უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უზბეკეთის სსრ (უზბეკ. Ўзбекистон Совет Социалистик Республикаси, Ўзбекистон ССР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი ტაშკენტი.

უზბეკეთის სსრ
უზბეკ. Ўзбекистон ССР

Flag of the Bukharan People's Soviet Republic.svg
 
Flag of Khiva 1920-1923.svg
 
Flag of Turkestan ASSR (1919-1921).svg
27 ოქტომბერი 192425 დეკემბერი 1991 Flag of Uzbekistan.svg
Flag of the Uzbek Soviet Socialist Republic.svg Coat of arms of Uzbek SSR.png
დროშა გერბი
ჰიმნი
უზბეკეთის სსრ ჰიმნი
Soviet Union - Uzbek SSR.svg
უზბეკეთის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
დედაქალაქი სამარყანდი (1930 წლამდე)
ტაშკენტი (1930 წლიდან)
ენა უზბეკური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 447 400 კმ²
მოსახლეობა 19 906 000 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

უზბეკეთის სსრ შეიქმნა 1924 წლის 27 ოქტომბერს. მდებარეობდა შუა აზიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა ყაზახეთის სსრ, თურქმენეთის სსრ, ტაჯიკეთის სსრ, ყირგიზეთის სსრ და ავღანეთი. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ფართობით მეხუთე იყო რსფსრ-ს, ყაზახეთის სსრ-ს, უკრაინის სსრ-სა და თურქმენეთის სსრ-ს შემდეგ, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე რუსეთისა და უკრაინის სსრ-სა და ყაზახეთის სსრ-ს შემდეგ. ფართობი 447,4 ათ. კმ². მოსახლეობა 14,1 ათ. კაცი (1976). დედაქალაქი 1930 წლამდე ქ. სამარყანდი, ხოლო 1930 წლიდან ტაშკენტი.

უზბეკეთის სსრ-ში შედიოდა ერთი ავტონომიური რესპუბლიკა (ყარაყალპაკეთის ასსრ), 11 ადმინისტრაციული ოლქი (ნამანგანის ოლქი, ანდიჯანის ოლქი, ფერღანის ოლქი, ტაშკენტის ოლქი, ნავოის ოლქი, ბუხარის ოლქი, სამარყანდის ოლქი, კაშკადარიის ოლქი, სირდარიის ოლქი, სურხანდარიის ოლქი, ჯიზახის ოლქი). რესპუბლიკა იყოფოდა 134 რაიონად, რომელშიც იყო 76 ქალაქი და 86 დაბა.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება