სერგო კუტივაძე
სერგო კუტივაძე (დ. 9 აგვისტო, 1936, ჩოხატაური, საქართველოს სსრ — გ. 7 ივნისი, 2017[2]) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, პოზიციით ნახევარმცველი. თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსა“ (1962–1966) და თბილისის „დინამოში“ (1967–1973), ასევე წვრთნიდა ორივე გუნდს. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1976).[3]
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერგო ივანეს ძე კუტივაძე[1] | ||
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1944 | ||
დაბადების ადგილი | ალმათი, ყაზახეთის სსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 ივნისი, 2017 (72 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1962–1966 | ტორპედო ქ. | 128 | (9) |
1967–1973 | დინამო თბ. | 119 | (13) |
ეროვნული ნაკრები | |||
1965 | სსრ კავშირი | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1974–1982 | დინამო თბ. (ასისტენტი) | ||
1983 | დინამო თბ. (დირექტორი) | ||
1984 | დინამო თბ. (ასისტენტი) | ||
1994–1995 | დინამო თბ. | ||
1997 | ტორპედო ქ. | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — სერგო კუტივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[4]
სანაკრებო კარიერარედაქტირება
კუტივაძემ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა მხოლოდ ერთი, ამხანაგური მატჩი, 1965 წლის 4 სექტემბერს იუგოსლავიის წინააღმდეგ.
სამწვრთნელო კარიერარედაქტირება
სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ (1974—1982, 1984), კლუბის დირექტორად (1983) და მთავარ მწვრთნელად (ნოემბერი 1994—თებერვალი 1995). რეგულარულად ესწრებოდა თანამეგობრობის თასის მატჩებს. 1997 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ასრულებდა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
- ფინალისტი: 1970
ბიბლიოგრაფიარედაქტირება
- აკოფოვი, გ. (1967). ფეხბურთი – 67 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ.,სჟფ.
- აკოფოვი, გ. (1968). ფეხბურთი 1968. თბ.: საქ. ჟურნ. კავშ., სპორტ. ჟურნ. ფედერაცია.
- აკოფოვი, გ. (1971). ფეხბურთი – 71 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1972). ფეხბურთი – 72 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1973). ფეხბურთი – 73 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1974). ფეხბურთი – 74 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1975). ფეხბურთი – 75 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1976). ფეხბურთი – 76 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ. (1977). ფეხბურთი – 77 : ცნობარი-კალენდარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1978) ფეხბურთი – 78 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1979) ფეხბურთი – 79 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. (1980) ფეხბურთი – 80 : ცნობარი. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ (1976). ასე ნანატრი გამარჯვება. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- აკოფოვი, გარუნ; კაკაბაძე, მიხეილ (1979). მეორედ — ოლიმპზე. თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- გორელოვი, იან (1979). „დინამო“ — 78 (ფოტოალბომი). თბ.: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- თედორაძე, ზურაბ (1999). თბილისის „დინამო“ ციფრებში, 1936–1989. თბ.: სტამბა–96.
- თედორაძე, ზ. (2002). თბ. „დინამო“ : ციფრები, ფაქტები, კომენტარები, 1936–1989. თბ..
- მოსაშვილი, მინდია (1979). თბ. „დინამო“ 1978 წლის სსრკ ჩემპიონი. თბ.: ხელოვნება.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ბიოგრაფია
- სერგო კუტივაძე – 74 — თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე
- dinamo-tbilisi.ru დაარქივებული 2022-03-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ დაჯილდოება // „ლელო“, 11 სექტემბერი, 1979, № 174 (6485), გვ. 1.
- ↑ გარდაიცვალა სერგო კუტივაძე, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 7 ივნისი, 2017.
- ↑ წოდებები // „ლელო“, 9 სექტემბერი, 1976, № 179 (5729), გვ. 1.
- ↑ თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ· სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.