიტა ხრუშჩოვის აგროკულტურის გეგმის ნაწილი გახდა. მას სურდა, რომ რეგიონი საბჭოთა კავშირისთვის მეორე მარცვლეულის მწარმოებლებლად გადაქცეულიყო. 1960 წლის დეკემბერში ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომ შეექმნა ცელინი მხარე, რომელიც ჩრდილოეთ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხუთი შემადგენელი ერთეულისგან შედგებოდა. მხარის დედაქალაქსა და მთავარ ქალაქს აყმოლინსკი წარმოადგენდა.[2] 1961 წლის 14 მარტს ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ფუნქციის შესაბამისი სახელი უნდა ჰქონოდა.1961 წლის 20 მარტს ქალაქს ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაემა საბჭომ სახელწოდება აყმოლინსკი შეუცვალა სახელწოდება ცელინოგრადით. 1961 წლის 24 აპრილს კი მთლიანად ოლქს ცელინოგრადის ოლქი დაერქვა. 1960-იან წლებში ცელინოგრადი მთლიანად შეიცვალა. 1963 წელს დაიწყო პირველი სამი ახალი მაღალსართულიანი საცხოვრებელი უბნის კეთილმოწყობა და მშენებლობა. ქალაქში აშენდა მრავალი ახალი მონუმენტური შენობა რომელთა შორისაა სასახლე, ახალგაზრდული სასახლე, საბჭოელების სახლი, ახალი აეროპორტი და რამდენიმე ახალი სპორტული შენობა. 1971 წელს ცელინის ოლქი გაუქმდა და ცელინოგრადი ახალი ოლქის ცენტრად ჩამოყალიბდა.

თანამედროვე პერიოდი (1991- დღემდე)

 
ნურ-სულთანის სატელიტური ფოტო

სსრკ-ის დაშლისა და შესაბამისად ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქის ორიგინალური სახელწოდება აღდგა შეცვლილი ფორმით და აყმოლა ეწოდა. 1994 წლის 6 ივლისს ყაზახეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება "ყაზახეთის დედაქალაქის გადატანის შესახებ".[3] დაარქივებული 2017-11-08 საიტზე Wayback Machine. მას შემდეგ რაც ყაზახეთის დედაქალაქი აყმოლაში გადავიდა 1997 წლის 10 დეკემბერს, ცოტა ხნის შემდეგ ქალაქის სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ასტანა დაერქვა. 1998 წლის 10 ივნისს ასტანა საერთაშორისო საზოგადოებამ ყაზახეთის დედაქალაქად ოფიციალურად სცნო.[4] 1999 წლის 16 ივლისს ასტანას იუნესკომ მშვიდობის ქალაქი უწოდა. 2019 წლის 19 მარტს პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა, რის გამოც 23 მარტს ქალაქს მის პატივსაცემად ნურ-სულთანი დაერქვა. [5] საეთაშორისო საზოგადოება ქალაქს დღეს მოიხსენიებს როგორც ნურ-სულთანი, მაგრამ ადგილობრივებს შეუძლიათ ის მოიხსენიონ როგორც ასტანა, რადგან ყაზახურად ის დედაქალაქს ნიშნავს.

გეოგრაფია რედაქტირება

ნურ-სულთანი თითქმის 1 000 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათიმდე. უახლოეს დიდ ქალაქებს განეკუთვნება ყარაღანდა (200 კმ) და ომსკი (450 კმ).

ტოპოგრაფია რედაქტირება

ნურ-სულთანი ყაზახეთის ცენტრალურ ნაწილში მდინარე იშიმზე მდებარეობს, ქალაქი გარს აკრავს 722 კვადრატულ კილომეტრს და ის ზღვის დონიდან 347 მეტრზე მდებარეობს. ქალაქის ძველი დასახლებები ძირითადად მდინარის ჩრდილოეთ ნაწილზე მდებარეობენ, ხოლო ახლები სამხრეთზე.

დრო რედაქტირება

ნურ-სულთანში გრინვიჩის მერიდიანიდან +6 სასაათო სარტყელია. იგივე სასაათო სარტყელი გამოიყენება ყაზახეთის უდიდეს ნაწილსა და ალმათში.

კლიმატი რედაქტირება

ნურ-სულთანი არის მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ცივი სახელმწიფო დედაქალაქი, მონღოლეთის დედაქალაქის ულან-ბატორის შემდეგ. ეს პოზიცია მანამდე კანადის დედაქალაქ ოტავას ეპყრა, სანამ ნურ-სულთანი დედაქალაქის სტატუსს არ მიიღებდა 1997 წელს.[9][10] ნურ-სულთანში კონტინენტური კლიმატია, თბილი ზაფხულით (ხანდახან მოკლე შხაპუნა წვიმებით) და გრძელი, მშრალი და ძალიან ცივი ზამთრით. ზაფხულში ტემპერატურა ხშირად აღწევს 35°C-ს, როცა დეკემბრიდან მარტამდე აქ -35°C-იც არ უნდა გაგიკვირდეთ. როგორც წესი, ნოემბრის მეორე კვირიდან აპრილის დასაწყისამდე ქალაქის მდინარე გაყინულია. ნურ-სულთანს ყაზახებში დამსახურებულად აქვს ძლიერი ქარების მქონე ქალაქის რეპუტაცია. ეს უფრო ძლიერად ქალაქის მარცხენა სანაპიროზე იგრძნობა, რომელიც სწრაფად განვითარებადია თუმცა შედარებით მოშიშვლებული.

საერთო ჯამში, ნურ-სულთანს ნოტიო კონტინენტური კლიმატი აქვს.[11] საშუალო წლიური ტემპერატურა ქალაქში 3.5°C-ია. ყველაზე ცხელი თვე ივლისია, როცა აქ საშუალო ტემპერატურა 20.8°C-ს აღწევს. იანვარში ყველაზე დაბალ საშუალო ტემპერატურას შეხვდებით, რომელიც -14.2°C-ს უდრის. ასევე იანვარშია დაფიქსირებული ქალაქის რეკორდული მაჩვენებელი, 1893 წელს აქ ტემპერატურა -51.6°C-მდე დაეცა.[12]

ნურ-სულთანის კლიმატური მონაცემები
თვე იანვა თებერ მარტი აპრილ მაისი ივნის ივლის აგვის სექტ ოქტო ნოემბ დეკემ წლიური
რეკორდულად მაღალი °C (°F) 3.4

(38.1)

4.8

(40.6)

22.1

(71.8)

29.7

(85.5)

35.7

(96.3)

40.1

(104.2)

41.6

(106.9)

38.7

(101.7)

36.2

(97.2)

26.7

(80.1)

18.5

(65.3)

4.5

(40.1)

41.6

(106.9)

საშუალო მაღალი °C (°F) −9.9

(14.2)

−9.2

(15.4)

−2.5

(27.5)

10.9

(51.6)

20.2

(68.4)

25.8

(78.4)

26.8

(80.2)

25.2

(77.4)

18.8

(65.8)

10.0

(50.0)

−1.4

(29.5)

−8.0

(17.6)

8.9

(48.0)

დღიური საშუალო °C (°F) −14.2

(6.4)

−14.1

(6.6)

−7.1

(19.2)

5.2

(41.4)

13.9

(57.0)

19.5

(67.1)

20.8

(69.4)

18.8

(65.8)

12.3

(54.1)

4.6

(40.3)

−5.4

(22.3)

−12.1

(10.2)

3.5

(38.3)

საშუალო დაბალი °C (°F) −18.3

(−0.9)

−18.5

(−1.3)

−11.5

(11.3)

0.2

(32.4)

7.9

(46.2)

13.2

(55.8)

15.0

(59.0)

12.8

(55.0)

6.6

(43.9)

0.2

(32.4)

−8.9

(16.0)

−16.1

(3.0)

−1.5

(29.3)

რეკორდულად დაბალი °C (°F) −51.6

(−60.9)

−48.9

(−56.0)

−38.0

(−36.4)

−27.7

(−17.9)

−10.8

(12.6)

−1.5

(29.3)

2.3

(36.1)

−2.2

(28.0)

−8.2

(17.2)

−25.3

(−13.5)

−39.2

(−38.6)

−43.5

(−46.3)

−51.6

(−60.9)

საშუალო ნალექიანობა მმ. (ინჩები) 16

(0.6)

15

(0.6)

18

(0.7)

21

(0.8)

35

(1.4)

37

(1.5)

50

(2.0)

29

(1.1)

22

(0.9)

27

(1.1)

28

(1.1)

22

(0.9)

320

(12.6)

საშუალო წვიმიანი დღეები 2 2 5 9 15 13 15 13 12 10 7 3 106
საშუალო თოვლიანი დღეები 25 23 19 6 1 0.1 0 0 1 7 18 24 124
მზის ნაღების თვიური საათები 103 147 192 238 301 336 336 294 230 136 100 94 2,507
Source 1: Pogoda.ru.net [8]
Source 2: NOAA (sun, 1961–1990)

დემოგრაფია რედაქტირება

მოსახლეობა რედაქტირება

2020 წლის იანვრის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 136 008 ადამიანს შეადგენს, 2002 წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ მეტს, როცა ნურ-სულთანში 493 000 კაცი სახლობდა.[13]

2018 წლისთვის, ეთნიკური ყაზახები ქალაქის მოსახლეობის 78%-ს შეადგენდნენ. ეს მაჩვენებელი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 17%-თაა მომატებული.[14]

ეთნიკური ჯგუფები 2020 წლისთვის:

• ყაზახები - 79.78%

• რუსები - 12.27%

• უკრაინელები - 1.26%

• თათრები - 1.08%

• უზბეკები - 0.96%

• სხვა - 4.65%

ბევრი ამტკიცებს, რომ ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში ყაზახების მიზიდვა დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობამ განაპირობა. ალმათის დედაქალაქად გაუქმების მთავარ მიზეზს ქალაქის გაფართოების შესაძლებლობის არარსებობა და ხშირი მიწისძვრები განაპირობებდა.[15] ნურ-სულთანი ასევე უფრო ახლოს იქნებოდა ყაზახეთის სამრეწველო ცენტრთან, ვიდრე ალმათი.[16]

1989 წელს ცელინოგრადის მოსახლეობა 281 000 იყო, საიდანაც 17.7% ყაზახი, 54.1% რუსი, ხოლო 28.2% სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.

2007 წლისთვის, ასტანას მოსახლეობა დედაქალაქის დაარსების შემდეგ დაახლოებით ორჯერ გაორმაგდა, 600 000-ს მიაღწია. 2017 წელს ქალაქის მოსახლეობა 1 მილიონს წარმოადგენდა. მიგრანტი მუშები - კანონიერი და უკანონო - მოზიდულნი იყვნენ ყაზახეთიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან, მაგალითად უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან. ამან შეცვალა ქალაქის დემოგრაფია, შემოიტანა უფრო მეტი ეთნიკური ყაზახები ქალაქში, რომელსაც ადრე სლავური უმრავლესობა ჰყავდა.

რელიგია რედაქტირება

ქალაქის დომინანტი რელიგია ისლამია. სხვა რელიგიური ჯგუფებიდან აღსანიშნავია: ქრისტიანობა (განსაკუთრებით რუსული მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი), იუდაიზმი და ბუდიზმი. [6]

მეტროპოლიტენი რედაქტირება

ასტანას მეტროპოლიტენის არეალი მოიცავს: არშალის, შორტანდის, ცელინოგრადს და აყოლის ნაწილს. ამ არეალში ჯამში 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ეკონომიკა რედაქტირება

ნურ-სულთანის ეკონომიკა ძირითადად ვაჭრობაზე, მშენებლობაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებებზე დგას. ქალაქის ინდუსტრია ძირითადად ფოკუსირებულია სამშენებლო მასალების, საკვები პროდუქტების წარმოებაზე.

დედაქალაქის გადმოტანამ დიდი ბიძგი მისცა ნურ-სულთანის ეკონომიკურ განვითარებას. ქალაქის მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უამრავ ინვესტორს იზიდავს. ბოლო 16 წელიწადში, რაც ნურ-სულთანი დედაქალაქი გახდა, ინვესტიციების რაოდენობამ 30-ჯერ, ხოლო რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 90-ჯერ იმატა. ინდუსტრიული წარმოება გაიზარდა 11-ჯერ. ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8.5%-ს შეადგენს.

ნურ-სულთანი შეყვანილ იქნა, საუკეთესო 21 ინტელექტუალურ სოციუმებს შორის 2016 წელს. მასში ის ქალაქები და რეგიონები შედიოდნენ, რომლებიც ადგილობრივი ეკონომიკისა და სოციუმის აღმშენებლობისთვის ციფრულ ხელსაწყოებს იყენებდნენ.

2018 წელს, ქალაქში უცხოური ინვესტიციებით სამი ტრილიონი ყაზახური ტენგე შემოვიდა, რაც თითქმის 8 მილიარდ აშშ დოლარს უდრის და ნურ-სულთანისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აღნიშნული ზრდა განაპირობა ძალიან დიდი რაოდენობით სამშენებლო პროექტებმა.

ტურიზმი ხდება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქალაქის ეკონომიკას ზრდის. ნურ-სულთანი შედის 10 ყველაზე ტურისტულად მიმზიდველ ქალაქში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან.

დიპლომატიური პლათფორმა რედაქტირება

ნურ-სულთანი გახდა პლატფორმა მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და სამიტების, რომლებიც კრიტიკულ გლობალურ საკითხებზე არიან. ნურ-სულთანმა გამართა მოლაპარაკებების მრავალი რაუნდი ასადის რეჟიმსა და სირიის ოპოზიციას შორის. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მე-12 მინისტერიული კონფერენცია აქ უნდა გაიმართოს 2020 წელს. 2003 წლიდან ნურ-სულთანმა მასპინძლობს კონგრესს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების შესახებ, რომელიც რელიგიური ლიდერების მრავალფეროვანი შეკრებაა რელიგიური ჰარმონიის განსახილველად და რომლის მიზანსაც ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დამთავრება წარმოადგენს. [7]

ქალაქის იერსახე რედაქტირება

ნურ-სულთანი დაყოფილია 4 ოლქად. ალმათის ოლქი შეიქმნა 1998 წლის 6 მაისს პრეზიდენტის განკარგულებით. მისი ტერიტორია 21 054 ჰექტარს შემოსაზღვრავს, 375 938 მცხოვრებით. ესილის ოლქი 2008 წლის 5 აგვისტოს შეიქმნა ასევე პრეზიდენტი განკარგულებით, მას ქალაქის მარცხენა სანაპიროსაც უწოდებენ. ოლქის ტერიტორია 31 179 ჰექტარს მოიცავს და აქ 119 929 ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ მოდის სარიარკას ოლქი რომელიც 19 202 ჰექტარზეა გადაჭიმული და 339,286 კაცს იტევს. და ბოლოს, ბაიკონირის ოლქი, 18 129 ჰექტრითა და 233 351 მოსახლით. ბოლო ორი ოლქიც საპრეზიდენტო განკარგულებით შეიქმნა, შესაბამისად 1998 და 2018 წლებში.

1998 წელს, ყაზახეთის მთავრობამ არქიტექტორთა და დიზაინერთა კონკურსი გამოაცხადა ახალი დედაქალაქის ასაშენებლად. 1998 წლის 6 ოქტომბერს იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კუროკავამ გაიმარჯვა. კუროკავას წინადადება გულისხმობდა არსებული ქალაქის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას და ამასთან ახალი ქალაქის გაშენებას მდინარე იშიმის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან, რაც ისტორიისა და მომავლის ერთგვარ სიმბიოზს გაუსვამდა ხაზს.

სარკინიგზო ხაზიდან ჩრდილოეთით, რომელიც ქალაქს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კვეთს, ღარიბული საცხოვრებელი უბნებია. სარკინიგზო ხაზსა და მდინარე იშიმს შორის ქალაქის ცენტრია, სადაც ამჟამადაც ინტენსიური მშენებლობები მიმდინარეობს. აღმოსავლეთით და დასავლეთით უფრო მეტად შემაღლებული საცხოვრებელი უბნებია, პარკებითა და ახალი სამთავრობო შენობებით მდინარე იშიმის სამხრეთით. აქ ძალიან ბევრი, დიდი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს, მაგალითად დიპლომატიური კვარტალი და სამთავრობო ნაგებობები. მათი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ნურ-სულთანის მთავარ მგეგმავს, ვლადიმირ ლაპტევს სურს რომ ევრაზიული სტილის ბერლინი ააშენოს. მან განაცხადა, რომ წმინდა ადმინისტრაციული ტიპის დედაქალაქი, როგორიცაა კანბერა მის გეგმებში არ ჯდება.

სპორტი რედაქტირება

ქალაქს ჰყავს უამრავი სპორტული გუნდი. მთავარი საფეხბურთო კლუბი არის "ასტანა" რომელიც ყაზახეთის პრემიერ ლიგაში გამოდის. 2009 წელს დაარსებულ ასტანას მოგებული აქვს ოთხი ეროვნული ლიგის ტიტული, სამი ყაზახეთის თასი და ორი ყაზახეთის სუპერთასი. მათი საშინაო მოედანია ასტანა არენა, რომელიც ასევე ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩებსაც მასპინძლობს. ამავე სტადიონზე გამოდის კიდევ ერთი ნურ-სულთანური საფეხბურთო კლუბი ბაიტერეკი. ეს უკანასკნელი ყაზახეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს. გუნდი 2012 წელს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის დაარსდა. საფეხბურთო კლუბი ასტანა 1964 ნურ-სულთანის მუნიციპალურ საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. 2000-ანი წლები მათთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო, როდესაც ეროვნული პირველობის თასი სამჯერ აღმართეს, ნურ-სულთანში ასევე რამდენიმე პროფესიონალური ყინულის ჰოკეის გუნდია, მათ შორის გამორჩეული "ბარის ასტანა", რომელიც ჰოკეის კონტინენტური ლიგის დამაარსებელი წევრია 2008 წლიდან. ნომად ასტანა და ჰოკეის კლუბი ასტანა ყაზახეთის ჰოკეის ჩემპიონატში მონაწილეობენ. ნურ-სულთანი ყოველწლიურად ყაზახეთის პრეზიდენტის თასს მასპინძლობს ჰოკეიში. ველოსპორტის პროფესიონალური გუნდი ასტანა პრო თიმი, დაარსებული 2007 წელს, მსოფლიოს ელიტარულ ტურში მონაწილეობს. გუნდი ერთ-ერთ საუკეთესოთა შორის ხვდება უკანასკნელ წლებში, მოიგო რა რამდენიმე "გრანდ ტური".

2011 წლის აზიის ზამთრის თამაშები ნაწილობრივ ნურ-სულთანში გაიმართა.

2012 წელს, ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით დაარსდა ასტანის პრეზიდენტული სპორტული კლუბი, რომლის მიზანიც ნურ-სულთანში არსებული ყველა ძირითადი სპორტული გუნდის გაერთიანებაა.

საკალათბურთო გუნდი ასტანა ერთადერთი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბია ქალაქში. ის ყველაზე წარმატებული საკალათბურთო გუნდია ყაზახეთში. მათ სამჯერ აქვთ მოპოვებული ყაზახეთის ჩემპიონობა, ხოლო ოთხჯერ ყაზახეთის თასი.

2019 წლის 6 ივლისს, ქალაქში საბრძოლო ხელოვნებების სასახლე გაიხსნა. ხუთი ათასს მაყურებელზე გათვლილ არენას შეუძლია უმასპინძლოს: კრივს, ჭიდაობას, ძიუდოს, სიმძიმეების აწევას და სხვა ოლიმპიურ და არა ოლიმპიურ დისციპლინებს. სასახლეს აქვს 25 მეტრიანი საცურაო აუზი, სავარჯიშო და საჭიდაო ოთახები, საფეხბურთო მოედანი და ასევე კომფორტული სასტუმრო. ობიექტი ხელმისაწვდომია სპორტული სკოლების მოსწავლეთათვის.

განათლება რედაქტირება

ნურ-სულთანში ბევრი უნივერსიტეტი და კოლეჯია. 2013/14 აკადემიურ წელს 53 561 სტუდენტმა ჩააბარა 14 სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 10%-თაა გაუმჯობესებული. გუმილოვის სახელობის ეროვნული ევრაზიული უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია ქალაქში. აქ 16 558 სტუდენტთან ერთად 1 678 ლექტორი და სხვა აკადემიური პერსონალი მუშაობს. ყველაზე ძველი უნივერსიტეტი ყაზახეთის აგრო ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც 1957 წელს დაარსდა.

ნურ-სულთანის სკოლები დაახლოებით 103 000 მოსწავლეს იღებს, რომლებიც 83 სკოლაში ნაწილდებიან. აქედან 71 სახელმწიფო სკოლაა, ხოლო 12 კერძო.

ტრანსპორტირება რედაქტირება

საქალაქო ტრანსპორტი ნურ-სულთანში მოიცავს ტაქსებსა და ავტობუსებს. ყოველდღიურად 720,000 ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აქ 40-ზე მეტი ავტობუსი ხაზი ემსახურება 1000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას, 3000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში. ისევე, როგორც ავტობუსებს, საზიარო ტაქსებს აქვთ საკუთარი წინასწარ განსაზღვრული მარშრუტები და მუშაობენ საერთო საფუძველზე. ქალაქში სულ ცხრა საზიარო ტაქსის მარშრუტია.

ტროლეიბუსის მარშრუტები გაიხსნა 1983 წელს. თავდაპირველად იყო 3 მარშრუტი, თუმცა 2006 წლისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტიღა იყო დარჩენილი. 2008 წელს, სპეციალური სახელმწიფო კომისიის მიერ ერთადერთი ტროლეიბუსის ფლოტი გამოცხადდა წამგებიანი ენერგომომარაგების სექტორად, კომპანიის დავალიანების გამო უკანასკნელი მარშუტიც მალევე დაიხურა.

 
ასტანაბაიქი

2011 წელს, ნურ-სულთნის აყიმათმა დააფუძნა კომპანია, რომ განახორციელოს მთელი რიგი ცვლილებები და პროგრამები მეტროპოლიაში, რომელიც ცნობილია როგორც "ნურ-სულთანის ახალი სატრანსპორტო სისტემა". როგორც ამ პროგრამების ნაწილი, გაიხსნა ავტობუსის სწრაფი სატრანზიტო (BRT) ხაზები. იმავე წელს უნდა დაიწყოს მსუბუქი რკინიგზის (LRT) მშენებლობა. მეტროს სისტემის შექმნა დაგეგმილი იყო, რომელსაც ცხრა სადგური უნდა მოეცვა და 16.4 კილომეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო. მისი გახსნა 2013 წლის 1 დეკემბრისთვის უნდა შემდგარიყო. ამის მიუხედავად გეგმა განუხორციელებელია და 2020 წლის მაისის მდგომარეობით, მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.2013 წლის ნოემბერში, პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევმა მშენებლობა შეაფასა როგორც ძალიან ძვირი. ამის სანაცვლოდ, ნაზარბაევმა პირობა დადო, რომ პრობლემას მაღალსიჩქარიანი ავტობუსებით ჩაანაცვლებდა.

2014 წლის შემდეგ ბურ- სულთანში ასტანაბაიკი მოქმედებს. 2017 წელს სისტემა შედგებოდა 40 სადგურისგან, 1000 ველოსიპედისაგან. სისტემაში რეგისტრაცია 5000 ტენგე ($28) ღირს. ველოსიპედის დაქირავების პირველი ნახევარი საათი უფასოა, შემდეგ საათი 100 ტენგე ღირს (0,55 $). 4 საათზე მეტი ხნის შემდეგ, ქირა 1000 ტენგე ხდება.

საჰაერო რედაქტირება

ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ -აღმოსავლეთით, 17 კილომეტრში მდებარეობს. აეროპორტი ქალაქის შიდა და საერთაშორისო სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის მთავარი კარიბჭეს წარმოადგენს. ეს არის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ყაზახეთში, 2014 წელს მან 2,960,181 ადამიანის გადაყვანა უზრუნველყო. აეროპორტში 13 ავიაკომპანია მუშაობს, რომლებიც რეგულარულად ახდენენ სამგზავრო ფრენებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით. [8] აეროპორტი Air Astana-სთვის სიდიდით მეორე მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. 2017 წლის სამგზავრო ტრაფიკის 50% -იან ზრდამ გამოიწვია ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფართობია დაახლოებით 40,000 კვადრატული მეტრია (430,000 კვ. ფუტი).

 
ტულპარ ტალგო

რკინიგზა და გზები რედაქტირება

ნურ -სულთანი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

ასტანას სარკინიგზო სადგური ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურია და ყოველდღიურად დაახლოებით 7000 ადამიანს ემსახურება. Expo 2017- ის ღონისძიების დროს აშენდა ახალი სარკინიგზო სადგური, ნურლი ჟოლი, რომელსაც ყოველდღიურად 12000 მომხმარებლი ჰყავს. ტულპარ ტალგო ექსპრესს მატარებელია, რომელიც ალმათში მიემგზავრება. მოკლევადიანი გეგმები მოიცავს ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობას სამრეწველო უბანში; ასევე ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ტერმინალი სატვირთო მანქანებისთვის.

სამდინარო ტრანსპორტი რედაქტირება

2008 წლის შემდეგ მდინარე ესლიზე გადაადგილება დაიწყო. პირველი ნავიგაცია ქალაქში 2008 წელს გაიხსნა.

ჭკვიანი ქალაქის ინიციატივა რედაქტირება

პროექტი ჭკვიანი ნურ -სულთანი მაშინდელი ასტანას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში, მაგალითად, საავადმყოფოებში, სკოლებში, ბილეთების დაჯავშნის სისტემაში და ქუჩის განათებებში. [9]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

• ბაიტერეკის კოშკი - მონუმენტი და დასაკვირვებელი კოშკურა რომელიც მოთავსებულია ნურჟოლის ბულვარდზე, არა მხოლოდ ქალაქის ემბლემაა, არამედ დამოუკიდებლობის შემდგომი ყაზახეთის სიმბოლოსაც წარმოადგენს.

• დამოუკიდებლობის მოედანზე არსებული მონუმენტი სახელწოდებით "ყაზახების ქვეყანა". 91 მეტრის სიმაღლეზე აღმართული მითოლოგიური ფრინველი სიმურგი, რომელიც ფრინველთა მეფე და ხალხთა მცველია.

• ნურჟოლის ბულვარი (ყოფილი მწვანე წყლის ბულვარი) რეკრეაციული საფეხმავლო ზონაა მოცეკვავე შადრევნების ხეივანით.

• აკორდა - ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია.

• დამოუკიდებლობის სასახლე რომელიც დიმპლომატიური და სხვა საერთაშორისო დონის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი.

• ცენტრალური საკონცერტო დარბაზი - "ყაზახეთი"

ხან შატირი - უზარმაზარი სავაჭრო და გასართობი ცენტრი. აღიარებულია მსოფლიოს უდიდესს კარვად. პროექტის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 9 დეკემბერს. 150 მეტრი სიმაღლის თაღის მქონე კარავს დაახლოებით 10 საფეხბურთო სტადიონის ხელა ფართობი აქვს. პროექტის ავტორია ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერი.

• ეროვნული ეთნოგრაფიულ-კულტურული კომპლექსი Ethnoaul-ი გვაძლევს რეალურ შესაძლებლობას ვიმოგზაუროთ წარსულში, ვიგრძნოთ თავი ნამდვილ მომთაბარე ნომადებად და შევიგრძნოთ საუკუნეების წინანდელი ატმოსფერო. ეროვნულ-კულტურული კომპლექსი სტუმრებს მდიდარ ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ყაზახი ხალხის ტრადიციებს გააცნობს. აქ ნებისმიერი მსურველი გადაყვანილი იქნება ნომადური ცივილიზაციის ეთნო-კულტურულ გარემოში.

• ტრიუმფალური თაღი - არქიტექტურული სტრუქტურა რომელიც პრეზიდენტ ნაზარბაევის ინიციატივით აღიმართა და ყაზახეთის დამოუკიდებლობას ეძღვნება.

თეატრები და საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები. რედაქტირება

ნურ-სულთანში 27 ბიბლიოთეკაა, რომლის სერვისითაც 2011 წელს 153 ადამიანი სარგებლობდა ყოველ 1 000 კაცზე. ქალაქში 8 სახელმწიფო მუზეუმია რომელიც 2011 წელს 415 500 ადამიანმა მოინახულა და სადაც 68 514 ექსკურსია ჩატარდა. ასევე 2011 წელს, 10 რეკრეაციულ პარკში 99 ღონისძიება და 6 კინო-ჩვენება გაიმართა.

• ყაზახეთის ცენტრალური საკონცერტო დარბაზი სხვადასხვა დონის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი უნიკალური კომპლექსია. აქ ტარდება ადგილობრივი და მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები, აღნიშვნები, ოფიციალური შეხვედრები, კონფერენციები, პრეზენტაციები და ა.შ. შენობის არქიტექტორია იტალიელი მანფრედი ნიკოლეტი.

• ბაისეიტოვას სახელობის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი.

• ყაზახეთის მუსიკისა და დრამის თეატრი

• მაქსიმ გორკის სახელობის აკადემიური რუსული დრამის თეატრი.

• ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდია.


რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. akorda.kz. (2022-09-17) О переименовании города Нур-Султана – столицы Республики Казахстан в город Астану – столицу Республики Казахстан. akorda.kz. ციტირების თარიღი: 2022-09-17.
  2. О переименовании города Астаны – столицы Республики Казахстан в город Нур-Султан – столицу Республики Казахстан
  3. საანგარიშო მოხსენება „ქალაქში სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე 2007 წ. 3 დეკემბრიდან, 2007 წ. 9 დეკემბრამდე“ - www.astana.kz დაარქივებული 2010-11-08 საიტზე Wayback Machine. (რუს.)
  4. (1994) The Current Digest of the Post-Soviet Press (ინგლისური). Current Digest of the Soviet Press, გვ. 20. ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2018. 
  5. (7 September 2018) Kazakhstan. Bradt Travel Guides; Third edition, გვ. 71. ISBN 978-1784770921. 
  6. The history of Astana. Akimat of Astana (19 იანვარი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი, 2014. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2014.
  7. Parliament approved renaming of Astana as Nursultan. Kazinform (20 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2019.
  8. Nursultan, not Astana – Kazakhstan renames capital to honor Nazarbayev. Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2019.
  9. Brian White (9 January 2013)https://web.archive.org/web/20150226225001/http://www.themongolist.com/blog/society/43-ulaanbaatar-is-the-coldest-capital.html
  10. https://web.archive.org/web/20150606224805/http://www.canada.com/story.html?id=f23f6479-3274-493b-9f74-d8d8cb5418be Canada.com. 4 January 2007. Archived from the original on 6 June 2015. Retrieved 19 February 2015.
  11. https://commons.wikimedia.org/wiki/File:Asia_Koppen_Map.png
  12. https://web.archive.org/web/20150208191629/http://www.pogodaiklimat.ru/climate/35188.htm (in Russian). Weather and Climate. Archived from the original on 8 February 2015. Retrieved 8 February 2015.
  13. https://web.archive.org/web/20180113032320/http://www.demoscope.ru/weekly/2009/0389/analit07.php www.demoscope.ru. Archived from the original on 13 January 2018. Retrieved 31 December 2017.
  14. Lillis, Joanna (20 March 2019)https://web.archive.org/web/20190322144916/https://marginalrevolution.com/marginalrevolution/2019/03/dark-shadows-inside-the-secret-world-of-kazakhstan.html Archived from the original on 22 March 2019. Retrieved 25 November 2019.
  15. https://web.archive.org/web/20071013185417/http://eurasianet.org/departments/insight/articles/eav070907.shtml EurasiaNet.org. 9 July 2007. Archived from the original on 13 October 2007. Retrieved 9 July 2007.
  16. Encarta-encyclopedie Winkler Prins (1993–2002) s.v. "Kazachstan. §5. Geschiedenis". Microsoft Corporation/Het Spectrum.