თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თურქმენეთის სსრ (თურქმ. Түркменистан Совет Социалистик Республикасы, Түркменистан ССР) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი სოციალისტური რესპუბლიკა. არსებობდა 1924-1991 წლებში. დედაქალაქი — აშხაბადი. მოსახლეობა 3, 522 მლნ ადამიანი (1989).

თურქმენეთის სსრ
თურქმ. Түркменистан ССР

Flag of the Bukharan People's Soviet Republic.svg
 
Flag of Khiva 1920-1923.svg
 
Flag of the Russian Soviet Federative Socialist Republic (1918–1925).svg
27 ოქტომბერი 192425 დეკემბერი 1991 Flag of Turkmenistan.svg
Flag of the Turkmen Soviet Socialist Republic (1973–1991).svg Emblem of the Turkmen SSR.svg
დროშა გერბი
ჰიმნი
თურქმენეთის სსრ ჰიმნი
Soviet Union - Turkmen SSR.svg
თურქმენეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი აშხაბადი
ენა თურქმენული, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 488 100 კმ²
მოსახლეობა 3 522 700 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ისტორიარედაქტირება

1921 წლის 7 აგვისტოს თურქესტანის ისტორიული რეგიონის ტერიტორიაზე რსფსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა თურქესტანის ასსრ, რომლის შემადგენლობაში შეიქმნა თურქმენეთის ოლქი. 1924 წლის 27 ოქტომბერს ჩამოყალიბდა თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც პირდაპირ გახდა სსრკ-ის მოკავშირე რესპუბლიკა.

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობდა შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, უზბეკეთის სსრ, ირანი და ავღანეთი. დასავლეთიდან ესაზღვრებოდა კასპიის ზღვა. ფართობი 488,1 ათ. კმ².

მმართველობარედაქტირება

თურქმენეთის სსრ-ს უმაღლეს ხელმძრვანელობას მისი არსებობის მანძილზე ახორციელებდა კომუნისტური პარტია სკკპ შემადგენლობაში. კომპარტიის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ცენტრალური კომიტეტი, თურქმენეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო რესპუბლიკის ფაქტიური ხელმძღვანელი.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

1924 წლის 4 დეკემბერს თურქმენეთი დაიყო 5 ოკრუგად:

  • კერკინის ოკრუგი;
  • ლენინის ოკრუგი;
  • მერვის ოკრუგი;
  • პოლტორის ოკრუგი;
  • თაშაუზის ოკრუგი.

1939 წლის 21 ნოემბერს თურქმენეთის სსრ დაიყო 5 ოლქად და 40 რაიონად, რომელშიც იყო 15 ქალაქი და 73 დაბა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება