მინდია მოსაშვილი

ქართველი მწერალი და ჟურნალისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსაშვილი.

მინდია ილიას ძე მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982, იქვე) — ქართველი მწერალი და ჟურნალისტი.

მინდია მოსაშვილი
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1928(1928-01-07)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1982(1982-02-17) (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1928 წლის 7 იანვარს თბილისში, ილო მოსაშვილისა და თამარ მესტიაშვილის ოჯახში.[1][2]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო 1978 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი.

ლიტერატურული საქმიანობა სამოციანი წლებიდან დაიწყო, როცა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. მკითხველმა მოწონებით მიიღო მისი პროზაული კრებულები „აღმართი“, „ორთაბრძოლა“, „წარსული ზაფხული“, „ნადირობა პრერიებში“ და სხვა.

მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ თემატიკას. ამ მხრივ აღსანიშნავია კრებული „ლეგენდის დაბადება“. მხატვრული ნარკვევები მიუძღვნა ცნობილ სორტსმენებს — ბორის პაიჭაძეს, მანუჩარ მაჩაიძეს, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას, დავით ყიფიანს, გივი ნოდიას, ოთარ ქორქიას და სხვ.[3]

მინდია მოსაშვილმა მამის, ცნობილი ქართველი პოეტისა და დრამატურგის ილო მოსაშვილის ხსოვნას უძღვნა საინტერესო მონოგრაფია „ილო მოსაშვილის ცხოვრების ქრონიკა“, რომელიც კრიტიკამ და მკითხველმა დადებითად შეაფასა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.[4]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 277, თბ., 1994

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ნადირობა პრერიებში : მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1974. — 248 გვ.
  • ორთაბრძოლა : მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. — 156 გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966. — 168 გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ილო მოსაშვილი ცოლ-შვილთან ერთად // ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
  2. ილო მოსაშვილი ოჯახთან ერთად // ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
  3. საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია // nplg.gov.ge.
  4. მინდია მოსაშვილი (1928–1982) დაარქივებული 2022-06-28 საიტზე Wayback Machine. // geonecropol.com