ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ყაზახეთის სსრ (ყაზახ. Қазақ Кеңестік Социалистік Республикасы, Қазақ КСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ალმა-ათა.
ყაზახეთის სსრ ყაზახ. Қазақ КСР | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ყაზახეთის სსრ ჰიმნი | |||||||||
ყაზახეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | ალმა-ათა | ||||||||
ენა | ყაზახური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 2 717 300 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 16 711 900 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
1920 წლის 26 აგვისტოს ჩამოყალიბდა, როგორც ყირგიზეთის ასსრ და შედიოდა რუსეთის სფსრ-ს შემადგენლობაში. 1936 წლის 5 დეკემბერს ეწოდა ყაზახეთის სსრ და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეუერთდა სსრკ-ს. მდებარეობდა საბჭოთა კავშირის აზიური ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, თურქმენეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ და ჩინეთი. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ფართობით მეორე იყო რსფსრ-ის შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე რუსეთისა და უკრაინის სსრ-ს შემდეგ. ფართობი 2717,3 ათ. კმ². მოსახლეობა 13 470 ათ. კაცი (1972). დედაქალაქი — ქ. ალმა-ათა.
იყოფოდა 17 ოლქად და 203 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 80 ქალაქი და 172 დაბა.